საქართველოს მთავრობის დადგენილება № 20 2 2012 წლის 8 ივნისი ქ. თბილისი „საწყობისა და თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის ნებართვების გაცემის წესების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 5 იანვრის №9 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საწყობისა და თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის ნებართვების გაცემის წესების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 5 იანვრის №9 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 11/01/2011, 240090000.10.003.016164) შეტანილ იქნეს ცვლილება და ამ დადგენილებით დამტკიცებული ინსტრუქციის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. ნებართვა გაიცემა ერთჯერადად, საწყობის საქმიანობისათვის – განუსაზღვრელი ვადით, ხოლო თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობისათვის – ნებართვის მაძიებლის მოთხოვნის შესაბამისად – 5 ან 5-ზე მეტი წლის ვადით, მაგრამ არა უმეტეს 50 წლისა .“.
მუხლი 2 . დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური
Comments