საქართველოს მთავრობის დადგენილება №191 2012 წლის 24 მაისი ქ. თბილისი „დაინტერესებული ფიზიკური და იურიდიული პირების ქონების განკარგვის ხელშეწყობისას საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ მომსახურების გაწევის წესის, მომსახურების სახეებისა და საფასურის ოდენობის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 12 აპრილის №141 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „დაინტერესებული ფიზიკური და იურიდიული პირების ქონების განკარგვის ხელშეწყობისას საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ მომსახურების გაწევის წესის, მომსახურების სახეებისა და საფასურის ოდენობის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 12 აპრილის №141 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge,  19/04/2012, 040030000.10.003.016814) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. დადგენილებით დამტკიცებული „დაინტერესებული ფიზიკური და იურიდიული პირების ქონების განკარგვის ხელშეწყობისას საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ მომსახურების გაწევის წესის“ (№1 დანართი) მე-4 მუხლის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„გ) ვებგვერდზე www.eauction.ge აუქციონის ჩატარების შესახებ ინფორმაციული ხასიათის განცხადების განთავსებით.“.
2. დადგენილებით დამტკიცებული „დაინტერესებული ფიზიკური და იურიდიული პირების ქონების განკარგვის ხელშეწყობისას საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გასაწევი მომსახურების სახეების და საფასურის ოდენობის“ (№2 დანართი):
ა) მე-4 და მე-5 გრაფები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „4 ფიზიკური პირისათვის აუქციონის შესახებ ვებგვერდზე ინფორმაციის განთავსება

 3 ლარი
 50 ლარი
 500 ლარი

 5 იურიდიული პირისათვის აუქციონის შესახებ ვებგვერდზე ინფორმაციის განთავსება (გარდა ამ დანართის მე-15
გრაფით გათვალისწინებული იურიდიული პირისა)
 20 ლარი
 120 ლარი
 1 200 ლარი“;

ბ) მე-14 გრაფის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-15 გრაფა:



 „15 ქალაქ თბილისის მერიის საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქონების მართვის სააგენტოსათვის აუქციონის შესახებ ვებგვერდზე ინფორმაციის განთავსება

 50 ლარი

 250 ლარი

 3 000 ლარი“.

მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური

Comments