საქართველოს მთავრობის დადგენილება N 49 2011 წლის 26 იანვარი ქ. თბილისი ვირტუალური ზონის პირის სტატუსის მინიჭების წესისა და პირობების და ვირტუალური ზონის პირის სტატუსის მიმნიჭებელი პირის განსაზღვრის შესახებ


მუხლი 1. „საინფორმაციო ტექნოლოგიური ზონების შესა-ხებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი და მე-2 პუნ-ქ-ტებისა და მე-7 მუხლის საფუძველზე:
1. დამტკიცდეს თანდართული ვირტუალური ზონის პირის სტატუსის მინიჭების წესი და პირობები.
2. ვირტუალური ზონის პირის სტატუსის მიმნიჭებელ პი-რად განისაზღვროს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საფინანსო-ანალიტიკური სამსახური.
მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს 2011 წლის 1 თებერვ-ლი---დან.
პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური
დამტკიცებულია
საქართველოს მთავრობის
2011 წლის 26 იანვრის
N 49 დადგენილებით
ვირტუალური ზონის პირის სტატუსის მინიჭების
წესი და პირობები
მუხლი 1. ზოგადი დებულებები
ვირტუალური ზონის პირის სტატუსის მინიჭების წესი და პირობები განსაზღვრავს ვირტუალური ზონის პირის სტატუსის კანდიდატისათვის სტატუსის მინიჭების წესსა და პირობებს.
მუხლი 2. ტერმინთა განმარტება
დადგენილებაში გამოყენებულ ტერმინებს ამ დად-გენი-ლე-ბის მიზნებისათვის აქვს შემდეგი მნიშვნელობა:
ა) ვირტუალური ზონის პირი – იურიდიული პირი, რომე-ლიც ახორციელებს საინფორმაციო ტექნოლოგიურ საქმია-ნო-ბას და რომელსაც მინიჭებული აქვს შესაბამისი სტატუსი;
ბ) საინფორმაციო ტექნოლოგიები – კომპიუტერული სა-ინ-ფორ-მაციო სისტემების, კერძოდ, პროგრამული უზრუნველ-ყოფის პროდუქტებისა და კომპიუტერული მოწყობილობების შესწავლა, პროექტირება, შემუშავება, დანერგვა, მხარდაჭერა და მენეჯმენტი;
გ) ვირტუალური ზონის პირის სერტიფიკატი (შემდგომში – სერტიფიკატი) – ვირტუალური ზონის პირის სტატუსის და-მადასტურებელი ელექტრონული სერტიფიკატი, რომლითაც დას-ტურდება ვირტუალური ზონის პირის სტატუსი;
დ) ვირტუალური ზონის პირის სტატუსის კანდიდატი (შემდგომში – კანდიდატი) – იურიდიული პირი, რომელიც ახორციელებს საინფორმაციო ტექნოლოგიურ საქმიანობას და სტატუსის მოსაპოვებლად მიმართავს საჯარო სამართლის იუ-რიდიულ პირს – საფინანსო-ანალიტიკურ სამსახურს (შემდ-გომში _ საფინანსო-ანალიტიკური სამსახური).
მუხლი 3. სტატუსის მინიჭების წესი და პირობები
1. ვირტუალური ზონის პირის სტატუსის კანდიდატმა სტატუსის მისაღებად ელექტრონული ფორმით განცხადებით უნდა მიმართოს საფინანსო-ანალიტიკურ სამსახურს საქართ-ველოს ფინანსთა სამინისტროს ვებგვერდზე: www.mof.ge.
2. განცხადებას უნდა დაერთოს უკანასკნელი სამი წლის განმავლობაში საინფორმაციო-ტექნოლოგიური პროექტების ჩა-მონათვალი (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
3. საფინანსო-ანალიტიკური სამსახური უფლებამოსილია დამატებით მოითხოვოს ინფორმაცია კანდიდატის მიერ საინ-ფორმაციო-ტექნოლოგიურ საქმიანობასთან დაკავშირებით.
4. საინფორმაციო-ანალიტიკური სამსახური ვალდებულია უზრუნველყოს ამ მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად მი-ღე-ბული ინფორმაციის კონფიდენციალურობა.
მუხლი 4. სტატუსის მინიჭების ვადები
1. კანდიდატს სტატუსი ენიჭება განცხადების წარდგენიდან 48 საათის განმავლობაში. (22.02.2011 N 89)
2. სტატუსის მინიჭების შემდეგ 2 სამუშაო დღის გან-მავ-ლობაში საფინანსო-ანალიტიკური სამსახურის მიერ კანდი-დატს გადაეცემა სერტიფიკატი.
3. სტატუსი გაიცემა უვადოდ. (22.02.2011 N 89)
მუხლი 5. სტატუსის გაუქმება (22.02.2011 N 89)
1. ვირტუალური ზონის პირის სტატუსი უქმდება, თუ ვირტუა-ლური ზონის პირის მიერ მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად მი-ღებული სტატუსი გამოყენებულ იქნება გადასახადების გადახ-დი-საგან თავის არიდების მიზნით.
2. ვირტუალური ზონის პირის სტატუსის გაუქმების შესახებ გა-დაწყვეტილებას, შესაბამისი ორგანოს მიერ მიწოდებული ინ-ფორ-მაციის საფუძველზე, იღებს საფინანსო-ანალიტიკური სამსა-ხური.
Comments