საქართველოს მთავრობის დადგენილება N96 2010 წლის 30 მარტი ქ. თბილისი საჯარო სამართლის იურიდიული პირის _ შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების დამტკიცების შესახებ


მუხლი 1 (11.03.2011 N 121)
1. „შემოსავლების სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-2 პუნქტისა და მე-15 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად დამტკიცდეს სსიპ – შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის თანდართული საფასურები და მათი განაკვეთები.
2. დაინტერესებული პირი ვალდებულია პირადად ან მესამე პირის მეშვეობით გადაიხადოს დადგენილი საფასური სსიპ – შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევამდე, გარდა ამ დადგენილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
მუხლი 11 (11.03.2011 N 121)
სსიპ – შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის დადგენილი საფასურის გადახდისაგან თავისუფლდებიან:
ა) საქართველოს ფინანსთა სამინისტრო;
ბ) საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური;
გ) საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო;
დ) საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან შექმნილი ვადაგადაცილებულ საგადასახადო და სასესხო დავალიანებათა რესტრუქტურიზაციის მიზანშეწონილობის საკითხის შემსწავლელი კომისია;
ე) საქართველოს პროკურატურა;
ვ) საქართველოს თავდაცვის სამინისტრო;
ზ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო;
თ) საქართველოს ეროვნული ბანკი.
მუხლი 12. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში ან სასამართლოში საგადასახადო დავაზე მიღებული გადაწყვეტილების აღსრულებასთან დაკავშირებული მომსახურების გაწევა ხორციელდება საფასურის გარეშე. (5.01.2011 N 7)
მუხლი 13. საქართველოს ფინანსთა მინისტრი, აგრეთვე საჯარო სამართლის იურიდიული პირის _ შემოსავლების სამსა-ხუ-რის უფროსი უფლებამოსილია, მიიღოს გადაწყვეტილება ამ და-დ-გენილებით განსაზღვრული მომსახურების
გაწევისათვის დადგე-ნილი საფასურის გადახდისაგან პირის გათავისუფლების შესა-ხებ. (10.08.2010 N 232)
მუხლი 14 (27.06.2011 N 259)
1. საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის გაფორმების დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულების/ქვედანაყოფების მიერ „სსიპ – შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების“ 54-ე, 57-ე, 59-ე – 64-ე, 66-ე და 86-ე გრაფებით გათვალისწინებული მომსახურების განხორციელებისას მომსახურების საფასური გადახდილი უნდა იქნეს მომსახურების გაწევიდან 5 კალენდარული დღის განმავლობაში, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მომსახურების გაწევა ხორციელდება ფოთის გაფორმების ეკონომიკურ ზონაში წარდგენილი ავტომანქანისა და ამ ავტომანქანით შემოტანილი საქონლის მიმართ. (18.11.2011 N 437)
2. „ოქროს სიის“ მონაწილე პირისათვის საქართველოს ეკონო-მი-კურ ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებასა და გაფორმებასთან დაკავშირე-ბული, ამ დადგენილებით განსაზღვრული მომსახურების გაწევისას მომსა-ხუ-რე-ბის საფასური გადახდილი უნდა იქნეს საქარ-თვე-ლოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №993 ბრძა-ნებით დამტკიცებული „საქართველოს ეკონომიკურ ტერიტორი-აზე სა-ქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ“ ინსტრუქ-ციით დად-გენილ, „ოქროს სიის“ მონაწილე პირის მიერ იმპორტის გადა-სახ-დელების გადახდის ვადაში. (21.10.2011 N 401)
მუხლი 15. თუ პირის მიერ მოთხოვნილია საფოსტო გზავნილის ან/და საფოსტო გზავნილით გადაადგილებული აქციზური საქონლის გაფორმება და მიმღების მიერ დასახელებულ ადგილზე მიტანა, იგი უფლებამოსილია, მომსახურების საფასური გადაიხადოს გამარტივებული დეკლარაციის რეგისტრაციიდან 30 კალენდარული დღის განმავლობაში. (13.01.2011 N21)
მუხლი 16. ამოღებულია (12.04.2011 N 177)
მუხლი 17 (18.11.2011 N 437)
„სსიპ – შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების“ 54-ე, 66-ე, 68-ე, 75-ე, 82-ე, 821 და 822 გრაფებით გათვალისწინებული მომსახურების გაწევისათვის დადგენილი საფასურის გადახდისაგან გათავისუფლებულია:
ა) საქონლის იმპორტი სტიქიური უბედურების, ავარიისა და კატასტროფის ლიკვიდაციის, აგრეთვე ჰუმანიტარული დახმარების მიზნით;
ბ) საქონლის იმპორტი, რომელიც გათვალისწინებულია ხელშეკრულებით გრანტის შესახებ, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით განსაზღვრული წესით;
გ) უცხო ქვეყნების დიპლომატიური და მათთან გათანაბრებული წარმომადგენლობების ოფიციალური სარგებლობისათვის, აგრეთვე ამ წარმომადგენლობების დიპლომატიური და ადმინისტრაციულ-ტექნიკური
პერსონალის (მათთან მცხოვრები ოჯახის წევრების ჩათვლით) პირადი სარგებლობისათვის განკუთვნილი საქონელი;
დ) საქონლის იმპორტი, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 199-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად;
ე) ეროვნული და უცხოური ვალუტის (გარდა ნუმიზმატიკური მიზნებით გამოსაყენებლად გათვალისწინებულის) და ფასიანი ქაღალდების იმპორტი;
ვ) საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების ტრანზიტი;
ზ) საქონლის ექსპორტი, რეექსპორტი (,,სსიპ – შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების“ 86-ე გრაფით გათვალისწინებული მომსახურების გარდა) და საქონლის საქართველოს ეკონომიკური ტერიტორიის გარეთ გადამუშავება.
შენიშვნა: მომსახურების გაწევისათვის დადგენილი საფასურის გადახდისაგან გათავისუფლებულია ავტოსატრანსპორტო საშუალების დროებითი შემოტანის სასაქონლო ოპერაციის შემდეგ რეექსპორტი;
თ) საქონლის დაბრუნება, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 235-ე მუხლის მე-7 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში;
ი) იმ საქონლის დროებითი შემოტანა, რომელიც სრულად გათავისუფლებულია იმპორტის გადასახდელებისაგან;
კ) სახმელეთო საზღვარზე განთავსებულ პორტალში ფიზიკური პირის მიერ დეკლარაციით იმპორტის სასაქონლო ოპერაციაში გაცხადებული 3 000 ლარამდე სატარიფო ღირებულების საქონლის გაფორმება;
ლ) საფოსტო გზავნილით შემოტანილი, 10 000 ლარამდე ღირებულების საქონლის გაფორმება;
მ) საწყობის სასაქონლო ოპერაციაში საქონლის გაფორმება.
მუხლი 18 (11.03.2011 N 121)
1. გადასახადის გადამხდელის ინიციატივით საგადასახადო შემოწმების ჩატარების მოთხოვნის შემთხვევაში პირი უფლებამოსილია მომსახურების საფასური გადაიხადოს საგადასახადო შემოწმების ჩატარებაზე საგადასახადო ორგანოს თანხმობის მიღებიდან 5 დღის ვადაში.
2. ,,სსიპ – შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების“ 59-ე – 64-ე გრაფებით გათვალისწინებული მომსახურების მოთხოვნის შემთხვევაში მომსახურების საფასური გადახდილი უნდა იქნეს სსიპ – შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევის შემდგომ დაინტერესებული პირის მიერ ექსპერტის დასკვნის მიღებამდე, გარდა ამ დადგენილების 14 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა. (18.11.2011 N 437)
მუხლი 19 (21.04.2011 N 183)
,,სსიპ – შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახუ-რების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების“ 76-ე გრაფით გათვალისწინებული მომსახურების საფასური არ ვრცელდება:
ა) მიკრო და მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირებ-ზე, აგრეთვე ინდივიდუალურ მეწარმეებზე;
ბ) ფიზიკური პირის ქონების გადასახადის წლიურ დე-კ-ლარაციაზე, აგრეთვე იმ საგადასახადო დეკლარაციებზე, რო--მელთა საგადასახადო ორგანოში ელექტრონული ფორმით წარ-დგენა ვერ ხორციელდება შესაბამისი პროგრამული უზ-რუნ--ველყოფის არარსებობის გამო.
მუხლი 110 (18.11.2011 N 437)
1. გაფორმების დეპარტამენტში (ფოთის გაფორმების ეკონომიკური ზონის გარდა) „სსიპ – შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების“ 54-ე, 66-ე და 822 გრაფებით გათვალისწინებული მომსახურების გაწევისათვის დადგენილი ტარიფები ორმაგდება საქონლის არასამუშაო დროს დეკლარირების განხორციელების შემთხვევაში (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ხდება საქონლის სპეციალური სატვირთო დეკლარაციით დეკლარირება).
2. გაფორმების დეპარტამენტში (ფოთის გაფორმების ეკონომიკური ზონის გარდა) „სსიპ – შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების“ 57-ე, 59-ე – 64-ე გრაფებით გათვალისწინებული მომსახურების გაწევისათვის დადგენილი ტარიფები ორმაგდება მომსახურების გაწევის მოთხოვნით არასამუშაო დროს მიმართვის შემთხვევაში.
3. არასამუშაო დროს მომსახურების გაწევისათვის დადგენილი ტარიფები არ ორმაგდება იმ პირისათვის, რომელსაც „ოქროს სიის“ მონაწილის სტატუსი მინიჭებული აქვს შემოსავლების სამსახურის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
4. ამ დადგენილების მიზნებისთვის გაფორმების დეპარტამენტში არასამუშაო დროა ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 18 საათის შემდეგი პერიოდი, შაბათს – 15 საათის შემდეგი პერიოდი, კვირას – 14 საათის შემდეგი პერიოდი და უქმე დღეები. (8.12.2011 N 468)
მუხლი 111 (27.12.2011 N 495)
1. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამ-სახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების“ 31-ე გრაფით გათვალისწინებული მომსახურების სა-ფა-სურის გადახდისგან თავისუფლდება საკონტროლო-სალარო აპა-რა-ტის გამოყენების ვალდებულების მქონე ის პირი, რომელიც 2012 წლის 1 იანვრამდე რეგისტრირებულია მცირე ბიზნესის სტა-ტუსის მქო-ნე პირად. ამასთან, აღნიშნული შეღავათით სარგებლობის უფ-ლე-ბა მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირს აქვს მხოლოდ ერ-თხელ, ერ-თი საკონტროლო-სალარო აპარატის რეგისტრაციისას.
2. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სა-მ--სახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მა-თი განაკვეთების“ 31-ე გრაფით გათვალისწინებული მომსახურება არ გუ-ლისხმობს საგადასახადო
ორგანოში გადასახადის გადამხდელზე უკ-ვე რეგისტრირებული GPRS და crypto-ს მოდულის ფისკა-ლური სა-კო-ნტროლო-სალარო აპარატის სხვა პირზე რეგისტრაციას.
მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს 2010 წლის 20 ივნი-სი-დან. (31.05.2010 N 149)
პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური
სსიპ _ შემოსავლების სამსახურის მიერ მომსა-ხურების
გაწევისათვის საფასურები და მათი განაკვეთები (25.08.2010 N 263)
N
მომსახურების სახე
მომსახურების ვადა
მომსახურების ტარიფი (დღგ-ის ჩათვლით)
1
აზარტული და მომგებიანი თა-მა-შობების მოწყობის ნებართვის გაცემა
20 სამუშაო დღე
10 სამუშაო დღე
5 სამუშაო დღე
1 სამუშაო დღე
უფასო
400 ლარი
800 ლარი
2 000 ლარი
2
პირადი საგადასახადო აგენტის მომსახურება
(29.12.2011 N 510)
1 წელი
მსხვილი გადამხდელის სტა-ტუ-სის მქონე პირებისათვის ან/და
3 000 000 ლარზე მეტი წლიური ბრუნვის მქონე პირისათვის –
3 000 ლარი;
1 000 000 ლარიდან 3 000 000 ლა-რამდე წლიური ბრუნვის მქონე პირებისათვის – 2 000 ლარი;
სხვა პირებისათვის – 1 000 ლარი.
შენიშვნა: საფასურის ოდენო-ბის განსაზღვრის მიზნები-სათ-ვის მხე-დველობაში მიიღება პი--რის მიერ საგადასახადო ორგანოში წარდგენილი ბოლო წლიური საგადასახადო დეკლარაციის მონაცემები
3
გადასახადის გადამხდელის სა-ბა-ნ-კო დაწესებულების/ანგარიშების შესახებ ცნო--ბის გაცემა
3 სამუშაო დღეზე მეტი
3 სამუშაო დღე
1 სამუშაო დღე
უფასო
10 ლარი
20 ლარი
4
არქივიდან ერთი საანგარიშო პე-რი--ოდის ერთი სახის გადასა-ხა-დის/მოსაკრებლის დეკლარა-ცი-ის/გაანგარიშების და მისი
10 სამუშაო დღე
20 ლარი
დანარ-თე-ბის ასლების გაცემა ან ელექ-ტრონული ფორმით შევსე-ბული ერთი საანგარიშო პერიო-დის ერთი სახის გადასახა-დის/მო-საკრებლის დეკლარაცი-ის/გაანგარიშების ასლის დამოწ-მება
2 სამუშაო დღე
30 ლარი
5
გადასახადის გადამხდელის ინიციატივით საგადასახადო შემოწმების ჩატარება
(11.03.2011 N 121)
ორგანიზაციებისათვის – 5000 ლარი;
სხვა პირებისათვის – თუ შესამოწმებელი პერიოდის ჯამური ბრუნვა 1 000 000 ლარამდეა – 10 000 ლარი;
თუ შესამოწმებელი პერიოდის ჯამური ბრუნვა 1 000 000 ლარზე მეტია – 30 000 ლარი.
შენიშვნა: ამ გრაფის მიზნებისათვის ორგანიზაციად ითვლება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 30-ე მუხლით გათვალისწინებული
წარმონაქმნები
6
თავისუფალი ვაჭრობის პუნ-ქტის საქმიანობის ნებართვის გაცემა (23.09.2011 N 353 ამოქმედდეს 2011 წლის 1 დეკემბრიდან.)
20 სამუშაო დღე
5 სამუშაო დღე
უფასო
100 ლარი
7
ამოღებულია (18.11.2011 N 437)
8
ამოღებულია (18.11.2011 N 437)
9
ამოღებულია (18.11.2011 N 437)
10
გემის სანიტარიული კონტრო-ლისაგან გათავისუფლების/გემის სანიტარიული კონტროლის ჩა-ტა-რების მოწმობის გაცემა
1 სამუშაო დღე
1 სა-მუ-შაო დღეზე მეტი
400 ლარი
200 ლარი
11
ლუქების გამოყენებით ტვირთის გადაზიდვაზე ავტოსატრანსპორტო საშუალების დაშვების სერტიფიკატის გაცემა (28.12.2010 N 414)
4 საათი
1 დღე
1 დღეზე მეტი
400 ლარი
300 ლარი
200 ლარი
12
ფიზიკური პირისათვის საფოსტო გზავნილით გადაადგილებული აქციზური საქონლის გაფორმებასთან დაკავშირებული პროცედურების განხორციელება (ვალდებული პირის სახელით აქციზისა და აქციზური მარკის ნომინალური ღირებულების გადახდის ჩათვლით) და მიმღებისმიერ დასახელებულ ადგილზე მიტანა
აქციზის განაკვეთის ათმაგი ოდენობა, არანაკლებ
10 ლარისა
(28.12.2010 N 414)
13
საგარეო-ეკონომიკური საქმი-ანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლა-ტურის (სეს ესნ) 8701, 8702, 8703, 8704, 8705 და 8711 (რომლის ძრავას მუშა მოცუ-ლო-ბა 50 სმ3-ზე მეტია) და 8716 (მისაბმე-ლე-ბი და ნახევარ-მი-საბ-მელები) სასაქონლო პო-ზი-ციებით გათვალის-წინებუ-ლი მექანი-კუ-რი სატრანსპორ-ტო საშუალე-ბე-ბის გაფორმების მიზნით სასა-ქონლო დეკლარა-ციის წარდგე-ნის ვადის გაგრძე-ლება საწყო-ბში დროებით დასაწყობების გარეშე) (23.09.2011 N 353ამოქმედდეს 2011 წლის 1 დეკემბრიდან.)
არა უმეტეს 5 კა-ლენ-დარული დღის ვადით – ყოველ კალენდა-რულ დღეზე 20 ლარი;
5 კალენდარულ დღეზე მეტი ვა-დით – 100 ლარს + ყოველ კალენ-დარულ დღეზე 10 ლარი
14
საგადასახადო ორგა-ნოს მიერ წინასწარი გადა-წყვე---ტილების გამოცემა (გარდა 48-ე და 49-ე გრა-ფებით გათვალის-წინებული შემთხვევებისა) (10.08.2011 N 311)
20 სა-მუ-შაო დღე-ზე მეტი
20 სა-მუშაო დღე
1 000 000 ლარზე მეტი კაპიტა-ლის მქონე ან/და 10 000 000 ლარზე მეტი წლიური ბრუნვის მქონე პირებისათვის – 10 000 ლარი;
სხვა პირებისათვის – 5 000 ლარი.
1 000 000 ლარზე მეტი კაპიტა-ლის მქონე ან/და 10 000 000 ლარზე მეტი წლიური ბრუნვის მქონე პირებისათვის – 30 000 ლარი;
სხვა პირებისათვის – 15 000 ლარი.
შენიშვნა: საფასურის ოდენო-ბის განსაზღვრის მიზნები-სათ-ვის მხედველობაში მიიღება პი--რის მიერ საგადასახადო ორგანოში წარდგენილი ბოლო წლიური საგადასახადო დეკლარაციის მონაცემები
15
ვადაგასული ან/და გამოსაყე-ნებლად ან შემდგომი მიწოდე-ბისათვის უვარგისი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის ჩამო-წერის დოკუმენტის დადასტურება
სააღრიცხვო ღირებულების 5%, მაგრამ არანაკლებ 300 და არა უმეტეს 5 000 ლარისა
16
დღგ-ით დასაბეგრ ოპერაციებზე კომპიუტერული წესით ამობეჭ-დი-ლი სპეციალური საგადასახადო ან-გა-რიშ-ფაქტურის გამოყენების უფლების მინიჭება
2 სამუშაო დღე
100 000 ველის გამოყოფა –
10 000 ლარი
(ველის გან-საზღვრა)
17
დღგ-ით დასაბეგრ ოპერაციებზე კომპიუტერული წესით ამობეჭ-დი-ლი სპეციალური საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის ველის გაგრ-ძელება 2 სამუშაო დღე 100 000 ველის გაგრძელება – 2 000 ლარი
18
გადასახადის გადამხდელისათვის ყადაღადადებული/საგადასახადო გირავნობით/იპოთეკით დატვირთუ-ლი ქონების რეალი-ზაციაზე თანხმობის გაცემა
1 სამუშაო დღე
2 სამუშაო დღე
500 ლარი
100 ლარი
19
გადასახადის გადამხდელისათვის ყადაღადადებული ქონების სარგებ-ლობის უფლებით გაცემაზე თანხმობის გაცემა
1 სამუშაო დღე
2 სამუშაო დღე
250 ლარი
50 ლარი
20 ამოღებულია (25.03.2011 N 143)
21 ამოღებულია (25.03.2011 N 143)
22
წამახალისებელი გათამაშების ახალი ეტაპის მოწყობაზე თანხ-მობის გაცემა
1 სამუშაო დღე
3 სამუშაო დღე
500 ლარი
250 ლარი
23
სანებართვო მოწმობის დუბლიკა-ტის გაცემა
1 სამუშაო დღე
10 ლარი
24
აზარტული და მომგებიანი თამა-შობების მოწყობის პირობებში ცვლილებების შეტანაზე თანხ-მობის გაცემა
1 სამუშაო დღე
3 სამუშაო დღე
100 ლარი
50 ლარი
25
აზარტული და მომგებიანი თამა-შობების ნებართვაში (ობიექტის ადგილმდებარეობის) ცვლილებების შეტანა
1 სამუშაო დღე
3 სამუშაო დღე
500 ლარი
100 ლარი
26 დაკარგული ან დაზიანებული სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის გადახდის ნიშნების ნაცვლად ახლის გაცემა 10 სამუშაო დღე 1 სამუშაო დღე 3 სამუშაო დღე უფასო 1 განაცხადზე – 100 ლარი 1 განაცხადზე – 50 ლარი
27 ამოღებულია (21.04.2011 N 183)
28 ამოღებულია (18.11.2011 N 437)
29
ამოღებულია (3.05.2011 N 198)
30
ავტოგასამართ სადგურში მადოზირებელი და მრიცხველი მექანიზმების დალუქვასთან დაკავშირებული მომსახურება
(13.01.2011 N21 ამოქმედდეს 2011 წლის 1 თებერვლიდან) ერთი ლუქისათვის – 12 ლარი 31 GPRS და crypto-ს მოდულის ფისკა-ლური საკონტროლო-სალარო აპარატით უზრუნველყოფა (26.07.2011 N 293) 1 საკონტროლო- სალარო აპარატი – 290 ლარი 32 ამოღებულია (21.01.2011 N27)
33 ჩეკთან გათანაბრებული დოკუმენტების რეგისტრაცია 1 სამუშაო დღე 3 სამუშაო დღე 1 განაცხადზე – 50 ლარი 1 განაცხადზე – 20 ლარი 34 გამარტივებული აღრიცხვის ჟურნალის რეგისტრაცია 1 სამუშაო დღე 20 ლარი 35 საგადასახადო დავალიანების შესახებ ცნობის გაცემა 10 სამუშაო დღე 1 სამუშაო დღე 3 სამუშაო დღე უფასო 20 ლარი 10 ლარი 36 საგადასახადო შედარების აქტის გაფორმება 10 სამუშაო დღე 1 სამუშაო დღე 3 სამუშაო დღე 5 სამუშაო დღე უფასო 250 ლარი 100 ლარი 50 ლარი 37 ნავთობპროდუქტების რეალიზა-ტო-რის სტაციონარული ობიექტისა-თვის შვიდნიშნა კოდის რეგისტ-რა-ცია 1 სამუშაო დღე 1 ობიექტზე – 50 ლარი 38 ნავთობპროდუქტების რეალიზა-ტო-რის სტაციონარული ობიექტის სარგებლობის ვადის გაგრძელება 1 სამუშაო დღე 1 ობიექტზე – 50 ლარი 39 ნავთობპროდუქტების რეალიზა-ტო-რის სტაციონარული ობიექტის მო-სარგებლედ რეგისტრაცია (გარდა იმ პირისა, რომელიც თავის სა-ხელზე არე-გი-სტ-რირებს ან რომელსაც თავის სახელზე და-რეგისტრირე-ბული აქვს მოცე-მუ-ლი სტაციონარული ობიექტის შვიდნიშნა კოდი) 1 სამუშაო დღე 1 ობიექტზე – 50 ლარი 40 გადასახადის გადამხდელის მოწმობის აღდგენა 5 სამუშაო დღე 1 სამუშაო დღე უფასო 10 ლარი 41 ზედმეტად გადახდილი თანხის გა-დატანა ერთი გადასახადის სახი-დან მეორე გადასახადის ვალდებუ-ლებათა ანგარიშზე 5 000 ლარამდე – 50 ლარი 1 000 000 ლარამდე – 200 ლარი 1 000 000 ლარზე მეტი – 1 000 ლარი 42 დღგ-ის ნულოვანი განაკვეთით სარგებლობის დამადასტურებელი სერტიფიკატის გაცემა 10 სამუშაო დღე 2 სამუშაო დღე 5 სამუშაო დღე უფასო 100 ლარი 50 ლარი 43 ორმაგი დაბეგვრის თავიდან ასაცილებლად ცნობის გაცემა 30 კალენდარული დღე 1 სამუშაო დღე 5 სამუშაო დღე უფასო 100 ლარი 50 ლარი 44 ამოღებულია (18.11.2011 N 437) 45 განხორციელებული სასაქონლო ოპერაციების შესახებ ინფორმაციის გაცემა (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ინფორმაციის მიღება ხორციელდება გაფორმების ეკონომიკურ ზონაში საქონლის დეკლარირებისას საქართველოს 10 სამუშაო დღე 3 სამუშაო დღე 1 სამუშაო დღე უფასო 20 ლარი 50 ლარი
საგადასახადო კოდექსის 199-ე მუხლის „დ.დ“ და „დ.ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შეღავათებით სარგებლობისთვის) (31.03.2011 N 152) 46 მონაცემთა ავტომატიზებულ სისტემა „ASYCUDA“-ში თავდაპირველად დაშვება (18.11.2011 N 437) 200 ლარი 47 მონაცემთა ავტომატიზებულ სისტემა ,,ASYCUDA»-ში დაშვებული საწარმოს ან ფიზიკური პირის მიერ საბანკო გარანტიის ვადის გაგრძელება (28.12.2010 N 414) 1 სამუშაო დღე 3 სამუშაო დღე 50 ლარი 20 ლარი 48 წინასწარი გადაწყვეტილება საქონლის მიმართ საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის შესაბამისად სასაქონლო კოდის განსაზღვრის შესახებ (28.12.2010 N 414) 30 სამუშაო დღე 10 სამუშაო დღე 5 სამუშაო დღე უფასო 250 ლარი 500 ლარი 49 წინასწარი გადაწყვეტილება საქონლის წარმოშობის ქვეყნის განსაზღვრის შესახებ (28.12.2010 N 414) 30 სამუშაო დღე 10 სამუშაო დღე 5 სამუშაო დღე უფასო 250 ლარი 500 ლარი 50 ამოღებულია (18.11.2011 N 437) 51 დროებითი შენახვის განაცხადის ელექტრონული დეკლარირებისათვის საწყობების, საწარმოს ან ფიზიკური პირის დაშვება მონაცემთა ავტომატიზებულ სისტემა «ASYCUDA»-ში (28.12.2010 N 414) 20 სამუშაო დღე 3 სამუშაო დღე 1 სამუშაო დღე უფასო 50 ლარი 100 ლარი 52 ამოღებულია (28.12.2010 N 414) 53 დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებულ პირზე მატერიალური სახის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის ფორმის (მათ შორის, კორექტირების საგადასახადო ანგარიშ -ფაქტურის) გაცემა (3.11.2010 N 337) 1 ცალი _ 50 თეთრი 54 საქონლის გაფორმება (გარდა მე-12, 66-ე, 68-ე, 75-ე, 82-ე, 821, 822, 86-ე და 87-ე გრაფებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) (18.11.2011 N 437) 3 000 ლარამდე სატარიფო ღირებულების საქონელზე – ერთ დეკლარაციაზე 150 ლარი; 3 000-დან 15 000 ლარამდე სატარიფო ღირებულების საქონელზე – ერთ დეკლარაციაზე 300 ლარი; 15 000 ლარის ზევით სატარიფო ღირებულების საქონელზე – ერთ დეკლარაციაზე 400 ლარი 55 ამოღებულია (21.12.2010 N 388) 56 ამოღებულია (21.12.2010 N 388)
57 დაინტერესებული პირის მოთხოვნით გაფორმების ეკონომიკური ზონის ტერიტორიაზე სატრანსპორტო საშუალებიდან საქონლის გადმოტვირთვა და იმავე ან სხვა სატრანსპორტო საშუალებაზე დატვირთვა (21.12.2010 N 388) 1 ტონა _ 25 ლარი 58 ამოღებულია (18.11.2011 N 437) 59 გადასახადის გადამხდელის მოთხოვნით მის მიერ წარდგენილი საქონლის რაოდენობის განსაზღვრა (28.12.2010 N 414) 1 კგ _ 0.040 ლარი, 1 მ3 _ 0.20 ლარი, 1 მ2-მდე _ 30 ლარი, 1 მ2-ის ზევით _ 30 ლარს + ყოველ 1 მ2-ზე 0.10 ლარი, 1 მ _ 0.20 ლარი, 1 ცალი _ 0.02 ლარი 60 გადასახადის გადამხდელის მოთხოვნით ექსპერტის მიერ სეს ესნ კოდის დადგენა (11.03.2011 N 121) 1 სახეობის ობიექტი – 15 ლარი 61 გადასახადის გადამხდელის მოთხოვნით მის მიერ წარდგენილი მოძრავი ქონების (საქონლის) საბაზრო (საცალო, საბითუმო) ან/და სატარიფო ღირებულების განსაზღვრა (28.12.2010 N 414) 1 სახეობის ობიექტი 100 ლარამდე _ 10 ლარი, 100-დან 10000 ლარამდე _ 25 ლარი, 10 000 ლარის ზევით _ 150 ლარი 62 გადასახადის გადამხდელის მო-თხოვნით, მექანიკური სატ-რანსპორტო საშუალების (3500 კგ ჩათვლით) ან/და მისაბმე-ლის (3500 კგ ჩათვლით) საბაზ-რო ან/და სატარიფო ღირებუ-ლების განსაზღვრა ან/და ტექ-ნიკური მახასიათებლების დადგენა (23.09.2011 N 368 ) 1 მექანიკური სატრანსპორტო საშუალება/მისაბმელი – 40 ლარი 63 გადასახადის გადამხდელის მო-თხოვნით მექანიკური სატ-რანსპორტო საშუალების (3500 კგ-ზე მეტი) ან/და მისაბმელის (3500 კგ-ზე მეტი) საბაზრო ან/და სატარიფო ღირებულე-ბის განსაზღვრა ან/და ტექნი-კური მახასიათებლების დადგენა (23.09.2011 N 368 ) 1 მექანიკური სატრანსპორტო საშუალება/მისაბმელი – 80 ლარი
64 გადასახადის გადამხდელის მოთხოვნით შერეული საქონლის სატარიფო ღირებულების დადგენა (28.12.2010 N 414) 5000 ლარამდე _ ღირებულების 3%, მაგრამ არანაკლებ 30 ლარისა, 5000-დან 100 000 ლარამდე _ 150 + 5000 ლარის ზევით თანხის 2%, 100 000-დან 1 000 000 ლარამდე _ 2050+100 000 ლარის ზევით თანხის 1%, 1 000 000 ლარის ზევით თანხის 0,8% 65 ამოღებულია (28.12.2010 N 414) 66 საჰაერო ტრანსპორტით შემოტანილი საქონლის გაფორმება (გარდა 87-ე გრაფით გათვალისწინებული შემთხვევისა) (18.11.2011 N 437) 3 000 ლარამდე სატარიფო ღირებულების საქონელზე – ერთ დეკლარაციაზე 150 ლარი; 3 000-დან 15 000 ლარამდე სატარიფო ღირებულების საქონელზე – ერთ დეკლარაციაზე 300 ლარი; 15 000 ლარის ზევით სატარიფო ღირებულების საქონელზე – ერთ დეკლარაციაზე 400 ლარი 67 ამოღებულია (21.01.2011 N27) 68 ,,ფოთის“ გაფორმების ეკო-ნო--მიკურ ზონაში ან პორ-ტალ ,,ბათუმის პორ-ტ-ში“ ფი-ზიკუ-რი პირის მიერ გა-მარ-ტივე-ბუ-ლი დეკლარა-ცი--ით გაცხა-დე-ბული 3 000 ლარამდე სა-ტა-რიფო ღირე-ბუ-ლების სა-ქო-ნ--ლის გა-ფო-რ--მება (24.05.2011 N 221) ერთ დეკლარაციაზე – 20 ლარი 69 ამოღებულია (18.11.2011 N 437)
70 ცხოველთა, მეცხოველეობის ნედლეულისა და პროდუქტების ექსპორტის დროს გამოსაყენებელი ვეტერინარული სერტიფიკატის გაცემა (26.01.2011 N 47) 50 ლარი 71 ფიტოსანიტარიული სერტიფიკატის/რეექსპორტის ფიტოსანიტარიული სერტიფიკატის გაცემა (26.01.2011 N 47) 25 ლარი 72 ფიტოსანიტარიულ კონტროლს დაქვემდებარებული მცენარეული წარმოშობის პროდუქციის იმპორტის ნებართვის გაცემა (26.01.2011 N 47) 20 სამუშაო დღე 10 სამუშაო დღე 5 სამუშაო დღე 1 სამუშაო დღე უფასო; 10 ლარი; 20 ლარი; 25 ლარი 73 ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული პროდუქციის იმპორტის/ტრანზიტის ნებართვის გაცემა (26.01.2011 N 47) 20 სამუშაო დღე 10 სამუშაო დღე 5 სამუშაო დღე 1 სამუშაო დღე უფასო; 20 ლარი; 40 ლარი; 50 ლარი
74 სურსათისა და სურსათთან დაკავშირებული ტარის ჰიგიენური სერტიფიკატის გაცემა, გარდა გამოფენაზე გასატანი ან/და ნიმუშად წარსადგენი სურსათისა და სურსათთან დაკავშირებული ტარისა (26.01.2011 N 47) 50 ლარი 75 ავტოსატრანსპორტო საშუალების დეკლარაციით დეკლარირებული ავტოსატრანსპორტო საშუალების გაფორმება (ექსპორტისა და რეექსპორტის გარდა) (7.06.2011 N 231) ერთ დეკლარაციაზე – 150 ლარი 76 მატერიალური ფორმის საგადასახადო დეკლა-რაციის მიღება (21.04.2011 N 183) ერთი დეკლარაცია – 30 ლარი
77
ამოღებულია (24.05.2011 N 221)
78
ფიზიკური პირისათვის მიკრო ბიზნესის სტატუსის მინიჭება
(25.03.2011 N 143)
10 ლარი
79
მეწარმე ფიზიკური პირისათვის მცირე ბიზნესის სტატუსის მინიჭება (25.03.2011 N 143)
20 ლარი
80
საერთაშორისო ხელშეკრულებით გათვალისწინებული პროექტების განმახორციელებელი პირებისათვის საგადასახადო შეღავათით სარგებლობის შესახებ ცნობის გაცემა (25.03.2011 N 143)
10 სამუშაო დღე;
5 სამუშაო დღე;
1 სამუშაო დღე
უფასო;
1 ცნობა _ 20 ლარი;
1 ცნობა _ 50 ლა-რი
81
საქართველოს საგადასახადო კოდექსის მიზნებისათვის, საწარმოო დანაკარგების მაქსიმალური ზღვრული ოდენობების, საქონლის გამოსავლიანობისა და საწარმოო პროცესთან დაკავშირებული სხვა ტექნიკური ნორმების დადგენა (18.11.2011 N 437)
არა უმეტეს ორი თვე
5 000 ლარი;
82
საქონლის საქართველოს ეკონომიკური საზღვრის გადმოკვეთამდე პირის მიერ „ASYCUDA“-ს მეშვეობით რეგისტრირებული, დეკლარაციით გაცხადებული საქონლის გაფორმება (გარდა მე-12, 68-ე და 75-ე გრაფებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) (18.11.2011 N 437)
3 000 ლარამდე სატარიფო ღირებულების საქონელზე – ერთ დეკლარაციაზე 100 ლარი;
3 000-დან 15 000 ლარამდე სატარიფო ღირებულების საქონელზე – ერთ დეკლარაციაზე 200 ლარი;
15 000 ლარის ზევით სატარიფო ღირებულების საქონელზე – ერთ დეკლარაციაზე 300 ლარი
821
საქონლის საქართველოს ეკონომიკური საზღვრის გადმოკვეთამდე პირის მიერ ელექტრონულად წარდგენილი
3 000 ლარამდე სატარიფო ღირებულების საქონელზე – ერთ დეკლარაციაზე 150 ლარი;
დოკუმენტების საფუძველზე დეკლარაციის შევსება და საქონლის გაფორმება (გარდა მე-12, 68-ე და 75-ე გრაფებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) (18.11.2011 N 437)
3 000-დან 15 000 ლარამდე სატარიფო ღირებულების საქონელზე – ერთ დეკლარაციაზე 300 ლარი;
15 000 ლარის ზევით სატარიფო ღირებულების საქონელზე – ერთ დეკლარაციაზე 400 ლარი;
822
საქონლის საქართველოს ეკონომიკური საზღვრის გადმოკვეთამდე პირის მიერ მატერიალური ფორმით წარდგენილი დოკუმენტების საფუძველზე დეკლარაციის შევსება და საქონლის გაფორმება (გარდა მე-12, 68-ე და 75-ე გრაფებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) (18.11.2011 N 437)
3 000 ლარამდე სატარიფო ღირებულების საქონელზე – ერთ დეკლარაციაზე 150 ლარი;
3 000-დან 15 000 ლარამდე სატარიფო ღირებულების საქონელზე – ერთ დეკლარაციაზე 300 ლარი;
15 000 ლარის ზევით სატარიფო ღირებულების საქონელზე – ერთ დეკლარაციაზე
400 ლარი
83
კონტეინერით/ავტოსატ-რანსპორტო საშუალებით შე-მო-ტანილი, საქარ-თვე-ლოში არარეგისტ-რირებული ავტოსატრან-სპორტო სა-შუალების სა-ქართველოს შინაგან საქ-მეთა სა-მინისტროს მონ-ა-ცემთა ავტომატი-ზებულ ბა-ზაში რეგისტრა-ცია პორ-ტა-ლი ,,ბა-თუმის პორტის“ ან პორ-ტალი ,,ფოთის პორ-ტის“ ან გა-ფ-ორმების დეპა-რ-ტამენ-ტის მიერ
(24.05.2011 N 221)
50 ლარი
84
ფოთის გაფორმების ეკონომიკურ ზონაში აღრიცხვის მოწმობის გამოწერა (გარდა აღრიცხვის მოწმობის გამარტივებულად შევსების, ტრანზიტის, ექსპორტისა და რეექსპორტის შემთხვევებისა) (18.11.2011 N 437)
20 ლარი
85
ამოღებულია (7.06.2011 N 231)
86
სასაქონლო დეკლარაციის წარ-დგენით რეექსპორტში დეკლა-რირებული საქონლის გაფორ-მება (სეს ესნ-ის 8701, 8702, 8703, 8704, 8705 და 8711 (რომ-ლის ძრავას მუშა მოცულობა 50 სმ3-ზე მეტია) და 8716 (მისა-ბ-მე-ლე-ბი და ნახევარმისაბ-მე-ლები) სასაქონლო პოზიციე-ბით გათვალის-წინებული მექანი-კუ-რი სატრანსპორტო საშუალე-ბე-
50 ლარი
ბის გარდა) (23.09.2011 N 353ამოქმედდეს 2011 წლის 1 დეკემბრიდან.)
87
საფოსტო გზავნილით შემო-ტანილი, 10 000 ლარზე მეტი ღირებულების საქონლის გაფორმება (24.05.2011 N 221)
300 ლარი
88
პირისათვის უცხო ქვეყნის მოქა-ლაქეთა მიერ საქართველოში შე-ძენილ საქონელზე გადახდილი დამატებული ღირებულების გა-დასახადის თანხის დაბრუნების სპეციალური ქვითრის გაცემის უფლების მინიჭება (20.07.2011 N 286)
200 ლარი
89
პირისათვის უცხო ქვეყნის მოქალაქეთა მიერ საქართველოში შეძენილ საქონელზე გადახდილი დამატებული ღირებულების გადასახადის თანხის დაბრუნების სპეციალური ქვითრის გაცემის უფლების გაუქმების შემდეგ უფლების ხელმეორედ რეგისტრაცია (26.08.2011 N 324)
500 ლარი
90
TIR რეჟიმში გაწევრიანებისა და TIR მფლობელის სტატუსის მაძიებელი პირისათვის, არსებული მონაცემების საფუძველზე, შესაბამისი ინფორმაციის მიწოდება საავტომობილო გადამზიდავთა ასოციაციაში წარსადგენად (26.08.2011 N 324)
1 სამუშაო დღე – 30 ლარი 3 სამუშაო დღე –15 ლარი
10 სამუშაო დღე – უფასო
91
საქონლის საწყობში, თავისუფალი ვაჭრობის პუნქტში ან სხვა დანიშნულების ადგილზე გამოცხადების დადასტურების მიზნით მათი ავტომატიზებულ სისტემა „ASYCUDA“-ში დაშვება (26.08.2011 N 324)
1 სამუშაო დღე – 200 ლარი 3 სამუშაო დღე – 150 ლარი
92
საერთაშორისო ფინანსური კომ-პანიის სტატუსის, საერთა-შორისო საწარმოს სტატუსის მინიჭება (23.09.2011 N 353 ამოქმედდეს 2011 წლის 1 დეკემბრიდან.)
1 სამუშაო დღე – 200 ლარი;
3 სამუშაო დღე – 150 ლარი
93
ელექტრონული ფორმით საფოსტო გზავნილების რეგისტრაციისათვის საფოსტო გადამზიდავთა დაშვება ინტერნეტ პორტალზე (26.08.2011 N 324)
1 სამუშაო დღე – 200 ლარი 3 სამუშაო დღე – 150 ლარი
94
ამოღებულია (18.11.2011 N 437)
95 საწყობის საქმიანობის ნებართვის გაცემა (23.09.2011 N 353 ამოქმედდეს 2011 წლის 1 დეკემბრიდან.) 3 სამუშაო დღე 3 სამუშაო დღეზე ნაკლები უფასო 100 ლარი
96
წამახალისებელი გათამა-შე-ბის თამაშობის ზოგადი წე-სის შე-თანხმება (27.12.2011 N 495)
10 000 ლარი
97 დამატებული ღირებულე-ბის გადასახადის (დღგ) თანხის დაბრუნების სპეცი-ალური ქვით-რის გამოწე-რის უფლე-ბამოსილი პირის სტიკერით უზრუნველყოფა (27.12.2011 N 495) ერთი სტიკერი – 0.35 ლარი
Comments