საქართველოს მთავრობის დადგენილება №249 2012 წლის 10 ივლ ისი ქ. თბილისი „სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით მოქმედი საწარმოების წმინდა მოგების განაწილებისა და გამოყენების შესახებ წინადადებების განხილვისა და გადაწყვეტილების მიმღები კომისიის შემადგენლობისა და საქმიანობის წესის განსაზღვრის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 12 აპრილის №174 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „სახელმწიფოს წილობრივი მონაწი­ლე­ო­ბით მოქმედი საწარმოების წმინდა მოგების განაწილებისა და გამოყენების შესახებ წინადადებების განხილვისა და გადაწყვეტილების მიმღები კომისი­ის შემადგენლობისა და საქმიანობის წესის განსაზღვრის თაობაზე“ საქარ­თვე­ლოს მთავრობის 2011 წლის 12 აპრილის №174 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 15/04/2011, 240140000.10.003.016334 ) შეტანილ იქნეს ცვლილება და პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 1. საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან შექმნი­ლი სა­ხელ­მწიფოს წილობრივი მონაწილეობით მოქმედი საწარმო­ების წმინდა მო­გების განა­წილებისა და გამოყენების შესახებ წინადადებების განხილვისა და გადაწყვეტილების მიმღები კომი­სია განისაზღვროს შემდეგი შემადგენ­ლო­ბით:

საქართველოს ფინანსთა მინისტრი კომისიის თავმჯდომარე

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრა­დი განვითარების მინისტრი კომისიის წევრი

საქართველოს ენერგეტიკისა და ბუ­ ნე­­­ რივი რესურსების მინისტრი კომისიის წევრი

საქართველოს ფინანსთა მინისტრის პირ­­ ველი მოადგილე კომისიის წევრი

საქართველოს რეგიონული განვი­თა­ რე­ ბისა და ინფრასტრუქ­ტურის მინის­ ტრის პირველი მოადგილე კომისიის წევრი

სსიპ საწარმოთა მართვის სააგენტოს თავმჯდომარე კომისიის წევრი

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ფისკალური პროგ­ნოზირების დეპარ­ ტა­ მენ­ ტის უფროსი კომისიის წევრი

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს იურიდიული დეპარ­ტამენტის უფრო­ სი კომისიის წევრი.“.

მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი . მერაბიშვილი

Comments