საქართველოს მთავრობის დადგენილება №415 2012 წლის 3 ოქტომბერი ქ. თბილისი „საქართველოში ლატარიის ორგანიზებასა და ჩატარებაზე უფლებამოსილი პირის გამოსავლენად ტენდერის ჩატარების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 6 აპრილის №70 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
 
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, „საქართველოში ლატარიის ორგანიზებასა და ჩატარებაზე უფლებამოსილი პირის გამოსავლენად ტენდერის ჩატარების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 6 აპრილის №70 დადგენილებაში (სსმ, 2009 წ., მუხ. 492) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული წესისა და პირობების მე-5 მუხლის:
1. 181 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„181. №3 კონვერტში თავსდება ინფორმაცია ლატარიის ჩატარებისას რეალიზებული ბილეთების ჯამური ღირებულებიდან სახელმწიფო ბიუჯეტში ყოველწლიურად გადასახდელი მაქსიმალური ოდენობის გადახდის შესახებ, რომელიც არ უნდა იყოს რეალიზებული ბილეთების ჯამური ღირებულების საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრულ პროცენტზე ნაკლები.“.
2. 181 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 182 პუნქტი:
„182. საქართველოს მთავრობა უფლებამოსილია დაადგინოს ტენდერში გამარჯვებული პირის მიერ ლატარიის ჩატარებისას რეალიზებული ბილეთების ჯამური ღირებულებიდან სახელმწიფო ბიუჯეტში ყოველწლიურად გადასახდელი დადგენილი ოდენობისაგან განსხვავებული პროცენტი.“.
3. 26-ე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„26. ტენდერში გამარჯვებული პირი ვალდებულია ამ მუხლის 181 ან 182 პუნქტით გათვალისწინებული საფასური მიმართოს კანონმდებლობით განსაზღვრული წესის შესაბამისად.“.
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიივანე მერაბიშვილი

Comments