საქართველოს მთავრობის დადგენილება № 3 94 2012 წლის 18 სექტემბერი ქ. თბილისი „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 მარტის №96 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 მარტის №96 დადგენილებაში (სსმ, 2010 წელი, მუხ­ლი 538) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. დადგენილების 17 მუხლ:

ა) „ზ“ ქვე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით :

ზ) საქონლის ექსპორტი და გარე გადამუშავება;“;

ბ) „ლ“ და „მ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით :

ლ) საფოსტო გზავნილით შემოტანილი, 10 000 ლარამდე ღირებულების საქონლის გაფორმება (გარდა „სსიპ – შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების“ 99 -ე გრაფით გათვალისწინებული მომსახურების );

მ) აწყობის სასაქონლო ოპერაციაში საქონლის გაფორმება (გარდა „სსიპ – შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების“ 99 -ე გრაფით გათვალისწინებული მომსახურების );“;

გ) „მ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ნ“ და „ო“ ქვეპუნქტები:

„ნ)   საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის (სეს ესნ) 8701, 8702, 8703, 8704, 8705 და 8711 სასაქონლო პოზიციებით გათვალისწინებული მექანიკური სატრანსპორტო საშუალების (რომლის შიგაწვის ძრავ ს ცილინდრის მუშა მოცულობა 50 სმ3 -ზე მეტია, ხოლო ელექტროძრავის შემთხვევაში − მაქსიმალური გამომუშავებული სიმძლავრე 4 კვტ-ზე მეტია) ან 8716 სასაქონლო პოზიციით გათვალისწინებულ მისაბმელი და ნახევრად მისაბმ ლი რეექსპორტი;

ო) შენახვის სხვა ადგილზე სპეციალური სატვირთო საბაჟო დეკლარაციით საწყობის სასაქონლო ოპერაციაში მოქცეული ავტონაწილების იმპორტი ან რეექსპორტი.“.

2. დადგენილებით დამტკიცებული „სსიპ – შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების“:

ა) მე-13 გრაფა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

13

სეს ესნ -ის 8701, 8702, 8703, 8704, 8705 და 8711 სასაქონლო პოზიციებით გათვალისწინებული მექანიკური სატრანსპორტო საშუალების (რომლის შიგაწვის ძრავ ცილინდრის მუშა მოცულობა 50 სმ 3 -ზე მეტია , ხოლო ელექტროძრავის შემთხვევაში − მაქსიმალური გამომუშავებული სიმძლავრე 4 კვტ-ზე მეტია ) 8716 სასაქონლო პოზიციით გათვალისწინებული მისაბმელი და ნახევ რად მისაბმელი გაფორმების მიზნით საბაჟო დეკლარაციის წარდგენის ვადის გაგრძელება საბაჟო საწყობში დროებით დასაწყობების გარეშე

 

არა უმეტეს 5 კალენდარულ დღის ვადით – ყოველ კალენდარულ დღეზე 20 ლარი ;

 

5 კალენდარულ დღეზე მეტი ვადით – 100 ლარს + ყოველ კალენდარულ დღეზე 10 ლარი“ ;

 

ბ) 75-ე გრაფა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

75

ავტოსატრანსპორტო საშუალების საბაჟო დეკლარაციით დეკლარირებული ავტოსატრანსპორტო საშუალების (გარდა სეს ესნ-ის 8429 სასაქონლო პოზიციით გათვალისწინებულ ისა) გაფორმება

 

ერთ საბაჟო დეკლარაციაზე – 150 ლარი “;

 

) 86-ე და 87-ე გრაფები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

86

საბაჟო დეკლარაციის წარდგენით რეექსპორტში დეკლარირებული საქონლის გაფორმება

 

50 ლარი

87

საფოსტო გზავნილით შემოტანილი, 10 000 ლარზე მეტი ღირებულების საქონლის გაფორმება (გარდა 99-ე გრაფით გათვალისწინებული მომსახურებისა)

 

300 ლარი “;

 

) 98 -ე გრაფის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 99-ე გრაფა:

 

 

9 9

შენახვის სხვა ადგილზე სპეციალური სატვირთო საბაჟო დეკლარაციით საწყობის სასაქონლო ოპერაციაში დეკლარირებული ავტონაწილების გაფორმება

 

 

3 000 ლარამდე საბაჟო ღირებულების საქონელზე – ერთ საბაჟო დეკლარაციაზე 150 ლარი;

 

3 000-დან 15 000 ლარამდე საბაჟო ღირებულების საქონელზე – ერთ საბაჟო დეკლარაციაზე 300 ლარი;

 

15 000 ლარის ზევით საბაჟო ღირებულების საქონელზე – ერთ საბაჟო დეკლარაციაზე 400 ლარი“ .

 

მუხლი 2 . დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2012 წლის 7 სექტემბრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.

პრემიერ-მინისტრი . მერაბიშვილი

Comments