საქართველოს მთავრობის დადგენილება № 140 2012 წლის 12 აპრილი ქ . თბილისი ცალკეულ შემთხვევებში დღგ - ით დაბეგვრის და დღგ - ის თანხის ბიუჯეტში გადახდის წესის დამტკიცების შესახებ

მუხლი 1. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 1761 მუხ­­ლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, დამტკიცდეს ცალკეულ შემთხვევე­ბში დღგ-ით დაბეგვრის და დღგ-ის თანხის ბიუჯეტში გა ­დახდის თა­ნდართული წესი.

მუხლი 2. ამ დადგენილების მოქმედება არ გავრცელდეს მის ამოქმედებამდე საქართველოს იუსტიციის სამი­ნის­ტროს მმართვე­ლო­ბის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პი­რის – აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ გა­მო­ცხა­დებულ აუქ­ცი­­ონებზე.

მუხლი 3. დადგენილება ამოქმედდეს 2012 წლის 1 მაისიდან.

პრემიერ-მინისტრი  ნ . გილაური

ცალკეულ შემთხვევებში დღგ-ით დაბეგვრის და დღგ-ის თანხის ბიუჯეტში გადახდის წესი

    მუხ­ლი 1. ზო­გა­დი დე­ბუ­ლე­ბა­ნი

1. ეს წესი განსაზღვრავს ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალის ­ წინებულ შემთხვევაში დღგ-ით დაბეგვრის და დღგ-ის თანხის ბიუ ­ჯეტში გადახდის პირობებსა და პროცედურებს.

2 . საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველ ­ ყოფის ღონისძიების ფარგლებში ან სხვა ფულადი ვალდებულების (გა ­ ­ და სისხლის სამართლის და ადმინისტრაციული წესით დაკის ­რებული სანქციებისა) გადახდევინების მიზნით საქონლის აუქციონის, პირდაპირი მიყიდვის ან სხვა წესით რეალიზაცია იბეგრება დღგ-ით ამ წესის შესაბამისად.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში:

ა) დღგ-ის გადამხდელად ითვლება პირი, რომლის საქონლის რეალიზაციაც ხდება საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიების ფარგლებში ან სხვა ფულადი ვალდე­ბულების (გარდა სისხლის სამართლის და ადმინისტრაციული წესით დაკისრებული სანქციებისა) გადახდევინების მიზნით, აუქციონის, პირდაპირი მიყიდვის ან სხვა წესით, მხოლოდ ამ ოპერაციაზე, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის ვალდებულების გარეშე;

ბ) საქონლის სარეალიზაციო ფასი (მყიდველის მიერ გადახ­დილი/გადასახდელი საკომპენსაციო თანხა) მოიცავს დღგ-ის თანხას;

გ) ამ ოპერაციაზე დარიცხული დღგ-ის თანხის ამ პუნქტის „ა“ ქვე­პუნქტით გათვალისწინებული პირის (საქონლის მესაკუთრის) სა­ხე­ლით ბიუჯეტში გადახდას უზრუნველყოფს საქონლის რეალი­ზაციის განმახორციელებელი უფლებამოსილი პირი;

დ) არ ვრცელდება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 168-ე მუხლის მოქმედება;

ე) დღგ-ით არ იბეგრება:

ე.ა) საცხოვრებელი ბინის/სახლის რეალიზაცია;

ე.ბ) მიწის ნაკვეთის რეალიზაცია;

ე.გ) საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 8703 კოდში აღნიშნული მსუბუქი ავტომობილის რეალიზაცია;

ე.დ) იმ ფიზიკური პირის საკუთრებაში არსებული ქონების რეა­ლიზაცია, რომელიც არ ითვლება მეწარმე ფიზიკურ პირად.

4. მეწარმე ფიზიკურ პირად ითვლება:

ა) ინდივიდუალური მეწარმე – ფიზიკური პირი, თუ ის „მეწარ­მეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მიხედვით არის ინდივიდუალური მეწარმე;

ბ) ფიზიკური პირი, თუ ის ახორციელებს „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-3 პუნქტით განსაზ­ღვრულ საქმიანობას.

5. საქონლის რეალიზაციის განმახორციელებელი უფლებამო­სი­ლი პირი ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ ინფორმაციას იღებს:

ა) ინდივიდუალური მეწარმის შემთხვევაში – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მეშვეობით;

ბ) სხვა დანარჩენი მეწარმე ფიზიკური პირის შემთხვევაში – შემოსავლების სამსახურის მეშვეობით.

    მუხლი 2. ცალკეულ შემთხვევებში დღგ-ით დაბეგვრა

1. ამ წესის პირველი მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, საქონლის რეალიზაციის განმახორციელებელ უფლე­ბამოსილ პირს ამ ოპერაციაზე დარიცხული დღგ-ის თანხის ბიუ­ჯეტში გადახდა და საგადასახადო ორგანოში ინფორმაციის წარდგენა ევალება:

ა) საქართველოს საგადასახადო კოდექსის 242-ე მუხლის შესა­ბამისად, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველ­ყო­ფის ღონისძიების ფარგლებში საქონლის აუქციონის ან პირდაპირი მიყიდვის წესით რეალიზაციისას, რომელიც მოიცავს:

ა.ა) მოვალის საგადასახადო გირავნობით/იპოთეკით დატვირ­თული და ყადაღადადებული ქონების აუქციონის წესით რეალი­ზა­ციას საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფე­როში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აღსრუ­ლე­ბის ეროვნული ბიუროს მიერ;

ა.ბ) ყადაღადადებული მალფუჭებადი საქონლის აუქციონის ან პირდაპირი მიყიდვის წესით რეალიზაციას საგადასახადო ორგანოს მიერ;

ბ) სხვა ფულადი ვალდებულების (გარდა სისხლის სამართლის და ადმინისტრაციული წესით დაკისრებული სანქციებისა) გადახ­დევინების მიზნით საქონლის აუქციონის, პირდაპირი მიყიდვის ან სხვა წესით რეალიზაციისას, რომელიც მოიცავს შემდეგ შემთხვევებს:

ბ.ა) გირავნობის საგნის რეალიზაცია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის შესაბამისად;

ბ.ბ) იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთის რეალიზაცია საქარ­თველოს სამოქალაქო კოდექსის შესაბამისად;

ბ.გ) ქონების რეალიზაცია „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად ;

გ) სხვა ნებისმიერ შემთხვევაში საქონლის რეალიზაციისას, თუ აღნიშნული რეალიზაცია ხორციელდება საგადასახადო დავალი­ანე­ბის გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიების ფარგლებში ან სხვა ფულადი ვალდებულების (გარდა სისხლის სამართლის და ადმი­ნისტრაციული წესით დაკისრებული სანქციებისა) გადახდე­ვინების მიზნით აუქციონის, პირდაპირი მიყიდვის ან სხვა წესით.

2. ამ წესის პირველი მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, საქონლის რეალიზაციის განმახორციელებელი უფლე­ბა­მო­სილი პირი ვალდებულია:

ა) დაადგინოს:

ა.ა) ექვემდებარება თუ არა ეს ოპერაცია დღგ-ით დაბეგვრას ამ წესის შესაბამისად;

ა.ბ) ითვლება თუ არა პირი (საქონლის მესაკუთრე) მეწარმე ფიზიკურ პირად, თუ ხორციელდება ფიზიკური პირის ქონების რეა­ლიზაცია;

ბ) დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების თვის მომდევნო თვის 15 რიცხვამდე უზრუნველყოს:

ბ.ა) პირის (საქონლის მესაკუთრის) სახელით დღგ-ის თანხის ბიუჯეტში გადახდა;

ბ.ბ) საგადასახადო ორგანოში ინფორმაციის წარდგენა, და­ნარ­თის შესაბამისად.

3. საქართველოს საგადასახადო კოდექსის ან „სააღსრულებო წარ­მოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად საქონლის რეალიზაციისას დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დროდ ითვ­ლება, შესაბამისად – განკარგულების ან სერტიფიკატის გამოცემის მომენტი.

4. საქონლის რეალიზაციის განმახორციელებელი უფლებამო­სილი პირის მიერ ამ წესით დადგენილი ვალდებულებების დარ­ღვე­ვის შემთხვევაში მას დაეკისრება საქართველოს საგადასახადო კანონ­მდებლობით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

5. საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველ­ყოფის ღონისძიების ფარგლებში ან სხვა ფულადი ვალდებულების (გარდა სისხლის სამართლის და ადმინისტრაციული წესით დაკისრე­ბული სანქციებისა) გადახდევინების მიზნით საქონლის აუქციონის, პირდაპირი მიყიდვის ან სხვა წესით რეალიზაციისას:

ა) საქონლის მესაკუთრეს ამ ოპერაციაზე არ ეკისრება დღგ-ის თანხის ბიუჯეტში გადახდისა და დღგ-ის დეკლარაციის საგადა­სახა­დო ორგანოში წარდგენის ვალდებულება, თუ საქონლის რეალიზა­ცი­ას ახორციელებს ის პირი, რომელიც არ არის სარეალიზაციო საქონ­ლის მესაკუთრე;

ბ) ეს ოპერაცია არ იბეგრება ამ წესის შესაბამისად, თუ საქონლის რეალიზაციას ახორციელებს ის პირი, რომელიც სარეალიზაციო სა­ქონ­ლის მესაკუთრეა.

    მუხლი 3. ცალკეულ შემთხვევებში გადახდილი დღგ-ის დარიცხვა და ჩათვლა

1. ამ წესის პირველი მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, საქონლის რეალიზაციის განმახორციელებელი უფლება­მოსილი პირის მიერ დღგ-ის თანხის ბიუჯეტში გადახ და ითვლება პირის (საქონლის მესაკუთრის) მიერ დღგ-ის დეკლარი­რებად გადახ­დის შესაბამისი ოდენობით და აღნიშნული თანხის დარიცხვის სა­ფუძ­ველია .

2. ამ წესის პირველი მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, დასაბეგრ ოპერაციაზე დღგ-ის ჩათვლის დოკუმენტს წარმოადგენს მყიდველის მიერ საქონლის შეძენის დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტი, რომელშიც მითითებული უნდა იყოს საქონ­ლის შესაძენად გადახდილი თანხის ოდენობა (სარეალიზაციო ფასი). ჩათვლის დოკუმენტში დღგ-ის თანხის ოდენობა უნდა მიეთითოს ცალკე.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტში აღნიშნული ჩათვლის დოკუ­მენ­ტებია:

ა) „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 75-ე მუხლის შესაბამისად გამოცემული განკარგულება, შეძენილ ქონებაზე საკუთრების უფლების შესახებ;

ბ) „საგადასახადო კონტროლის განმახორციელებელი პირის შერ­ჩევისა და საგადასახადო კონტროლის განხორციელების, მიმდი­ნარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერი­ალურ ფა­სე­ულობათა ჩამოწერის, საგადასახადო დავალიანების გადახდე­ვინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამარ­თალ­დარღვევათა საქმისწარმოების წესის დამტკიცების თაობაზე“ სა­ქარ­თველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №994 ბრძა­ნებით დამტკიცებული წესის 55-ე მუხლის შესაბამისად, მალფუ­ჭე­ბადი საქონლის საკუთრების დამადასტურებელი სერტიფიკატი;

გ) სხვა დოკუმენტი, რომელიც აკმაყოფილებს ამ მუხლის მე-2 პუნქტში აღნიშნულ მოთხოვნებს და რომლითაც შესაძლებელია ამ ოპერაციის მონაწილე მხარეთა იდენტიფიცირება, აქვს თარიღი და მოიცავს რეალიზებული საქონლის ჩამონათვალსა და ღირებულებას.

 

მაგალითი:

 

საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – აღსრულების ეროვ­ნულმა ბიურომ (შემდგომში – ბიურო) აუქციონის წესით განახორ­ციელა ფიზიკური პირის, ლაშა ბერიძის კუთვნილი ტრაქტორის რეა­ლიზაცია 2012 წლის 12 აპრილს 11 800 ლარად.

მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან მიღებული ინფორმაციის შესაბამისად, დად­გენილია, რომ ლაშა ბერიძე არის ინდივიდუალური მეწარმე.

 

მოცემულ პირობებში:

 

ვინაიდან, ლაშა ბერიძე ინდივიდუალური მეწარმეა და არ განხორციელებულა ამ წესის პირველი მუხლის მე-3 პუნქტის „ე“ ქვე­პუნ­ქტით გათვალისწინებული საქონლის რეალიზაცია, ბიურო ვალ­დებულია საკომპენსაციო თანხიდან გამოყოს დღგ-ის თანხა 1800 ლა­რის (11800*18/118) ოდენობით და ლაშა ბერიძის სახელით ბიუჯეტში გადაიხადოს 2012 წლის 15 მაისამდე, შესაბამის სახაზინო კოდზე.

 

დანართი

საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიების ფარგლებში ან სხვა ფულადი ვალდებულების (გარდა სისხლის სამართლის და ადმინისტრაციული წესით დაკისრებული სანქციებისა) გადახდევინების მიზნით საქონლის აუქციონის, პირდაპირი მიყიდვის ან სხვა წესით რეალიზაციის შემთხვევებ ში დღგ-ის შესახებ ინფორმაცია

 

1. დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების პერიოდი:

 

                                              წელი …………. თვ …………

 

2. –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

საქონლის რეალიზაციის განმახორციელებელი უფლებამოსილი პირის დასახელება

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

3. საიდენტიფიკაციო ნომერი

 

4. დასაბეგრი ოპერაციის მონაცემები:

 

 

 

 

საქონლის მესაკუთრის დასახელება

საქონლის მესაკუთრის საიდენტი -ფიკაციო ნომერი

რეალიზე -ბული საქონლის სახეობა

რეალიზე -ბული საქონლის რაოდენობა

საქონ -ლის რეალი -ზაციის თარიღი

საქონლის სარეალი -ზაციო ფასი

დღგ-ის

თანხა

1

2

3

4

5

6

7

8

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ჯამი

 

 

ინფორმაციის უტყუარობასა და სისრულეს ვადასტურებ:

 

საქონლის რეალიზაციის განმახორციელებელი უფლებამოსილი პირი (უფლებამოსილი წარმომადგენელი)        ––––––––––––        ––––––––––––

                                 (სახელი, გვარი)       (ხელმოწერა)

Comments