საქართველოს მთავრობის დადგენილება №295 2011 წლის 26 ივლისი ქ. თბილისი იმ პირთა განსაზღვრის თაობაზე, რომელთაც შესაძლებელია გადაეცეთ იდენტიფიცირებული ინფორმაცია გადასახადის გადამხდელის შესახებ


მუხლი 1. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 39-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ი“ ქვეპუნქტის შესაბამისად სსიპ – შემოსავლების სამსახური უფლებამოსილია, რომ სს „კრედიტინფო საქართველოს“ (ს/ნ 204470740) გადასცეს იდენტიფიცირებული ინფორმაცია – 1 000 ლარამდე საგადასახა-დო დავალიანების მქონე ფიზიკური პირის მიერ გადაუხდელი გადასახა-დების ან/და სანქციების შესახებ.
მუხლი 2. სს „კრედიტინფო საქართველო“ (ს/ნ 204470740) უფლე-ბამოსილია, რომ კომერციულ ბანკს გადასცეს სსიპ – შემოსავლების სამ-სახურის მიერ გადაცემული იდენტიფიცირებული ინფორმაცია – 1 000 ლა-რამდე საგადასახადო დავალიანების მქონე ფიზიკური პირის მიერ გა-და-უხ-დელი გადასახადების ან/და სანქციების შესახებ.
მუხლი 3. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2011 წლის 25 ივლისიდან წარმოშობილ სამართ-ლებ-რივ ურთიერთობებზე.
პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური
Comments