საქართველოს მთავრობის დადგენილება №231 2012 წლის 28 ივნისი ქ. თბილისი საქართველოს ტერიტორიაზე არსებულ სასოფლო‑სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების რეგისტრაციასა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფასთან დაკავშირებული ცალკეული საკითხის მოწესრიგების შესახებ

მუხლი 1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის, „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსი­ლ­ე­ბ­ისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე‑6 მუხ­ლ­ი­სა და საქართველოს მთავრობის 2011 წლის 29 დეკემბრის №509 და­დ­გე­ნი­ლე­ბით დამტკიცებული დანართის მე‑6 მუხლის „უ“ ქვეპუნქტის შე­სა­ბამისად, სასოფლო‑სამეურ­ნეო და­ნ­იშნულების მიწის ნაკვეთებზე სა­კ­უ­­თ­­რების უფლების რეგისტ­რა­ც­ი­ასა და საკადასტრო ინფორმაციის სრუ­ლ­­­ყო­­ფასთან დაკავშირებული ცა­­ლ­კეული საკითხი მოწესრიგდეს შე­მ­დე­გ­ნ­აირად:
1. სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ გაწეული მო­მსახურების საფასურის გადახდის გარეშე განხორციელდეს სასოფლო-სა­მეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე საკუთ­რე­ბის უფლების ან მა­ს­ში ცვლილების რეგისტრაცია, თუ სარეგისტრაციო მიწის ნაკვეთზე არ არსებობს „საჯარო რეესტრის შე­სახებ“ ინსტრუქციის შესაბამისად და­ზ­უს­ტებული საკადასტრო მონა­ცე­მი.
2. დაევალოს სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, უზ­რუნ­ველყოს სისტემური რეგისტრაციების საფუძვლად არსებული სა­კა­დას­ტრო ინფორმაციების კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებთან შე­საბამისობაში მოყვანა. ამ უფლებამოსილების შესასრულებლად სსიპ – სა­ჯა­რო რეესტრის ეროვნული სააგენტო უფლებამოსილია დადოს ხელ­შეკ­­რუ­ლ­ებები ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან.
3. საკადასტრო ინფორმაციების კანონმდებლობით დადგენილ მო­თ­ხოვნებთან შესაბამისობაში მოყვანის საერთო ღირებულება (კა­ნონ­მდე­ბ­ლობით დადგენილი გადასახადების ჩათვლით) დადგინდეს არა უმ­ე­ტ­ეს 3 (სამი) ლარის ოდენობით ერთეულ მიწის ნაკვეთზე, რომელიც გადა­ხ­დ­ილი უნდა იყოს სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ.
4. ამ მუხლით განსაზღვრული წესი არ გავრცელდება იმ სასოფ­ლო‑სა­მეურნეო დანიშნულების მიწის რეგისტრაციაზე, რომელიც მდება­რ­ე­ობს თვითმმართველი ქალაქის ადმინისტრაციულ საზღვრებში ან სა­რ­ე­კ­რ­ე­აც­იო ტერიტორიაზე.
მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ‑მინისტრი           ნ. გილაური

Comments