მუხლი 19. ეროვნული ბანკისა და სააგენტოს პერსონალის შრომის ანაზღაურება

1. ეროვნული ბანკის მოხელეთა შრომის ანაზღაურების ოდენობა უნდა შეესაბამებოდეს საქართველოს საბანკო სისტემაში არსებულ შრომის ანაზღაურების დონეს. შტატგარეშე მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების ოდენობა განისაზღვრება ხელშეკრულების საფუძველზე.
1-1. სააგენტოს მოხელის შრომის ანაზღაურების ოდენობა ეროვნულ ბანკში არსებულ შრომის ანაზღაურების დონეს უნდა შეესაბამებოდეს. სააგენტოს შტატგარეშე მოსამსახურის შრომის ანაზღაურების ოდენობა განისაზღვრება ხელშეკრულების საფუძველზე.
2. ეროვნული ბანკის მიერ ასანაზღაურებელი თანამდებობრივი სარგოების, დანამატებისა და სხვა გასაცემლების ოდენობა არ უნდა უკავშირდებოდეს ეროვნული ბანკის წმინდა შემოსავალს.

საქართველოს ორგანული კანონი საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ