საქართველოს მთავრობის დადგენილება №264 2012 წლის 18 ივლ ისი ქ. თბილისი „თავისუფალი ინდუსტრიული ზონის შექმნის, მოწყობისა და ფ უნქციონირების წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 3 ივნისის №131 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1.   „ნორმატიული აქტების შესახებ“  საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „ თავისუფალი ინდუსტრიული ზონის შექმნის, მოწყობისა და ფუნქციონირების წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 3 ივნისის №131 დადგე­ნილებაში (სსმ, 2008  წელი, მუხლი 881) შეტანილ იქნეს ცვლილება და ამ დადგენილებით დამტკიცებული წესების:
1. მე-3 მუხლის მე-6 პუნქტის „თ.ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემ ­დეგი რედაქციით:
„ თ.ბ) ორგანიზატორის მიერ წარდგენილი ინფორმაციის საფუძ­ველზე, სსიპ – შემოსავლების სამსახურის მიერ გაცემული მითითების შე­სა­ბამისად, თიზის შესასვლელსა და გასასვლელში განთავსებული საბაჟო გამშვები პუნქტის მოწყობის სიტუაციური გეგმა (ნახაზი), რომელშიც, აგრეთვე, სავალდებულოა აისახოს საბაჟო გამშვებ პუნქტში საგადასახადო ორგანოს მიერ სახელმწიფო სანიტარიულ-საკარანტინო, სახელმწიფო ვე­ტე­რინარული სასაზღვრო-საკარანტინო, სახელმწიფო ფიტოსანიტარი­ უ­ ლი სასაზღვრო-საკარანტინო, საქართველოს საგადასახადო კოდექსით გა­ თ­ ვა­ლისწინებული საბაჟო კონტროლისა და კანონმდებლობით გათვალის­ წი­­ ნებული სხვა სახის სახელმწიფო კონტროლის განსახორციელებლად საჭი­ რო ინფრასტრუქტურა და სპეციალური ტექნიკა-დანადგარების გან­თავ­სების სიტუაციური გეგმა;“.
2. მე-4 მუხლის:
ა) მე-5 პუნქტი ამოღებულ იქნეს;
ბ) მე-6 და მე-7 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„6. იმ შემთხვევაში, თუ ორგანიზატორს სურს თიზში საბაჟო საწყო­ბის მოწყობა, იგი უნდა აკმაყოფილებდეს „საბაჟო საწყობისა და თავი­სუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის ნებართვებ ის გაცემის წესების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის დადგენილებით საბაჟო საწყობის საქმიანობისათვის განსაზღვრულ მო­თხოვნებს.
7. თიზში საქონლის შენახვისა და საბაჟო კონტროლის წესი განი­საზღვრება „თავისუფალი ზონის შექმნისათვის წარსადგენი გარანტიის ოდე­ნობის, თავისუფალი ზონის შექმნის პირობებისა და საქონლის შენახ­ვის წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის დადგენილებით.“.
მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ-მინისტრი                              ი . მერაბიშვილი
Comments