საქართველოს მთავრობის დადგენილება № 160 2012 წლის 30 აპრილი ქ. თბილისი „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 მარტის №96 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საჯარო სამართლის იურიდიული პი­რის შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის სა­ფა­სუ­რებისა და მათი განაკვეთების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრო­ბის 2010 წლის 30 მარტის №96 დადგენილებაში (სსმ, 2010 წ., მუხ. 538) შე­ტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. დადგენილების:

ა) 111  მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები ამოღებულ იქნეს;

 ბ) 112 მუხლის  შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 113 მუხლი:

მუხლი 113

„სსიპ – შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გა­წევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების“ მე-4 გრაფით გათვა­ლის­­წინებული მომსახურების საფასურის გადახდისაგან თავისუფლდება საქართ­ველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის მე-6 ნაწილით გა­თვალის­წი­ნებული პირი საგადასახადო კონტროლის განხორციელების მი­ზ­ნები­სა­თ­ვის.“.

2. დადგენილებით დამტკიცებული „სსიპ – შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების“:

ა) მე-15 გრაფა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„15

ვადაგასული ან/და გამოსაყენებლად ან შემდგომი მიწოდებისათვის უვარგისი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის ჩამოწერის დოკუმენტის დადასტურება

 

 

20 ლარი“;

ბ) 31-ე გრაფა ამოღებულ იქნეს.

 მუხლი 2

1. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

2. ამ დადგენილების პირველი მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვე­პუნ­ქ­ტის და მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის მოქმედება გავრცელდეს 2012 წლის 25 აპრილიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.

პრემიერ-მინისტრი                                                        ნ. გილაური

Comments