საქართველოს მთავრობის დადგენილება №146 2012 წლის 24 აპრილი ქ. თბილისი რადიოფარმპრეპარატების საქართველოში იმპორტის განხორციელების შემდგომ შემოსავლების სამსახურის მიერ საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროსთვის და საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთან არსებული სამხედრო-ტექნიკურ საკითხთა მუდმივმოქმედი კომისიისთვის წარსადგენი ინფორმაციის ნუსხის დამტკიცების შესახებ

 მუხლი 1. „ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-8 პუნქტისა და 53-ე მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, დამტკიცდეს თანდართული რადიოფარმპრეპარატების საქართველოში იმპორტის განხორციელების შემდგომ შემოსავლების სამსახურის მიერ საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროსთვის და საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთან არსებული სამხედრო-ტექნიკურ საკითხთა მუდმივმოქმედი კომისიისთვის წარსადგენი ინფორმაციის ნუსხა.

 მუხლი 2. შემოსავლების სამსახურის მიერ ამ დადგენილების დანართით გათვალისწინებული ინფორმაციის საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროსთვის და საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთან არსებული სამხედრო-ტექნიკურ საკითხთა მუდმივმოქმედი კომისიისთვის წარდგენა განხორციელდეს რადიოფარმპრეპარატების საქართველოში იმპორტიდან 5 სამუშაო დღეში.

 მუხლი 3. დადგენილება ამოქმედდეს 2012 წლის 1 მაისიდან.

 პრემიერ-მინისტრი . გილაური

რადიოფარმპრეპარატების საქართველოში იმპორტის განხორციელების შემდგომ შემოსავლების სამსახურის მიერ საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროსთვის და საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთან არსებული სამხედრო-ტექნიკურ საკითხთა მუდმივმოქმედი კომისიისთვის წარსადგენი ინფორმაციის ნუსხ

 1. რადიოფარმპრეპარატების საქართველოში იმპორტის განმახორციელებელი პირის საიდენტიფიკაციო მონაცემები.

 2. რადიოფარმპრეპარატების თანმხლები დოკუმენტების ასლები.

 

Comments