საქართველოს მთავრობის დადგენილება № 139 2012 წლის 12 აპრილი ქ . თბილისი „თევზჭერის ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №138 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1 . „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „თევზჭერის ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №138 დადგენილებაში (სსმ, 2005 წელი, მუხლი 1070) შეტანილ იქნეს ცვლილება და ამ დადგენილებით დამტკიცებული დებულების:

1. მე-6 მუხლის ტექსტი ჩაითვალოს პირველ პუნქტად და ამ მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-2 პუნქტი:

 „2. საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით შესაძლებელია განისაზღვროს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული წესისაგან განსხვავებული ფასი და ანგარიშსწორების პირობები.“.

2. 71 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ლიცენზიის მფლობელი, გარდა შავ ზღვაში თევზჭერის ლიცენზიატისა და ამ მუხლის 31 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა, ვალდებულია:

ა) ლიცენზიის მიღებიდან ერთი წლის ვადაში სააგენტოს წარუდგინოს წყლის ობიექტისა და თევზსამეურნეო საქმიანობის მართვის არანაკლებ 5-წლიანი გეგმა (შემდგომში – მართვის გეგმა), ხოლო მისი ვადის გასვლის შემდეგ – ახალი გეგმა ლიცენზიის დარჩენილი ვადის შესაბამისად. წარდგენილ მართვის გეგმას ამტკიცებს სააგენტო ერთი თვის ვადაში ან ამავე ვადაში შენიშვნებით უბრუნებს ლიცენზიის მფლობელს, რომელიც ვალდებულია 3 თვის ვადაში სააგენტოს დასამტკიცებლად წარუდგინოს მართვის გეგმა შენიშვნების გათვალისწინებით. შიდა წყალსატევისა და თევზსამეურნეო საქმიანობის მართვის გეგმის შემუშავების, დამტკიცებისა და მასში ცვლილებების შეტანის წესს კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით ამტკიცებს მინისტრი;

ბ) შეასრულოს მართვის გეგმით გათვალისწინებული ღონისძიებები;

გ) ლიცენზიით განსაზღვრულ წყლის ობიექტზე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აღკვეთოს სამართალდარღვევის ფაქტები და შესაბამის ორგანოებს დროულად მიაწოდოს ინფორმაცია აღნიშნულის შესახებ;

დ) ისარგებლოს წყლის ობიექტებით და მათში არსებული რესურსით მხოლოდ ლიცენზიით განსაზღვრული მიზნებითა და ფარგლებში;

ე) დაიცვას სამინისტროს მიერ დადგენილი თევზჭერის ვადები და წესები;

ვ) დაიცვას სააგენტოს მიერ დადგენილი თევზჭერის კვოტები;

ზ) უზრუნველყოს წყლის ობიექტში არსებული მაღალი საკონსერვაციო ღირებულების მქონე თევზისა და სხვა ჰიდრობიონტების მრავალფეროვნებისა და სიცოცხლისუნარიანი პოპულაციების შენარჩუნება, განახორციელოს მათი აღწარმოების პროგრამები;

თ) უზრუნველყოს დადგენილი ფორმით სარეწაო ჟურნალის, აგრეთვე მეურნეობაში თევზის რესურსით სარგებლობის, აღწარმოებისა და დაცვის შიდასააღრიცხვო დოკუმენტაციის წარმოება;

ი) მართვის გეგმის დამტკიცებამდე წყალსატევის დათევზიანება განახორციელოს სააგენტოსთან შეთანხმებით, ხოლო მართვის გეგმის დამტკიცების შემდეგ – მხოლოდ მართვის გეგმით განსაზღვრული წესით;

კ) თევზჭერის პერიოდში, ყოველი თვის 5 რიცხვამდე სააგენტოს მიაწოდოს ინფორმაცია მოპოვებული თევზისა და სხვა ჰიდრობიონტების (როგორც ბუნებრივად, ასევე ხელოვნურად მოშენებულის) შესახებ სახეობებისა და ოდენობების ჩვენებით;

ლ) კანონით დადგენილ ვადაში, ყოველწლიურად სააგენტოს წარუდგინოს სრული ანგარიში სალიცენზიო პირობებისა და მართვის გეგმით გათვალისწინებული ღონისძიებების შესრულების თაობაზე (მათ შორის, თევზსამეურნეო ღონისძიებების გატარების, თევზის რესურსის მარაგების აღრიცხვის, წყალსატევის თევზპროდუქტიულობისა და თევზის რესურსით სარგებლობის შესახებ, სახეობებისა და ოდენობების მიხედვით);

მ) უზრუნველყოს საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეტანილი ცხოველთა სამყაროს ობიექტების დაცვისა და ბუნებრივი აღწარმოების მიზნობრივი პროგრამის შემუშავება და განხორციელება;

ნ) ლიცენზიის გაცემის წლის მომდევნო წელს და შემდეგ ყოველწლიურად სააგენტოში წარადგინოს მოთხოვნა თევზის რესურსის მოპოვების კვოტის დამტკიცების თაობაზე. წარდგენილ მოთხოვნაში უნდა აისახოს შესაბამისი კვლევის საფუძველზე მომზადებული ინფორმაცია თევზის რესურსის მარაგის თაობაზე. აღნიშნულ ინფორმაციაში გათვალისწინებული უნდა იქნეს წყალსატევის თევზპროდუქტიულობა და თევზის რესურსით სარგებლობის შესახებ მონაცემები თევზის სახეობებისა და ოდენობების მიხედვით;

ო) შეწყვიტოს თევზჭერის ობიექტებით სარგებლობა და დაუყოვნებლივ აცნობოს სააგენტოს და ვეტერინარულ, სანიტარიულ-ეპიდემიოლოგიურ სამსახურებს თევზისა და სხვა ჰიდრობიონტების დაავადების, მათი საბინადრო გარემოს გაუარესების, განადგურების საშიშროების წარმოშობისა და დაღუპვის შესახებ; განახორციელოს დაავადებების პროფილაქტიკისა და მათთან ბრძოლის კომპლექსური ღონისძიებანი;

პ) არააბორიგენულ სახეობებზე თევზჭერის დაწყებამდე ორი კვირით ადრე შეატყობინოს სააგენტოს თევზჭერის დაწყებისა და დამთავრების ვადები, ხოლო წყალსატევის დაცული ტერიტორიის ფართობებზე არსებობის შემთხვევაში – ასევე სსიპ – დაცული ტერიტორიების სააგენტოსაც;

ჟ) მართვის გეგმით გათვალისწინებული დათევზიანების ღონისძიებების განხორციელების შესახებ (დაწყებისა და დამთავრების ვადები) დათევზიანებამდე ორი კვირით ადრე შეატყობინოს სააგენტოს და მხოლოდ სააგენტოს შესაბამისი უფლებამოსილი წარმომადგენლის თანდასწრებით უზრუნველყოს დათევზიანება (რაზეც დგება შესაბამისი აქტი). დათევზიანებისას ასევე სავალდებულოა შესაბამისი ვეტერინარულ-სანიტარიული დასკვნა;

რ) ხელი არ შეუშალოს მისთვის გადაცემულ წყლის ობიექტზე სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოების ჩატარებას;

ს) უზრუნველყოს წყალსატევში წყლის რაციონალური გამოყენება და იზრუნოს მისი ხარისხის შესანარჩუნებლად და აღსადგენად; დაიცვას წყალსარგებლობის დადგენილი წესები, ნორმები და რეჟიმი, არ დაუშვას თევზის მოხვედრა სამელიორაციო ან/და სხვა სისტემებში; უზრუნველყოს წყლის დაცვა დაბინძურების, დანაგვიანებისა და დაშრეტისაგან, წყლის რესურსებზე მავნე ზემოქმედების თავიდან აცილება და მისი შედეგების ეფექტური ლიკვიდაცია;

ტ) სააგენტოსა და შესაბამის უწყებებთან შეთანხმების გარეშე არ დაუშვას თავის სარგებლობაში არსებულ წყალსატევზე ან წყალდაცვით ზოლში ფსკერდამაღრმავებელი, ასაფეთქებელი სამუშაოების წარმოება, შემსვლელი და გამსვლელი არხების გაყვანა, კანონმდებლობით დადგენილი სათანადო ნებართვის გარეშე მშენებლობა, ნაპირის ამაღლება, დამბებით გადაკეტვა და სხვა სახის სამუშაოების ჩატარება, რომლებმაც შესაძლოა გამოიწვიოს წყალსატევის რეჟიმის შეცვლა;

უ) ლიცენზიის გასხვისებისას დაიცვას „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი მოთხოვნები;

ფ) ლიცენზიის ვადის გასვლის წლისათვის უზრუნველყოს წყალსატევში თევზისა და სხვა ჰიდრობიონტების მართვის გეგმით განსაზღვრული აღწარმოების გათვალისწინებით მიღწეული მარაგის არსებობა, ასევე გადააბაროს სააგენტოს ლიცენზიით განსაზღვრულ წყლის ობიექტში არსებული ბუნებრივი რესურსი;

ქ) ლიცენზიით დადგენილი ვადის გასვლამდე, კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში ლიცენზიის გაუქმებისას მატერიალურად აგოს პასუხი და მოიყვანოს წყლის ობიექტი ამ პუნქტის „ფ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ მდგომარეობაში და განახორციელოს ამავე პუნქტის „ფ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ღონისძიებები;

ღ) შეასრულოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული წყლის დაცვისა და გამოყენების, ასევე ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობის სხვა შესაბამისი მოთხოვნები.“.

3. 71 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 პუნქტი:

„31. ლიცენზიის მფლობელი, რომელიც ახორციელებს გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი თევზის გარემოდან ამოღებას მათი თევზის მეურნეობაში ტყვეობაში გამრავლებისა და შემდგომში მოპოვების მიზნით, ვალდებულია:

ა) ლიცენზიის მიღებიდან ერთი თვის ვადაში სააგენტოს წარუდგინოს გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი თევზის ტყვეობაში გამრავლების გეგმა. წარდგენილ გეგმას ამტკიცებს სააგენტო 1 თვის ვადაში ან ამავე ვადაში შენიშვნებით უბრუნებს ლიცენზიის მფლობელს, რომელიც ვალდებულია 1 თვის ვადაში სააგენტოს დასამტკიცებლად წარუდგინოს გეგმა შენიშვნების გათვალისწინებით;

ბ) არ განახორციელოს ბუნებრივი გარემოდან გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი თევზის ამოღება (მოპოვება) სააგენტოს მიერ გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი თევზის ტყვეობაში გამრავლების გეგმის დამტკიცებამდე;

გ) შეასრულოს გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი თევზის ტყვეობაში გამრავლების გეგმით გათვალისწინებული ღონისძიებები;

დ) უზრუნველყოს დადგენილი ფორმით სარეწაო ჟურნალის, აგრეთვე თევზის მეურნეობაში თევზის რესურსით სარგებლობის, აღწარმოებისა და დაცვის შიდასააღრიცხვო დოკუმენტაციის წარმოება;

ე) გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი თევზის ბუნებრივი გარემოდან ამოღება აწარმოოს სააგენტოს უფლებამოსილი თანამშრომლის თანდასწრებით, რომელიც ადგენს გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი თევზის გარემოდან ამოღების აქტს. აქტში აღინიშნება:

ე.ა) ბუნებრივი გარემოდან ამოღებული თევზის სახეობა, ზომა და სქესი;

ე.ბ) თევზის სახეობის ბუნებრივი გარემოდან ამოღების ადგილი და დრო;

ვ) დათევზიანება განახორციელოს სააგენტოს უფლებამოსილი წარმომადგენლის თანდასწრებით, რომელიც ადგენს დათევზიანების აქტს. დათევზიანებისას სავალდებულოა შესაბამისი ვეტერინარული დასკვნის არსებობა. აქტში აღინიშნება:

ვ.ა) ლიფსიტების სახეობა, რაოდენობა და ასაკი;

ვ.ბ) დათევზიანების დრო და ადგილი;

ზ) აწარმოოს მუდმივი დაკვირვება აღწარმოების მიმდინარეობაზე თევზის სახეობის მიხედვით და მიღებული ინფორმაცია ყოველკვარტალურად წარუდგინოს სააგენტოს;

თ) ბუნებრივი გარემოდან მოპოვებული თევზის გამრავლების შედეგად მიღებული თევზის (ლიფსიტების) რაოდენობის 35% ყოველწლიურად გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი თევზის ტყვეობაში გამრავლების გეგმის შესაბამისად დააბრუნოს ბუნებრივ გარემოში სააგენტოსთან შეთანხმებით და მისი წარმომადგენლის თანდასწრებით;

ი) ბუნებრივი გარემოდან მოპოვებული თევზის გამრავლების შედეგად მიღებული პირველი თაობის თევზის რეპროდუქციის ასაკის მიღწევისთანავე, მაგრამ არა უგვიანეს თევზჭერის ლიცენზიის მოქმედების ვადის ამოწურვისა, სააგენტოსთან შეთანხმებით და მისი წარმომადგენლის თანდასწრებით გარემოში დააბრუნოს ბუნებრივი გარემოდან მოპოვებული შესაბამისი თევზის სახეობის ყველა ინდივიდი;

კ) ბუნებრივი გარემოდან მოპოვებული თევზის დაღუპვის შემთხვევაში დაუყოვნებლივ აცნობოს სააგენტოს და სააგენტოს წარმომადგენლის თანდასწრებით უზრუნველყოს დაღუპული თევზის განადგურება, რის თაობაზეც სააგენტოს წარმომადგენლის მიერ დგება შესაბამისი აქტი. ამასთან, ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია თითოეულ დაღუპულ თევზზე გადაიხადოს გარემოზე მიყენებული ზიანი „გარემოსთვის მიყენებული ზიანის განსაზღვრის (გამოანგარიშების) მეთოდიკის“ შესაბამისად;

ლ) კანონით დადგენილ ვადაში, ყოველწლიურად სააგენტოს წარუდგინოს სრული ანგარიში სალიცენზიო პირობებისა და თევზის ტყვეობაში გამრავლების გეგმით გათვალისწინებული ღონისძიებების შესრულების თაობაზე (მათ შორის, თევზსამეურნეო ღონისძიებების გატარების, თევზის რესურსის მარაგების აღრიცხვის, ხელოვნური ტბორის თევზპროდუქტიულობისა და თევზის რესურსით სარგებლობის შესახებ, სახეობებისა და ოდენობების მიხედვით);

მ) შეწყვიტოს ლიცენზიით გათვალისწინებული ქმედება და დაუყოვნებლივ აცნობოს სააგენტოს და ვეტერინარულ, სანიტარიულ-ეპიდემიოლოგიურ სამსახურებს თევზისა და სხვა ჰიდრობიონტების დაავადების, მათი საბინადრო გარემოს გაუარესების, განადგურების საშიშროების წარმოშობისა და დაღუპვის შესახებ; განახორციელოს დაავადებების პროფილაქტიკისა და მათთან ბრძოლის კომპლექსური ღონისძიებანი;

ნ) ლიცენზიის აღებიდან 3 წლის ვადის გასვლისთანავე შეწყვიტოს გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი თევზის სახეობის ბუნებრივი გარემოდან ამოღება;

ო) დაიცვას გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ცხოველების ტყვეობაში გამრავლებასთან და მათ მოპოვებასთან (ბუნებრივი გარემოდან ამოღებასთან) დაკავშირებული კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები;

პ) ლიცენზიის გასხვისებისას დაიცვას „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი მოთხოვნები;

ჟ) შეასრულოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული წყლის დაცვისა და გამოყენების, ასევე ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობის სხვა შესაბამისი მოთხოვნები.“.

4. 71 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. ლიცენზიის (გარდა შავ ზღვაში თევზჭერის ლიცენზიისა და ამ მუხლის 31 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა) ნაწილის გასხვისებიდან 6 თვის ვადაში ლიცენზიის გამსხვისებელმა და ლიცენზიის შემძენმა სააგენტოში უნდა წარადგინონ მართვის ახალი გეგმები. ლიცენზიის გასხვისებამდე ლიცენზიის მფლობელმა სააგენტოს, ხოლო წყალსატევის დაცული ტერიტორიის ფართობებზე არსებობის შემთხვევაში – ასევე სსიპ – დაცული ტერიტორიების სააგენტოსაც, უნდა წარუდგინოს ანგარიში შესრულებული სამუშაოების შესახებ. ლიცენზიის გასხვისებამდე ლიცენზიით განსაზღვრული ტერიტორიის დაცვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება ლიცენზიის მფლობელს. ლიცენზიის ნაწილის გასხვისების შემთხვევაში ლიცენზიის გამსხვისებელმა და ლიცენზიის შემძენმა უნდა წარადგინონ განახლებული მართვის გეგმა (გეგმები). განახლებული მართვის გეგმის (გეგმების) დამტკიცებამდე ლიცენზიით განსაზღვრულ ფართობზე ბუნებრივი რესურსით სარგებლობა არ დაიშვება.“.

მუხლი 2 . დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი               . გილაური

Comments