საქართველოს მთავრობის დადგენილება №227 2012 წლის 25 ივნისი ქ. თბილისი „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 მარტის №96 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 მარტის №96 დადგენილებაში (სსმ, 2010 წელი , მუხლი 538) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. დადგენილების:

ა) 14 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2 . ოქროს სიის მონაწილე პირისათვის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებასა და გაფორმებასთან დაკავშირებული, ამ დადგენილებით განსაზღვრული მომსახურების გაწევისას მომსახურების საფასური გადახდილ უნდა იქნეს საქართველოს ფინანსთა მინისტრის შესაბამისი ბრძანებით დადგენილი „ ოქროს სიის მონაწილე პირის მიერ იმპორტის გადასახდელების გადახდის ვადაში.“;

ბ) 15 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 15

თუ პირის მიერ მოთხოვნილია საფოსტო გზავნილის ან/და საფოსტო გზავნილით გადაადგილებული აქციზური საქონლის გაფორმება და მიმღების მიერ დასახელებულ ადგილზე მიტანა , იგი უფლებამოსილია , მომსახურების საფასური გადაიხადოს გამარტივებული საბაჟო დეკლარაციის რეგისტრაციიდან 30 კალენდარული დღის განმავლობაში. ;

გ) 17 მუხლის:

გ.ა) „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

ზ) საქონლის ექსპორტი, რეექსპორტი ( სსიპ – შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების 86-ე გრაფით გათვალისწინებული მომსახურების გარდა) და საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიის გარეთ გადამუშავება.

შენიშვნა: მომსახურების გაწევისათვის დადგენილი საფასურის გადახდისაგან გათავისუფლებულია ავტოსატრანსპორტო საშუალების დროებითი შემოტანის სასაქონლო ოპერაციის შემდეგ რეექსპორტი;“;

გ.ბ) „კ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„კ ) სახმელეთო საზღვარზე განთავსებულ საბაჟო გამშვებ პუნქტში ფიზიკური პირის მიერ საბაჟო დეკლარაციით იმპორტის სასაქონლო ოპერაციაში გაცხადებული 3 000 ლარამდე საბაჟო ღირებულების საქონლის გაფორმება;“;

დ) 110 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) ქ. ბათუმში, ი. გოგებაშვილის ქ. №11-ში მდებარე გაფორმების ადგილზე „ბათუმის“ გაფორმების ეკონომიკური ზონის მიერ გამარტივებული საბაჟო დეკლარაციის ან კონტეინერით შემოტანილ სატრანსპორტო საშუალებაში განთავსებული საქონლის გაფორმების მიზნით საბაჟო დეკლარაციის შევსებისა;

გ) ს აქონლის სპეციალური სატვირთო საბაჟო დეკლარაციით დეკლარირების შემთხვევისა.“;

) 112 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 112

1. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების“ მე-2 გრაფით გათვალისწინებული მომსახურების საფასური გადახდილი უნდა იქნეს პირადი საგადასახადო მრჩევლის ხელშეკრულების დადებიდან 5 დღის ვადაში , გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა .

2. პირი უფლებამოსილია „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების“ მე-2 გრაფით გათვალისწინებული მომსახურების საფასური გადაიხადოს ორ ნაწილად : პირველი ნახევარი პირადი საგადასახადო მრჩევლის ხელშეკრულების დადებიდან 5 დღის ვადაში, ხოლო მეორე ნახევარი ხელშეკრულების დადებიდან 6 თვის ვადაში.

3. პირადი საგადასახადო მრჩევლის ხელშეკრულების მოქმედების ვადის გასვლამდე პირის მიერ მომდევნო წლის მომსახურების საფასურის გადახდის შემთხვევაში, აღნიშნული ხელშეკრულების მოქმედების ვადა გაგრძელდება დამატებით ერთი წლით.

4. თუ პირმა პირადი საგადასახადო აგენტის მომსახურებით სარგებლობა დაიწყო 2012 წლის 1 იანვრამდე, იგი უფლებამოსილია აღნიშნული მომსახურებით სარგებლობის 6-თვიანი ვადის განმავლობაში მიმართოს საგადასახადო ორგანოს „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების“ მე-2 გრაფით გათვალისწინებული პირობებით პირადი საგადასახადო მრჩევლის მომსახურებით სარგებლობის მოთხოვნით.

5. ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, პირი უფლებამოსილია საფასურის ანგარიშში ჩაითვალოს 2012 წლის 1 იანვრამდე დაწყებული მომსახურებით სარგებლობისათვის გადახდილი საფასურის თანხა, დარჩენილი პერიოდის (მიუღებელი მომსახურების) პროპორციულად.“.

2. დადგენილებით დამტკიცებული „სსიპ – შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების“:

ა) მე-2 გრაფა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

„2

პირადი საგადასახადო მრჩევლის მომსახურება

 

1 წელი

 

 

 

 

 

 

მსხვილი გადამხდელის სტატუსის მქონე პირებისათვის ან/და

3 000 000 ლარზე მეტი წლიური ბრუნვის მქონე პირისათვის

– 3 000 ლარი;

 

1 000 000 ლარიდან 3 000 000 ლარამდე წლიური ბრუნვის მქონე პირებისათვის

– 2 000 ლარი;

 

სხვა პირებისათვის – 1 000 ლარი.

 

შენიშვნა: საფასურის ოდენობის განსაზღვრის მიზნებისათვის მხედველობაში მიიღება პირის მიერ საგადასახადო ორგანოში წარდგენილი ბოლო წლიური საგადასახადო დეკლარაციის მონაცემები“ ;

 

ბ) მე-13 გრაფა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

13

საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის (სეს ესნ) 8701, 8702, 8703, 8704, 8705 და 8711 (რომლის ძრავ ს მუშა მოცულობა 50 სმ3-ზე მეტია) და 8716 (მისაბმელები და ნახევარმისაბმელები) სასაქონლო პოზიციებით გათვალისწინებული მექანიკური სატრანსპორტო საშუალების გაფორმების მიზნით საბაჟო დეკლარაციის წარდგენის ვადის გაგრძელება საბაჟო საწყობში დროებით დასაწყობების გარეშე

 

არა უმეტეს 5 კალენდარული დღის ვადით – ყოველ კალენდარულ დღეზე 20 ლარი;

 

5 კალენდარულ დღეზე მეტი ვადით – 100 ლარს + ყოველ კალენდარულ დღეზე 10 ლარი “;

 

გ) 51-ე გრაფა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

51

დროებითი შენახვის განაცხადის ელექტრონული დეკლარირებისათვის საბაჟო საწყობ ს, საწარმოს ან ფიზიკური პირის დაშვება საბაჟო მონაცემთა ავტომატიზებულ სისტემაში

20 სამუშაო დღე

3 სამუშაო დღე

1 სამუშაო დღე

უფასო

50 ლარი

100 ლარი “;

 

დ) 54-ე გრაფა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

54

საქონლის გაფორმება (გარდა მე-12, 66-ე, 68-ე, 75-ე, 82-ე, 821, 822,

86-ე და 87-ე გრაფებით გათვალისწინებული შემთხვევებისა)

 

3 000 ლარამდე საბაჟო ღირებულების საქონელზე – ერთ საბაჟო დეკლარაციაზე 150 ლარი;

 

3 000-დან 15 000 ლარამდე საბაჟო ღირებულების საქონელზე – ერთ საბაჟო დეკლარაციაზე 300 ლარი;

15 000 ლარის ზევით საბაჟო ღირებულების საქონელზე – ერთ საბაჟო დეკლარაციაზე 400 ლარი “;

 

ე) 61-ე−64-ე გრაფები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

61

გადასახადის გადამხდელის მოთხოვნით თავის მიერ წარდგენილი მოძრავი ქონების (გარდა 62-ე და 63-ე გრაფებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) (საქონლის) საბაზრო (საცალო, საბითუმო) ან/და საბაჟო ღირებულების განსაზღვრა

 

 

1 სახეობის ობიექტი

100 ლარამდე – 10 ლარი,

100-დან 10 000 ლარამდე – 25 ლარი,

10 000 ლარის ზევით – 150 ლარი

62

გადასახადის გადამხდელის მოთხოვნით, მექანიკური სატრანსპორტო საშუალების (3500 კგ‑ ის ჩათვლით) ან/და მისაბმელის (3500 კგ ‑ის ჩათვლით) საბაზრო ან/და საბაჟო ღირებულების განსაზღვრა ან/და ტექნიკური მახასიათებლების დადგენა

 

1 მექანიკური სატრანსპორტო საშუალება/მისაბმელი – 40 ლარი

63

გადასახადის გადამხდელის მოთხოვნით მექანიკური სატრანსპორტო საშუალების (3500 კგ-ზე მეტი) ან/და მისაბმელის (3500 კგ-ზე მეტი) საბაზრო ან/და საბაჟო ღირებულების განსაზღვრა ან/და ტექნიკური მახასიათებლების დადგენა

 

1 მექანიკური სატრანსპორტო საშუალება/მისაბმელი – 80 ლარი

64

გადასახადის გადამხდელის მოთხოვნით შერეული საქონლის საბაჟო ღირებულების დადგენა

 

5 000 ლარამდე – ღირებულების 3%, მაგრამ არანაკლებ 30 ლარისა,

5 000-დან 100 000 ლარამდე – 150 + 5 000 ლარის ზევით თანხის 2%,

100 000-დან 1 000 000 ლარამდე – 2 050 + 100 000 ლარის ზევით თანხის 1%,

1 000 000 ლარის ზევით თანხის 0,8% “;

 

ვ) 66-ე გრაფ ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

66

საჰაერო ტრანსპორტით შემოტანილი საქონლის გაფორმება (გარდა 87-ე გრაფით გათვალისწინებული შემთხვევისა)

 

3 000 ლარამდე საბაჟო ღირებულების საქონელზე – ერთ საბაჟო დეკლარაციაზე 150 ლარი;

 

3 000-დან 15 000 ლარამდე საბაჟო ღირებულების საქონელზე – ერთ საბაჟო დეკლარაციაზე 300 ლარი;

 

15 000 ლარის ზევით საბაჟო ღირებულების საქონელზე – ერთ საბაჟო დეკლარაციაზე 400 ლარი “;

 

ზ) 68-ე გრაფ ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„68

„ბათუმის“ გაფორმების ეკონომიკურ ზონაში (ქ. ბათუმში, ი. გოგებაშვილის ქ. №11-ში მდებარე გაფორმების ადგილზე), „ფოთის“ გაფორმების ეკონომიკურ ზონაში ან საბაჟო გამშვებ პუნქტ „ბათუმის პორტში“, ან გაფორმების დეპარტამენტის ანალიზისა და მონიტორინგის სამმართველოს სარკინიგზო ტრანსპორტით გადაადგილებული საქონლის გაფორმების განყოფილებაში გამარტივებული საბაჟო დეკლარაციით გაცხადებული 3 000 ლარამდე საბაჟო ღირებულების საქონლის გაფორმება

 

ერთ საბაჟო დეკლარაციაზე – 20 ლარი“;

 

 

თ) 75-ე გრაფ ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„75

ავტოსატრანსპორტო საშუალების საბაჟო დეკლარაციით დეკლარირებული ავტოსატრანსპორტო საშუალების გაფორმება (ექსპორტისა და რეექსპორტის გარდა)

 

ერთ საბაჟო დეკლარაციაზე – 150 ლარი“;

 

ი) 82-ე−83-ე გრაფები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

82

საქონლის საქართველოს საბაჟო საზღვრის გადმოკვეთამდე პირის მიერ ASYCUDA -ს მეშვეობით რეგისტრირებული , საბაჟო დეკლარაციით გაცხადებული საქონლის გაფორმება (გარდა მე-12,

68-ე და 75-ე გრაფებით გათვალისწინებული შემთხვევებისა)

 

 

 

3 000 ლარამდე საბაჟო ღირებულების საქონელზე – ერთ საბაჟო დეკლარაციაზე 100 ლარი;

 

3 000-დან 15 000 ლარამდე საბაჟო ღირებულების საქონელზე – ერთ საბაჟო დეკლარაციაზე 200 ლარი;

 

15 000 ლარის ზევით საბაჟო ღირებულების საქონელზე – ერთ საბაჟო დეკლარაციაზე 300 ლარი

821

საქონლის საქართველოს საბაჟო საზღვრის გადმოკვეთამდე პირის მიერ ელექტრონულად წარდგენილი დოკუმენტების საფუძველზე საბაჟო დეკლარაციის შევსება და საქონლის გაფორმება (გარდა მე-12, 68-ე და 75-ე გრაფებით გათვალისწინებული შემთხვევებისა)

 

3 000 ლარამდე საბაჟო ღირებულების საქონელზე – ერთ საბაჟო დეკლარაციაზე 150 ლარი;

 

3 000-დან 15 000 ლარამდე საბაჟო ღირებულების საქონელზე – ერთ საბაჟო დეკლარაციაზე 300 ლარი;

 

15 000 ლარის ზევით საბაჟო ღირებულების საქონელზე – ერთ საბაჟო დეკლარაციაზე 400 ლარი

822

საქონლის საქართველოს საბაჟო საზღვრის გადმოკვეთამდე პირის მიერ მატერიალური ფორმით წარდგენილი დოკუმენტების საფუძველზე საბაჟო დეკლარაციის შევსება და საქონლის გაფორმება (გარდა მე-12, 68-ე და 75-ე გრაფებით გათვალისწინებული შემთხვევებისა)

 

3 000 ლარამდე საბაჟო ღირებულების საქონელზე – ერთ საბაჟო დეკლარაციაზე 150 ლარი;

 

3 000-დან 15 000 ლარამდე საბაჟო ღირებულების საქონელზე – ერთ საბაჟო დეკლარაციაზე 300 ლარი;

 

15 000 ლარის ზევით საბაჟო ღირებულების საქონელზე – ერთ საბაჟო დეკლარაციაზე 400 ლარი

83

კონტეინერით/ავტოსატრანსპორტო საშუალებით შემოტანილი, საქართველოში არარეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალების საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში რეგისტრაცია საბაჟო გამშვებ პუნქტ „ბათუმის პორტის“ ან საბაჟო გამშვებ პუნქტ „ფოთისა და ყულევის პორტებისა და ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის“ ან გაფორმების დეპარტამენტის მიერ

 

50 ლარი “;

 

კ) 86-ე გრაფ ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

86

საბაჟო დეკლარაციის წარდგენით რეექსპორტში დეკლარირებული საქონლის გაფორმება (სეს ესნ-ის 8701, 8702, 8703, 8704, 8705 და 8711 (რომლის ძრავ ს მუშა მოცულობა 50 სმ3-ზე მეტია) და 8716 (მისაბმელები და ნახევარმისაბმელები) სასაქონლო პოზიციებით გათვალისწინებული მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების გარდა)

 

50 ლარი “;

 

ლ) 91-ე გრაფ ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„91

საქონლის საბაჟო საწყობში, თავისუფალი ვაჭრობის პუნქტში ან სხვა დანიშნულების ადგილზე გამოცხადების დადასტურების მიზნით მათი ავტომატიზებულ სისტემა „ASYCUDA“‑ში დაშვება

 

1 სამუშაო დღე – 200 ლარი

3 სამუშაო დღე – 150 ლარი“;

 

მ) 95-ე გრაფ ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

95

საბაჟო საწყობის საქმიანობის ნებართვის გაცემა

3 სამუშაო დღე

3 სამუშაო დღეზე ნაკლები

უფასო

100 ლარი “.

 

მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი . გილაური

Comments