საქართველოს მთავრობის დადგენილება №92 2011 წლის 23 თებერვალი ქ. თბილისი საგადასახადო ომბუდსმენის უფლებამოსილების, საქმიანობის ძირითადი პრინციპებისა და ფორმების შესახებ


მუხლი 1. ზოგადი დებულება
ეს დადგენილება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 42-ე მუხლის მე-10 ნაწილის შესაბამისად განსაზღვრავს საგა-დასახადო ომბუდსმენის უფლებამოსილებებს, საქმიანობის ძი-რი-თად პრინციპებსა და ფორმებს.
მუხლი 2. საგადასახადო ომბუდსმენის საქმიანობის ძირითადი პრინციპები
1. საგადასახადო ომბუდსმენი საქმიანობის პროცესში ხე-ლ-მ-ძღვანელობს სამართლიანობის, ობიექტურობის, მიუკერ-ძოებ-ლობისა და კანონიერების პრინციპებით.
2. განცხადების ან საჩივრის განხილვისას საგადასა-ხა-დო ომბუდსმენი ნეიტრალურია და არ წარმოადგენს გადამ-ხდელს ან იმ სახელმწიფო ორგანოს, რომლის გადაწყვე-ტი-ლების მარ-თლზომიერებაც ეჭვქვეშ არის დაყენებული.
3. საგადასახადო ომბუდსმენი ინტერესთა ბალანსის სა-შუ---ალებით ცდილობს, მიაღწიოს ყველა მოდავე მხარისათვის მი-საღებ კონსენსუსს.
მუხლი 3. საგადასახადო ომბუდსმენის დანიშვნისა და უფლებამოსილების შეწყვეტის წესი
1. საგადასახადო ომბუდსმენი შეიძლება იყოს მხოლოდ სა-ქართველოს მოქალაქე, რომელსაც აქვს უმაღლესი იური-დიული ან ეკონომიკური განათლება.
2. საგადასახადო ომბუდსმენს ნიშნავს საქართველოს პრე-მიერ-მინისტრი, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს-თან შეთანხმებით.
3. საგადასახადო ომბუდსმენის უფლებამოსილება წყდე-ბა:
ა) პირადი განცხადების საფუძველზე;
ბ) გარდაცვალების ან სასამართლოს მიერ გარდაც-ვლილად ცნობის შემთხვევაში;
გ) საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით;
დ) სასამართლოს მიერ ქმედუუნაროდ ან უგზო-უკვლოდ დაკარგულად ცნობის შემთხვევაში;
ე) მის მიმართ სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლის შემთხვევაში;
ვ) დანიშვნიდან ერთი თვის ვადაში მის საქმიანობასთან შეუთავსებელი საქმიანობის განხორციელების გაგრძელების შემთხვევაში;
ზ) ზედიზედ ოთხი თვის განმავლობაში უფლებამოსი-ლე-ბის განუხორციელებლობის შემთხვევაში;
თ) საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვის შემთხვევაში.
მუხლი 4. საგადასახადო ომბუდსმენისათვის შეუთავსებელი საქმიანობა
1. საგადასახადო ომბუდსმენი არ შეიძლება ასრულებ-დეს სხვა ანაზღაურებად საქმიანობას, გარდა სამეცნიერო და პედაგოგიური საქმიანობისა.
2. საგადასახადო ომბუდსმენი არ შეიძლება იყოს რომე-ლი-მე პოლიტიკური პარტიის წევრი.
მუხლი 5. საგადასახადო ომბუდსმენის უფლებამოსილების განხორციელება
1. საგადასახადო ომბუდსმენი ზედამხედველობას უწევს საქართველოს ტერიტორიაზე გადასახადის გადამხდელთა უფ-ლებე-ბისა და კანონიერი ინტერესების დაცვას, ავლენს მათი დარღვევის ფაქტებს, ხელს უწყობს დარღვეული უფლებების აღდგენას.
2. საგადასახადო ომბუდსმენი გადასახადის გადამხდელთა უფლებების დაცვას ახორციელებს ინდივიდუალურ ან/და ჯგუ-ფურ საჩივრებზე რეაგირებით, კანონმდებლობაში ან/და პრაქ-ტი-კაში სისტემური ხარვეზების გამოვლენითა და საგანმანათ-ლებლო საქმიანობის განხორციელებით.
3. საგადასახადო ომბუდსმენს თავისი საქმიანობის გან-ხორციელების პროცესში უფლება აქვს, კანონმდებლობით და-დ-გენილი წესით სახელმწიფო ორგანოებიდან მოითხოვოს და მიიღოს საგადასახადო საიდუმლოების შემცველი ინფორ-მა-ცია/დო-კუმენტაცია.
4. საგადასახადო ომბუდსმენი უფლებამოსილია, არ გათქვას ის ინფორმაცია, რომელიც თავისი საქმიანობის ფა-რ-გლებში აქვს მიღებული.
5. საგადასახადო ომბუდსმენი, ასევე:
ა) ხელმძღვანელობს აპარატს და წარმართავს მის საქ-მიანობას;
ბ) თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავი-სუ-ფ--ლებს აპარატის თანამშრომლებს, აფორმებს თანამშრომ-ლე-ბ-თან შრო-მით ხელშეკრულებებს;
გ) კანონმდებლობით განსაზღვრული წესით, გარკვეული სამუშაოს შესრულების ვადით იწვევს სპეციალისტებს ერთჯე-რადი ხელშეკრულების საფუძველზე;
დ) კანონმდებლობის საფუძველზე გამოსცემს ინდივიდუ-ალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს;
ე) ამტკიცებს აპარატის საშტატო ნუსხას, თანამშრო-მელთა შრომითი ანაზღაურების ოდენობასა და სახელფასო ფონდს;
ვ) პასუხს აგებს შესაბამისი სახელმწიფო ქონების დაც-ვისა და მიზნობრივი გამოყენებისათვის;
ზ) განსაზღვრავს თანამშრომელთა ფუნქციებს;
თ) ამტკიცებს აპარატში კონკურსის ჩატარების წესს; ი) თანამშრომლების მიმართ იყენებს წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის ღონისძიებებს;
კ) ახორციელებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.
მუხლი 6. საგადასახადო ომბუდსმენის აპარატი
1. საგადასახადო ომბუდსმენის საქმიანობის უზრუნველსაყოფად ინიშნება საგადასახადო ომბუდსმენის მოადგილე (შემდგომში – მოად-გი-ლე) და იქმნება საგადასახადო ომბუდსმენის აპარატი (შემდგომში – აპარატი), რომლის სტრუქტურასა და მუშაობის წესს განსაზღვრავს საგადასახადო ომბუდსმენი, აპარატის დებულებით. მოადგილე და აპა-რატი მოქმედებენ საგადასახადო ომბუდსმენის სახელით და მის მიერ განსაზღვრული უფლებამოსილებით. (12.07.2011 N 270)
2. აპარატს ხელმძღვანელობს მოადგილე, რომელსაც თანამდე-ბო-ბა-ზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საგადასახადო ომ-ბუდ-სმენი. (12.07.2011 N 270)
3. აპარატი:
ა) ხელს უწყობს საგადასახადო ომბუდსმენს კა-ნონ-მდებ-ლობით დაკისრებული უფლებამოსილებების განხორ-ცი-ელე-ბა-ში;
ბ) ასრულებს საგადასახადო ომბუდსმენის ცალკეულ და-ვა--ლე-ბებს.
4. აპარატის დაფინანსების წყაროა სახელმწიფო ბიუჯეტი.
მუხლი 7. საჩივრის/განცხადების განხილვა
1. საგადასახადო ომბუდსმენი განიხილავს პირთა საჩივ-რებ-სა და განცხადებებს, რომლებიც შეეხება გადასახადის გა-დამხდელის უფლებების დარღვევას საგადასახადო და სხვა სა-ხელმწიფო ორგანოთა მხრიდან.
2. მომჩივანი ან განცხადების ავტორი უნდა იყოს გადა-სა-ხადის გადამხდელი ან მისი უფლებამოსილი წარმომად-გე-ნელი, რომლის უფლებებზეც უშუალოდ ახდენს გავლენას მის მიერ მითითებული გადაწყვეტილება.
3. საგადასახადო ომ-ბუდსმენის წინაშე მომჩივანი ან გან--ცხადების ავტორი შეიძლება წარდგენილ იქნეს თავისი უფლე-ბა--მო-სილი წარმომადგენლის მიერ.
4. საგადასახადო ომბუდსმენის წინაშე გადამხდელის ინ-ტე-რე-სების დასაცავად დანიშნული წარმომადგენელი უნდა აკმაყოფილებდეს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს.
5. საგადასახადო ომბუდსმენს უფლება აქვს, არსები-თად არ განიხილოს საჩივრები/განცხადებები, თუ:
ა) საქართველოს კანონმდებლობის ფარგლებში არსებობს საჩივარში/განცხადებაში მითითებული დარღვევის გამოსწორე-ბის საშუალება, რომელიც არ ყოფილა გამოყენებული;
ბ) მომჩივანს/განცხადების ავტორს აღარ სურს წარმოების გაგრძელება;
გ) საჩივარი/განცხადება წარდგენილია არაუფლებამოსი-ლი პირის მიერ;
დ) საჩივრიდან/განცხადებიდან არ ირკვევა გადასახადის გა-დამხდელის უფლების დარღვევის ფაქტი;
ე) საჩივარი/განცხადება განმეორებითია, გარდა იმ შემ-თხვე-ვისა, თუ წარდგენილია ახლად გამოვლენილი გარემოებე-ბი ან მტკი-ცე-ბუ-ლებები.
6. საგადასახადო ომბუდსმენი საჩივარს ან განცხადებას გა-ნიხილავს საჩივრის/განცხადების რეგისტრაციიდან 30 კალენ-დარული დღის განმავლობაში.
7. საჩივრის ან განცხადების განხილვა შეიძლება შე-ჩერ-დეს დამატებითი ინფორმაციის/დოკუმენტაციის მოძიების სა-ფუძ--ვლით.
8. საჩივრის/განცხადების შესახებ ინფორმაციის მოსა-პო---ვებლად საგადასახადო ომბუდსმენი წერილობით მიმართავს იმ ორგანოს/ორგანოს სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვა-ნელს, რომლის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, მომჩივ-ნის/გან-ცხა-დების ავტორის აზრით, გადასახადის გადამხდელის უფლე-ბებს ლახავს.
9. ზეპირი განმარტების მისაღებად საგადასახადო ომ-ბუდ--სმენი ხვდება იმ ორგანოს/ორგანოს სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელს, რომლის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, მო-მ-ჩივნის/განცხადების ავტორის აზრით, გადასახადის გადამ-ხდე-ლის უფლებებს ლახავს.
10. გადასახადის გადამხდელის უფლებების დარღვევის ფაქტის გამოვლენის შემთხვევაში საგადასახადო ომბუდსმენი მი--მართავს შესაბამის ორგანოს და აძლევს რეკომენდაციას ამ უფ-ლებების აღდგენის ღონისძიებათა განხორციელების შესა-ხებ.
11. საგადასახადო ომბუდსმენის რეკომენდაცია უნდა მო-იცავდეს შემდეგ მონაცემებს:
ა) მომჩივნის/განცხადების ავტორის დასახელებასა და მის საიდენტიფიკაციო მონაცემებს;
ბ) საგადასახადო ორგანოს გასაჩივრებული გადაწყვეტი-ლე-ბის რეკვიზიტებს (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
გ) საჩივრის/განცხადების რეგისტრაციის თარიღს;
დ) დარღვეული უფლების აღწერას;
ე) ფაქტების აღწერას;
ვ) მომჩივნის/განცხადების ავტორის არგუმენტაციას;
ზ) სახელმწიფო ორგანო(ები)დან მოპოვებულ ინფორმა-ცი-ას;
თ) საგადასახადო ომბუდსმენის რეკომენდაციას დარღვე-ული უფლების აღდგენის საშუალებების შესახებ.
12. საჩივრის/განცხადების განხილვის შედეგების შესახებ ეცნობება მომჩივანს/განცხადების ავტორს.
13. საგადასახადო ომბუდსმენი ახორციელებს მონიტო-რინგს თავის მიერ გაგზავნილი რეკომენდაციის შესრულებაზე, რის-თვი-საც გამოითხოვს ინფორმაციას სათანადო სახელმწი-ფო ორგანოდან.
მუხლი 8. კანონმდებლობის ანალიზი
1. გადამხდელთა უფლებების დაცვის მიზნით საგადა-სახადო ომბუდსმენი აანალიზებს როგორც მოქმედ კანონმდებ-ლობას, ისე კანონპროექტებს.
2. საგადასახადო ომბუდსმენი უფლებამოსილია, მიიღოს რო-გორც წერილობითი, ისე ზეპირი განმარტება იმ სახელ-მწი-ფო ორგანოს წარმომადგენლისაგან, რომელიც ამზადებს კა-ნონ-პროექტს.
3. კანონმდებლობის სრულყოფის მიზნით საგადასა-ხადო ომბუდსმენი ქმნის სამუშაო ჯგუფებს, რომელშიც შესაძლოა ჩართული იყვნენ როგორც სახელმწიფო ორგანოს, ისე კერძო სექტორის წარმომადგენლები.
4. სახელმწიფო ორგანოები ვალდებულნი არიან, გამო-ყონ წარმომადგენლები სამუშაო ჯგუფში მონაწილეობის მისა-ღე-ბად.
5. ისეთი საკანონმდებლო ჩანაწერის ან კანონპროექტის ნორ-მის აღმოჩენისას, რომელმაც შესაძლოა შელახოს გადამ-ხდელის უფლება, საგადასახადო ომბუდსმენი წარუდგენს დას-კვნას სათანადო სახელმწიფო ორგანოს.
6. დასკვნა უნდა მოიცავდეს ნორმატიული აქტის/კანონ-პრო--ექტის დასახელებასა და იმ საფუძვლებს, რომლის გამოც სა-გადასახადო ომბუდსმენი თვლის, რომ ნორმატიული აქ-ტის/კა-ნონპროექტის არსებული რედაქცია არღვევს გადამხდე-ლის უფლებებს.
მუხლი 9. პრაქტიკის ანალიზი
1. საგადასახადო ომბუდსმენი უფლებამოსილია, მიიღოს ზე-პირი ან წერილობითი განმარტებები იმ ორგანოს წარმო-მადგენლისგან, რომლის ქმედებაც შესაძლოა ლახავდეს გადამ-ხდელთა უფლებებს.
2. პრაქტიკის ანალიზის დასაწყებად საგადასახადო ომ-ბუდ-სმენს უფლება აქვს, გამოიყენოს როგორც ინდივიდუ-ალუ-რი/ჯგუფური საჩივარი, ისე მასობრივი საინფორმაციო სა-შუ-ა-ლებებით გავრცელებული ინფორმაცია.
3. პრაქტიკაში არსებული ნაკლოვანებების აღმოფხვრის მიზნით საგადასახადო ომბუდსმენი წერილობითი რეკომენდა-ციით მიმართავს სათანადო სახელმწიფო ორგანოს.
4. პრაქტიკაში არსებული ნაკლოვანებების აღმოფხვრის მიზ--ნით საგადასახადო ომბუდსმენი უფლებამოსილია, შექმნას სამუშაო ჯგუფები, რომელშიც შესაძლოა ჩართული იყვნენ როგორც სახელმწიფო ორგანოს, ისე კერძო სექტორის წარ-მომადგენლები.
5. რეკომენდაცია უნდა მოიცავდეს შემდეგ მონაცემებს:
ა) ანალიზის დაწყების მიზეზს;
ბ) საგადასახადო ომბუდსმენის ან/და სამუშაო ჯგუფის მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს;
გ) მიზეზს, რომლის გამოც საგადასახადო ომბუდსმენი თვლის, რომ არსებულ პრაქტიკას ნაკლი აქვს და მოითხოვს დახვეწას.
6. სახელმწიფო ორგანოები ვალდებული არიან, გა-მოყონ წარმომადგენელი სამუშაო ჯგუფში მონაწილეობის მისაღებად.
მუხლი 10. საგანმანათლებლო საქმიანობა
გადამხდელთა უფლებების დარღვევის პრევენციის მიზნით საგადასახადო ომბუდსმენი ახორციელებს საგანმანათლებლო საქმიანობას, მათ შორის, სემინარების, სასწავლო ვიზიტებისა და ექსპერ-ტების მოწვევის საშუალებით.
მუხლი 11. საგადასახადო ომბუდსმენის საქმიანობის ანგარიში
1. საგადასახადო ომბუდსმენის მიერ განხორციელე-ბუ-ლი საქმიანობის შესახებ საგადასახადო ომბუდსმენი ამზა-დებს ყოველწლიურ ანგარიშს.
2. ანგარიში უნდა მოიცავდეს ინფორმაციას საგადა-სა-ხადო ომბუდსმენის მიერ გადამხდელთა უფლებების დაცვის მიზნით განხილული საჩივრებისა და განცხადებების, საგადა-სახადო კანონმდებლობასა და პრაქტიკაში გამოვლენილი ნაკ-ლოვა-ნებების, მომზადებული რეკომენდაციებისა და რეკომენ-დაციებზე სახელმწიფო ორგანოების რეაგირების, საგადა-სახადო სისტემაში გადამხდელთა უფლებების დაცვის ზოგადი ტენდენციებისა და განსახორციელებელი ღონისძიებების თაო-ბაზე.
3. საგადასახადო ომბუდსმენის ანგარიში წარედგინება სა-ქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტს.
მუხლი 12. გარდამავალი დებულებები
1. აპარატის ფუნქციონირებისათვის საჭირო ხარჯების და-ფი-ნანსების მიზნით საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ სა-გადასახადო ომბუდსმენის მიერ წარდგენილი წინადადე-ბების სა-ფუძველზე მოამზადოს შესაბამისი პროექტი საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან საქართველოს მთავრობის კანცელარიისათვის ასიგნებების გამოყოფის თაობაზე.
2. საქართველოს მთავრობის კანცელარიამ უზრუნველ-ყოს საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან გამოყოფილი ასიგნებებიდან აპარატის ფუნქციონირებისათვის საჭირო ხარ-ჯების დაფინანსება „საქართველოს 2011 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონში შესაბამისი ცვლი-ლების შეტანამდე.
3. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითა-რე-ბის სამინისტრომ კანონმდებლობით დადგენილი წესით გადასცეს აპა-რატს ფუნქციონირებისათვის საჭირო ქონება.
4. საგადასახადო ომბუდსმენმა ერთი თვის ვადაში უზრუნ-ველყოს აპარატის დებულების დამტკიცება და მისი ფუნ-ქცი-ონირებისათვის საჭირო სხვა შესაბამისი სამართლებრივი აქ-ტე-ბის მიღება.
მუხლი 13. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთა-ნა-ვე.
პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური

Comments