საქართველოს მთავრობის დადგენილება № 131 2012 წლის 5 აპრილი ქ. თბილისი „გამოყენებითი კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 16 თებერვლის № 85 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „გამოყენებითი კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 16 თებერვლის №85 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 23/02/2011, 4400 50000.10.003.016246) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „გამოყენებითი კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების შესახებ დებულების“:

1. მე-2 მუხლის:

ა) „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

გ)  სამეცნიერო საბჭო – ფონდის მართვის ორგანო, რომლის ფუნქციებში შედის დასაფინანსებლად შერჩეული პროექტების გამოვლენის, დამტკიცებისა და, საჭიროების შემთხვევაში, დასაფინანსებელ პროექტში ცვლილების შეტანის შესახებ გადაწყვეტილების მიღება დასაფინანსებელი პროექტის დამტკიცებამდე ან/და დამტკიცების შემდეგ, აღნიშნული პროექტის წარმდგენ პირთან ხელშეკრულების გაფორმებამდე;“;

ბ) „თ“ და „ი“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

)  წამყვანი ორგანიზაცია  – საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირი , საქართველოში რეგისტრირებული კერძო სამართლის არასამეწარმეო ( არაკომერციული ) იურიდიული პირი , რომლის წესდებით/დებულებით განსაზღვრული მიზანია სამეცნიერო კვლევების განხორციელება , ასევე უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება . წამყვანი ორგანიზაცია უზრუნველყოფს პროექტის ძირითად და დამხმარე პერსონალს პროექტით გათვალისწინებული მატერიალურ - ტექნიკური ბაზით , ახორციელებს პროექტის განხორციელების ანგარიშგებას გრანტის გამცემის მიერ დამტკიცებული ფორმებისა და წესის შესაბამისად , ორგანიზაციის ბუღალტრული აღრიცხვისაგან განცალკევებით აწარმოებს გრანტის ბუღალტრულ აღრიცხვას , ასრულებს საგრანტო ხელშეკრულებით გათვალისწინებულ სხვა ვალდებულებებს;

)  თანამონაწილე ორგანიზაცია  – საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირი , საქართველოში რეგისტრირებული კერძო სამართლის არასამეწარმეო ( არაკომერციული ) იურიდიული პირი , რომლის წესდებით/დებულებით განსაზღვრული მიზანია სამეცნიერო კვლევების განხორციელება , ასევე უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება . თანამონაწილე ორგანიზაცია წამყვან ორგანიზაციასთან ერთად უზრუნველყოფს პროექტის ძირითად და დამხმარე პერსონალს პროექტით გათვალისწინებული მატერიალურ - ტექნიკური ბაზით , ორგანიზაციის ბუღალტრული აღრიცხვისაგან განცალკევებით აწარმოებს გრანტის ბუღალტრულ აღრიცხვას და ასრულებს საგრანტო ხელშეკრულებით გათვალისწინებულ სხვა ვალდებულებებს;“;

გ) „მ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მ )  მიზნობრივი ანგარიში   საგრანტო ხელშეკრულებით განსაზღვრული წამყვანი ან/და თანამონაწილე ორგანიზაციის მიერ პროექტისათვის გახსნილი მიზნობრივი საბანკო ანგარიში , რომელზეც არ დაირიცხება სარგებელი და მოხდება გრანტის სახსრების ჩარიცხვა;“.

2. მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ და „ე“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

) ექსპერტებისაგან მიღებულ შეფასებებზე დაყრდნობით დასაფინანსებლად შერჩეული პროექტების გამოვლენას, დამტკიცებას, აგრეთვე, საჭიროების შემთხვევაში, პროექტში ცვლილებების შეტანას;

ე) გამარჯვებული პროექტების დაფინანსებასა და მათი განხორციელების მონიტორინგს დადგენილი წესის შესაბამისად . “.

3. მე-4 მუხლში:

ა) პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

) წამყვანი ან/და თანამონაწილე ორგანიზაციის სახით საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად შექმნილ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებს , აგრეთვე საქართველოს საპატრიარქოს , საქართველოში რეგისტრირებულ კერძო სამართლის არასამეწარმეო ( არაკომერციულ ) იურიდიულ პირებს , რომელთა წესდების/დებულების მიზანია სამეცნიერო კვლევების განხორციელება; უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს;“;

ბ) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ერთსა და იმავე პირს ერთსა და იმავე დროს ძირითადი პერსონალის სტატუსით არ შეუძლია მონაწილეობა მიიღოს ფონდის მიერ გამოცხადებულ გამოყენებითი კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების, ფუნდამენტური კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების ან/და უცხოეთში მოღვაწე თანამემამულეთა მონაწილეობით ერთობლივი კვლევებისათვის სახელმწიფო გრანტების კონკურსებში გამარჯვ ბულ, ჯამში 2-ზე მეტ პროექტში.“;

გ) დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 და 22 პუნქტები:

„21. ერთი და იგივე პირი ერთსა და იმავე დროს არ უნდა ხელმძღვანელობდეს გამოყენებითი კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების, ფუნდამენტური კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების ან უცხოეთში მოღვაწე თანამემამულეთა მონაწილეობით ერთობლივი კვლევებისათვის სახელმწიფო გრანტების კონკურსებში გამარჯვებულ ერთზე მეტ პროექტს.

22. დაუშვებელია გამოყენებითი კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების კონკურსში ისეთი საპროექტო განაცხადების შეტანა, რომლებიც გამარჯვების შემთხვევაში წინააღმდეგობაში მოვა ამ მუხლის მე-2 და 21 პუნქტებთან.“.

4. მე-5 მუხლის:

ა) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. პროექტს უნდა ჰყავდეს თანადამფინანსებელი , რომლის თანამონაწილეობა პროექტის დაფინანსებაში უნდა გამოიხატოს ფულადი შენატანის სახით . მისი მოცულობა არ უნდა იყოს ფონდიდან მოთხოვნილი თანხის 20% - ზე ნაკლები . “;

ბ) მე-6 და მე-7 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6 . პროექტის დაფინანსება ხორციელდება საგრანტო ხელშეკრულებით გათვალისწინებული ტრანშების სახით . თანხები ავანსის სახით გადაირიცხება პროექტის მიზნობრივ საბანკო ანგარიშებზე . პირველი ტრანში ავანსის სახით გაიცემა საგრანტო ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ, ხოლო ყოველი მომდევნო ტრანში წინა ტრანშით გათვალისწინებული შედეგების/თვლადი ინდიკატორების შესრულების შესახებ ფონდში წარდგენილი ანგარიშების განხილვის საფუძველზე .

 7 . თანადამფინანსებლის მიერ გამოყოფილი თანხა 12 - თვიანი პროექტებისათვის სრულად უნდა იყოს გათვალისწინებული პროექტის ბიუჯეტის პირველ ტრანშში . 24 - თვიანი პროექტებისათვის თანადამფინანსებლის მიერ გამოყოფილი თანხის სულ მცირე ნახევარი უნდა იყოს გათვალისწინებული პირველ ტრანშში , ხოლო დარჩენილი თანადაფინანსება მე - 3 ტრანშში . ფონდი პირველი და მე-3 ტრანშ ებ ით (24-თვიანი პროექტებისათვის) განსაზღვრულ თანხებს გადარიცხავს შესაბამისი პერიოდისათვის გათვალისწინებული თანადაფინანსების თანხის საგრანტო ანგარიშზე ჩარიცხვის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენის საფუძველზე . “.

5. მე-6 მუხლში:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1 . პროექტის ბიუჯეტი შესაძლოა ითვალისწინებდეს შემდეგ მუხლებს/ხარჯვით კატეგორიებს :

) ძირითადი პერსონალის შრომის ანაზღაურება;

) დამხმარე პერსონალის შრომის ანაზღაურება;

) მივლინება;

) საქონელი და მომსახურება;

) ძირითადი აქტივები;

ვ) ზედნადები ხარჯები.“;

ბ) დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი:

„11. ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული ხარჯვითი კატეგორიები განისაზღვრება ფონდის გენერალური დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.“.

6. მე-9 მუხლში:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1 . კონკურსის მოთხოვნებთან შესაბამისობაში მყოფი რეგისტრირებული პროექტი შეფასების I საფეხურზე გაივლის ექსპერტიზას წინასწარ შემუშავებული კრიტერიუმების მიხედვით.“;

ბ) დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 პუნქტი:

„21. ექსპერტებისაგან მიღებული შეფასებების საფუძველზე პროექტის საბოლოო შეფასება გამოიანგარიშება ფონდის გენერალური დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დადგენილი წესით.“;

გ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. პროექტები, რომლებიც შეფასების I საფეხურზე მიიღებს სამეცნიერო საბჭოს მიერ განსაზღვრულზე უფრო მაღალ შეფასებას, გადადის II საფეხურზე, რაც ითვალისწინებს სამეცნიერო საბჭოს წინაშე პრეზენტაციით წარდგომას. სამეცნიერო საბჭოს მიერ განსაზღვრული II საფეხურზე გადასვლისათვის საჭირო ზღვრული შეფასება შესაძლებელია განსხვავდებოდეს სხვადასხვა სამეცნიერო მიმართულებებისათვის, მაგრამ არ უნდა იყოს 85 ქულაზე ნაკლები. პროექტების განხილვისას სამეცნიერო საბჭო უფლებამოსილია მოიწვიოს დარგის დამოუკიდებელი სპეციალისტები. ამასთან, სამეცნიერო საბჭო უფლებამოსილია მოითხოვოს პროექტების კორექტირება (ბიუჯეტის ჩათვლით).“.

7. მე-10 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

) რომელმაც შესაძლოა უშუალოდ მიიღოს პროფესიული , ფინანსური ან პირადი სარგებელი პროექტის გამარჯვების ან დამარცხების შემთხვევაში;“.

8. მე-11 მუხლში:

ა) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. პროექტის ფარგლებში შექმნილი გამოგონების დაპატენტების უფლება ეკუთვნის ფონდსა და გრანტის მიმღებს. შესაბამისად, იმ შემთხვევაშიც, თუ აღნიშნულ გამოგონებას დააპატენტებს გრანტის მიმღები, ფონდს წარმოეშობა პატენტიდან გამომდინარე განსაკუთრებული უფლებები. პატენტიდან გამომდინარე განსაკუთრებული უფლებების გამოყენებიდან მიღებული მოგების პროცენტულობა განისაზღვრება შემდეგნაირად: 50% – გრანტის გამცემს და 50% – გრანტის მიმღებს. აღნიშნულთან დაკავშირებით გრანტის გამცემსა და გრანტის მიმღებს შორის წარმოშობილი ურთიერთობები დარეგულირდება პატენტის მიღების შემდგომ გასაფორმებელ ხელშეკრულებაში.“;

ბ) დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 პუნქტი:

„31. გრანტის მიმღებს ეკრძალება პროექტის ფარგლებში შექმნილ ნაწარმოებზე არსებული განსაკუთრებული უფლებების მთლიანად ან ნაწილობრივ ნებისმიერი ფორმით გადაცემა მესამე პირისათვის ნაწარმოების შექმნიდან 5 წლის განმავლობაში ფონდის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე (ტერმინი „ნაწარმოები“ აქ გულისხმობს წიგნს, ბროშურას, კომპიუტერულ პროგრამას, რუკას, გეგმას, ესკიზს, ილუსტრაციას, თარგმანს, კრებულს, ენციკლოპედიას, ანთოლოგიას, მონაცემთა ბაზას და „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ სხვა სახის ნაშრომებს).“.

9. მე-12 მუხლის:

ა) სათაური და პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 12. პროექტის შესრულების მონიტორინგი

1 . საგრანტო ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ტრანშებს ფონდი რიცხავს ავანსის სახით და ყოველი საანგარიშო პერიოდის ბოლოს ახორციელებს დაფინანსებული პროექტების მონიტორინგს , რომელიც მოიცავს პროექტის განხორციელების ფინანსურ და პროგრამულ მონიტორინგს . “;

ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

3 . პროგრამული მონიტორინგი გულისხმობს საგრანტო ხელშეკრულებით დაგეგმილი ამოცანების შესრულების დამადასტურებელი ანგარიშის შემოწმებას . “;

გ) მე‑4 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) არამიზნობრივ ხარჯად ჩაითვლება საგრანტო ხელშეკრულების ხარჯთაღრიცხვით გაუთვალისწინებელი ხარჯი. აღნიშნული ხარჯი ექვემდებარება მიზნობრივ ანგარიშზე დაბრუნებას;“;

დ) მე-7 და მე-8 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

7 . ფონდი უფლებამოსილია შემთხვევითი შერჩევის წესით გამოვლენილი დასრულებული პროექტები შეაფასებინოს შესაბამისი დარგის ექსპერტებს , რომლებიც დაადგენენ პროექტების განხორციელებისას შესრულებული სამუშაოების შესაბამისობას დაგეგმილ ამოცანებთან . შესამოწმებლად შეირჩევა 10% - მდე ოდენობის დასრულებული პროექტი .

8 . საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დავალებით , ფონდი უფლებამოსილია შესაბამისი დარგის ექსპერტებს შეაფასებინოს 10% - ზე მეტი სხვა დასრულებული პროექტი . ფონდი არ არის უფლებამოსილი თავად შეაფასოს დასრულებული პროექტის სამეცნიერო ღირებულება და არ არის პასუხისმგებელი პროექტის ფარგლებში განხორციელებული კვლევების შედეგებისათვის . “;

ე) მე-10 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

10 . პროექტი ჩაითვლება დასრულებულად , თუ პროექტის ფარგლებში ავანსად გადარიცხულ ყველა ტრანშზე პროექტის დახურვის მომენტში წარდგენილია შუალედური და საბოლოო ანგარიშები და პროექტი არ არის შეჩერებული ან შეწყვეტილი . .

მუხლი 2 . დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე .

პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური

Comments