საქართველოს მთავრობის დადგენილება N 411 2010 წლის 28 დეკემბერი ქ. თბილისი საწარმოებისათვის აუდიტირებული ფინანსური ანგარიშგების განმახორციელებელ პირთა და სახელმწიფო საწარმოთა ნუსხის დამტკიცების შესახებ


მუხლი 1. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 202-ე მუხ-ლის მე-2 ნაწილის საფუძველზე დამტკიცდეს:
ა) საწარმოებისათვის აუდიტირებული ფინანსური ანგარიშ-გე-ბის განმახორციელებელ პირთა ნუსხა (დანართი N1);
ბ) სახელმწიფო საწარმოთა ნუსხა (დანართი N2).
მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს 2011 წლის 1 იანვრიდან.
პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური
დამტკიცებულია
საქართველოს მთავრობის
2010 წლის 28 დეკემბრის
N 411 დადგენილებით
დანართი N1
საწარმოებისათვის აუდიტირებული ფინანსური ანგარიშგების განმახორციელებელ პირთა ნუსხა
საწარმოებს დასაბეგრი ქონების ღირებულების განსაზღვ-რის მიზნით საქართველოს საგადასახადო კოდექსის 202-ე მუხ-ლის პირველი ნაწილის ,,ა-დ» ქვეპუნქტების მიხედვით გათვა-ლის-წი-ნებული აფასების ვალდებულება არ წარმოეშობათ, თუ ბა-ლანს-ზე რიცხულ უძრავ ქონებას აღრიცხავენ გადაფასების მეთოდის გა-მოყენებით და გააჩნიათ ქვემოთ ჩამოთვლილი ერთ-ერთი პი-რის აუდიტირებული ფინანსური ანგარიშგება:
ა) ფრაისვოთერჰაუსკუპერს (PricewaterhouseCoopers);
ბ) დელოიტი (Deloitte);
გ) ქეი-ფი-ემ-ჯი (KPMG);
დ) ერნსტ ენდ იანგი (Ernst & Young);
ე) გრანთ თორნთონ (Grant Thornton);
ვ) ბიდიო (BDO);
ზ) ბეიკერ ტილი (Baker Tilly);
თ) სმით ენდ ვილიამსონი (Smith & Williamson);
ი) ტენონი (Tenon Group);
კ) პი-ქეი-ეფ (PKF).
დამტკიცებულია
საქართველოს მთავრობის
2010 წლის 28 დეკემბრის
N 411 დადგენილებით
დანართი N2
სახელმწიფო საწარმოთა ნუსხა
დასაბეგრი ქონების ღირებულების განსაზღვრის მიზნით სა-ქართველოს საგადასახადო კოდექსის 202-ე მუხლის პირველი ნა-წილის ,,ა-დ» ქვეპუნქტების მიხედვით გათვალისწინებული აფასე-ბის ვალდებულება არ წარმოეშობათ შემდეგ სახელმწიფო საწარ-მოებს:
ა) შპს ,,საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციას»;
ბ) შპს ,,ენგურჰესს»;
გ) სს ,,გაერთიანებულ ენერგეტიკულ სისტემა ,,საქრუს-ენერ-გოს»;
დ) შპს ,,საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემას»;
ე) შპს ,,საქართველოს რკინიგზას»;
ვ) შპს ,,რეილვეი ფროფერტი მენეჯმენტს»;
ზ) შპს ,,რკინიგზის ტელეკომს»;
თ) შპს ,,ჯორჯიან რეილვეი ტრანსკონტეინერს»;
ი) შპს ,,ჯორჯიან რეილვეი ქონსტრაქშენს»;
კ) შპს ,,ვარდნილჰესების კასკადს»;
ლ) შპს ,,მარაბდა-კარწახის რკინიგზას.
მ) შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომ--პანიას. (11.03.2011 N 123)
Comments