საქართველოს მთავრობის დადგენილება №277 2011 წლის 12 ივლისი ქ. თბილისი სათამაშო აპარატების სალონის მოწყობის სანებართვო მოსაკრებლის წლიური განაკვეთების დადგენის თაობაზე

საქართველოს მთავრობის
დადგენილება
№277 2011 წლის 12 ივლისი ქ. თბილისი
სათამაშო აპარატების სალონის მოწყობის სანებართვო მოსაკრებლის წლიური განაკვეთების დადგენის თაობაზე
მუხლი 1. „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს 2011 წლის 24 ივნისის კანონის მე-2 მუხლის შესაბამისად დადგინდეს თან-დართული „სათამაშო აპარატების სალონის მოწყობის სანებართვო მოსაკ-რებლის წლიური განაკ-ვეთები“.
მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაო-ბაზე“ საქართველოს 2011 წლის 24 ივნისის კანონის ამოქმედების-თანავე.
პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური
საქართველოს მთავრობის
2011 წლის 12 ივლისის
# 277 დადგენილების
დანართი
სათამაშო აპარატების სალონის მოწყობის სანებართვო მოსაკრებლის წლიური განაკვეთები
სათამაშო აპარატების სალონის მოწყობის სანებართვო მოსაკრებლის წლიური განაკვეთებია:
ა) ქალაქ თბილისში სამორინეს მოწყობის ნებართვის მფლობელი პირის მიერ სამორინეში სათამაშო აპარატების სალონის მოწყობისათვის – 100 000 ლარი;
ბ) ქალაქი თბილისის ტერიტორიაზე (გარდა ამ დანართის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა) – 1 000 000 ლარი;
გ) თვითმმართველი ქალაქი ბათუმის ტერიტორიაზე – 200 000 ლარი;
დ) თვითმმართველი ქალაქი ქუთაისის ტერიტორიაზე – 200 000 ლარი;
ე) თვითმმართველი ქალაქი რუსთავის ტერიტორიაზე – 200 000 ლარი;
ვ) თვითმმართველი ქალაქი ფოთის ტერიტორიაზე – 100 000 ლარი;
ზ) თელავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე – 100 000 ლარი;
თ) გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე – 100 000 ლარი;
ი) მარნეულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე – 100 000 ლარი;
კ) ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე – 100 000 ლარი;
ლ) ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე – 100 000 ლარი;
მ) ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე – 100 000 ლარი;
ნ) ხაშურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე – 100 000 ლარი;
ო) ქობულეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე – 100 000 ლარი;
პ) ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე – 100 000 ლარი;
ჟ) სენაკის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე – 100 000 ლარი;
რ) სხვა მუნიციპალიტეტების ტერიტორიებზე – 50 000 ლარი.
Comments