საქართველოს მთავრობის დადგენილება №302 2012 წლის 26 ივლისი ქ. თბილისი „სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში ადამიანური რესურსების მართვის ავტომატიზებული სისტემის მინიმალური სტანდარტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 20 თებერვლის №57 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანო­ნის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „სახაზინო (საბიუჯეტო) დაწე ­სებულე ­ბებში ადამიანური რესურსების მართვის ავტომატიზებუ­ლი სის ­ტემის მინიმალური სტანდარტის დამტკიცების შესახებ“ საქარ­თველოს მთავრობის 2012 წლის 20 თებერვლის №57 დადგენილებაში (www. matsne.gov.ge, 23/02/2012, 300160000.10.003.016730) შეტანილ იქ­ნეს ცვლი ­ლება :
1. მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 2. 2012 წლის 1 აპრილიდან ადამიანური რესურსების მა­რ­თვის ავტომატიზებული სისტემის სტანდარტის შესაბამისი პროგრა­მის მიღება შესაძლებელია მხოლოდ საქართველოს იუსტიციის სამი­ნის­ტროს სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსა და საქართვე ­ლოს ფინანსთა სამინისტროს სსიპ – საფინანსო ანალი­ტი­კური სამსახუ ­რისაგან.“.
2. დადგენილებით დამტკიცებულ „სახაზინო (საბიუჯეტო) და­წე ­­სებუ ­ლე ­ბებში ადამიანური რესურსების მართვის ავტომატიზებუ­ლი სის ­ტემის მინიმალურ სტანდარტში“ სიტყვები: „სამოქალაქო რეესტრის მო­ნა­ცემთა ბა ­ზას ­თან“ შეიცვალოს სიტყვებით: „სახელმწიფო სერვისების გან­ვითარების სა ­აგენტოს მონაცემთა ბაზასთან“, ხოლო სიტყვები: „სამო­ქალაქო რეესტრის მო ნაცემთა ბაზაში“ შეიცვალოს სიტყვებით: „სახელ­მწიფო სერვისების განვი ­თარების სააგენტოს მონაცემთა ბაზაში“.           
მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ-მინისტრი            ი . მერაბიშვილი
Comments