საქართველოს მთავრობის დადგენილება №445 2012 წლის 9 ნოემბერი ქ. თბილისი „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 მარტის №96 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

le>
მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 მარტის №96 დადგენილებაში  (სსმ, 2010 წელი, მუხ­ლი 538) შეტანილ იქნეს ცვლილება და ამ დადგენილებით დამტკიცებული სსიპ – შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების:
1. 68-ე გრაფა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

„68

„თბილისის“ გაფორმების ეკო­ნო­მიკურ ზონაში (კონტეინერით შემოტანილ სატრანსპორტო საშუალებაში განთავსებული სა­ქონლის), „ბათუმის“ გაფორმე­ბის ეკონომიკურ ზონაში (ქ. ბა­თუმში,  ი.  გოგებაშვილის  ქ. №11-ში  მდებარე  გაფორმების ადგილზე),  „ფოთის“ გაფორ­მე­ბის ეკონომიკურ ზონაში, საბაჟო გამშვებ პუნქტ „ბათუმის პორ­ტში“ ან გაფორმების დეპარტა­მენტის ანალიზისა და მონიტო­რინგის სამმართველოს სარკინი­გზო ტრანსპორტით გადაადგი­ლებული საქონლის გაფორმების განყოფილებაში გამარტივე­ბუ­ლი საბაჟო დეკლარაციით გა­ცხა­დებული 3 000  ლარამდე საბაჟო ღირებულების  საქონლის  გაფორმება

 

ერთ საბაჟო დე­კ­ლა­რაციაზე – 20 ლარი“.

 

 

2. 83-ე გრაფა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„83

კონტეინერით/ავტოსატრანსპორტო საშუალებით შემო­ტანილი, საქართველოში არარეგისტრირებული ავტოსატ­რან­სპორტო საშუალების სა­ქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავ­ტო­მა­ტიზებულ ბაზაში რეგის­ტრაცია საბაჟო გამშვებ პუნქტ „ბათუმის პორტის“ ან საბაჟო გამშვებ პუნქტ „ფოთისა და ყულევის პორტებისა და ფო­თის თავისუფალი ინდუს­ტრი­ული ზონის“ ან გაფორმების  დეპარტამენტის  მიერ

 

50 ლარი“.

 

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2012 წლის 7 ნოემბრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.

პრემიერ-მინისტრიბიძინა ივანიშვილი
Comments