საქართველოს მთავრობის დადგენილება №21 2013 წლის 7 თებერვალი ქ. თბილისი „საგადასახადო შეთანხმების გაფორმების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 12 ივლისის №278 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კა­ნო­ნის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საგადასახადო შეთანხმების გა­ფორმების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავ­რობის 2011 წლის 12 ივლისის №278 დადგენილებით (www.matsne.gov.ge, 14/07/2011წ.  200030000.10.003.016438) დამტკიცებუ­ლი „საგადასახადო შეთანხმების გაფორმების წესისა და პირობების“ მე-4 მუხლის:
1. მე-2 და მე-3 პუნქტები  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვა­ლის­წი­ნებულ შემთხვევაში, საქართველოს ფინანსთა მინისტრი საგადასახადო შეთანხმების გაფორმების თაობაზე შემოსავლების სამსახურიდან მიღე­ბულ დოკუმენტაციას (გადასახადის გადამხდელის განცხადება თანდარ­თული მასალებით)  წარუდგენს საქართველოს მთავრობას.

3.  ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, საგა­დასახადო შეთანხმების გაფორმების შესახებ განცხადებას იხილავს სა­ქართველოს მთავრობა და იღებს გადაწყვეტილებას საგადასახადო შე­თანხმების გაფორმების ან გაფორმებაზე უარის თქმის თაობაზე, რომე­ლიც ფორმდება განკარგულების სახით.“.

2. მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილება ეგზავნება გადასახა­დის გადამხდელს, საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და შემო­სავ­ლების სამსახურს.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი