საქართველოს მთავრობის დადგენილება №266 2012 წლის 18 ივლ ისი ქ. თბილისი „საქონლის წარმოშობის ქვეყნის განსაზღვრის კრიტერიუმების, წარმოშობის დამადასტურებელი სერტიფიკატის ფორმის, მისი შევსებისა და გაცემის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 29 დეკემბრის №420 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საქონლის წარმოშობის ქვეყნის განსაზღვრის კრიტერიუმების, წარმოშობის დამადასტურებელი სერტიფიკატის ფორმის, მისი შევსებისა და გაცემის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 29 დეკემბრის №420 დადგენილებაში (სსმ, 172, 31/ 12/ 2010) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „საქონლის წარმოშობის ქვეყნის განსაზღვრის კრიტერიუმების, წარმოშობის დამადასტურებელი სერტიფიკატის ფორმის, მისი შევსებისა და გაცემის წესის“ (დანართი № 1) :
1. პირველი მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. საქონლის წარმოშობის ქვეყანა განისაზღვრება საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის შემოტანისას ან/და საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან საქონლის გატანისას სავაჭრო პოლიტიკის ღონისძიებების გატარების მიზნით.
შენიშვნა: საქონლის წარმოშობის ქვეყნის განსაზღვრა საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის შემოტანისას ნიშნავს, რომ წარმოშობის ქვეყნის დადგენა ხორციელდება საქონლის პირველივე სასაქონლო ოპერაციაში მოქცევის დროს. იმ შემთხვევაში, თუ ამ მომენტისათვის წარდგენილი დოკუმენტებით დასტურდება საქონლის პრეფერენციული წარმოშობა, საქონელი ექცევა თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმში. საქონლის ახალ სასაქონლო ოპერაციაში მოქცევისას წარმოშობის ქვეყნის განმეორებით დადგენა არ ხდება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა აღნიშნულის თაობაზე დეკლარანტი თხოვნით მიმართავს საგადასახადო ორგანოს და წარადგენს დამატებით დოკუმენტებს.“.
2. მე-2 მუხლი ს:
ა) მე-3 −51 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ 3. საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის შემოტანისას საქონლის წარმოშობის ქვეყნის დადასტურება ხდება ექსპორტიორი ქვეყნის უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული წარმოშობის სერტიფიკატით, ხოლო გატანისას – საქართველოს უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული წარმოშობის სერტიფიკატით, თუ კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
4. საქონლის რეექსპორტის დროს საქონლის წარმოშობის ქვეყნის განსაზღვრა ხდება საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე მისი შემოტანისას თანმხლები, ექსპორტიორი ქვეყნის მიერ გაცემული წარმოშობის სერტიფიკატის საფუძველზე, ხოლო სერტიფიკატის არქონის შემთხვევაში − საქართველოდან საქონლის ექსპორტის დროს წარმოშობის ქვეყნის განსაზღვრის კრიტერიუმების შესაბამისად.
5. საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან საქონლის გატანის დროს წარმოშობის სერტიფიკატები გაიცემა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს უფლებამოსილი ორგანოს ან საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის ან საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის ან საქართველოს ავტონომიურ რესპუბლიკებში საქართველოს ფინანსთა სამინისტროს და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ განსაზღვრული უფლებამოსილი ორგანოების მიერ. ყურძნისეული წარმოშობის პროდუქტების ექსპორტირებისას წარმოშობის სერტიფიკატს გასცემს საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ღვინის ეროვნული სააგენტო საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ განსაზღვრული წესით.
51 . თუ წარმოშობის სერტიფიკატი გაიცემა საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის მიერ, სერტიფიკატის გაცემისათვის განაცხადი და ყველა საჭირო დოკუმენტაცია შეიძლება წარდგენილ იქნეს ელექტრონული ფორმით. წარმოშობის სერტიფიკატის აღება შესაძლებელი უნდა იყოს ნებისმიერ საბაჟო გამშვებ პუნქტში ექსპორტიორის წინასწარი მითითების საფუძველზე. “;
ბ) მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ 8. საქონლის შეღავათიანი (პრეფერენციული) წარმოშობის სერტიფიკატი − ფორმა „ A“ გაიცემა საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან განსაზღვრული საქონლის განსაზღვრულ ქვეყნებში („ პრეფერენციების გენერალიზებული სისტემის“ მომნიჭებელ ქვეყნებში) ექსპორტის დროს. წარმოშობის ქვეყნის განსაზღვრის კრიტერიუმები და სერტიფიკატის გაცემისა და შევსების წესები განისაზღვრება პრეფერენციის მომნიჭებელი ქვეყნის დირექტივებით.“.
3. მე-3 მუხლის :
ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ 1. საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის შემოტანისას ან/და საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან საქონლის გატანისას, თუ ამ საქონელს არ ახლავს წარმოშობის დამადასტურებელი სერტიფიკატი, ხორციელდება საქონლის წარმოშობის დეკლარირება.“;
ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ 3. საქონლის თანმხლებ დოკუმენტებთან ერთად, საქონლის წარმოშობის დეკლარირების მიზნებისათვის, პირის მიერ შესაძლებელია წარდგენილ იქნეს: საქონლის დამამზადებლის ან გამყიდველის მიერ საქონელთან დაკავშირებით გაცემული დოკუმენტები, ექსპორტიორი ან/და სატრანზიტო ქვეყნის საბაჟო დეკლარაცია, ექსპორტიორის წერილობითი განაცხადი (დეკლარაცია) ან სხვა დოკუმენტები, რომლებიც შეიცავს მონაცემებს წარმოშობის ქვეყნის შესახებ და თან ახლავს საქონელს ან მიღებულია ფოსტით, ფაქსით ან ელექტრონული ფოსტით.“.
4. მე-4 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ 1. საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის შემოტანისას ან/და საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან საქონლის გატანისას, თუ ამ საქონელს არ ახლავს წარმოშობის სერტიფიკატი, საქონლის წარმოშობის დადგენა შესაძლებელია „ წარმოშობის ქვეყნის განსაზღვრის შესახებ წინასწარი გადაწყვეტილებით“ (შემდგომში − წინასწარი გადაწყვეტილება).
2 . წინასწარ გადაწყვეტილებას სავალდებულო იურიდიული ძალა აქვს ყველა საგადასახადო ორგანოსათვის მხოლოდ გადაწყვეტილებაში მოცემული საქონლის წარმოშობის ქვეყნის განსაზღვრის საკითხთან მიმართებით , თუ ასეთი გადაწყვეტილება მიღებულია ( გამოცემულია ) აღნიშნულ საქონელზე საბაჟო დეკლარაციის წარდგენამდე და დეკლარირებული საქონლის ფაქტობრივი მონაცემები და ინფორმაცია სრულად შეესაბამება იმ ინფორმაციას , რომლის საფუძველზედაც იქნა მიღებული გადაწყვეტილება . “.
5. მე-8 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ 3. იმ შემთხვევებში, როდესაც წარმოშობის ქვეყნის განსაზღვრის კრიტერიუმი გამოიხატება ადვალური  (ღირებულებითი) წილის წესით, ღირებულებები, რომელთა გათვალისწინება ხდება, უნდა იყოს შემდეგი:
ა) შემოტანილი მასალებისათვის – მათი საბაჟო ღირებულება შემოტანისას;
ბ)  მზა საქონლისათვის – ფასი ფრანკოქარხნის ან ექსპორტის საბაჟო ღირებულების მიხედვით.“.
მუხლი 2.  დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე .
პრემიერ-მინისტრი              ი . მერაბიშვილი
Comments