საქართველოს მთავრობის დადგენილება №344 2012 წლის 29 აგვისტო ქ. თბილისი „შეზღუდულად ბრუნვადი მასალების წარმოების, ტრანსპორტირების, იმპორტის, ექსპორტის, რეექსპორტის ან ტრანზიტის ნებართვის გაცემის წესის შესახებ დებულებისა და შეზღუდულად ბრუნვადი მასალების სიის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 სექტემბრის №184 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე‑20 მუხლის მე‑4 პუნქტისა და 25‑ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად , „შეზღუდულად ბრუნვადი მასალების წარმოების, ტრანსპორტირების, იმპორტის, ექსპორტის, რეექსპორტის ან ტრანზიტის ნებართვის გაცემის წესის შესახებ დებულებისა და შეზღუდულად ბრუნვადი მასალების სიის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 სექტემბრის №184 დადგენილებაში (სსმ, 2006 წელი, მუხლი 1854) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „3. დადგენილების ამოქმედება შეჩერდეს 201 3 წლის 1 მაისამდე.“.

2. დადგენილებას დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 პუნქტი :

„4. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ, საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტრომ და საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრომ ამ დადგენილების მიღებიდან ექვსი თვის ვადაში შეზღუდულად ბრუნვადი მასალების წარმოების, ტრანსპორტირების, იმპორტის, ექსპორტის, რეექსპორტის ან ტრანზიტის ნებართვის გაცემის წესთან დაკავშირებით ერთობლივად შეიმუშაონ და საქართველოს მთავრობას წარმო უდგინონ დადგენილების პროექტი „შეზღუდულად ბრუნვადი მასალების წარმოების, ტრანსპორტირების, იმპორტის, ექსპორტის, რეექსპორტის ან ტრანზიტის ნებართვის გაცემის წესის შესახებ დებულებისა და შეზღუდულად ბრუნვადი მასალების სიის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 სექტემბრის №184 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ.“.

3. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „შეზღუდულად ბრუნვადი მასალების წარმოების, ტრანსპორტირების, იმპორტის, ექსპორტის, რეექსპორტის ან ტრანზიტის ნებართვის გაცემის წესის შესახებ დებულებისა და შეზღუდულად ბრუნვადი მასალების სიის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 სექტემბრის №184 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 24 იანვრის №27 დადგენილება.

მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

  პრემიერ-მინისტრი . მერაბიშვილი

Comments