საქართველოს პრეზიდენტის ბ რ ძ ა ნ ე ბ უ ლ ე ბ ა N 326 2001 წლის 13 აგვისტო ქ.თბილისი საქართველოში საიმპორტო საქონლისათვის გრანტისა და ჰუმანიტარული დახმარების სტატუსის მინიჭების, მისი აღრიცხვისა და გამოყენების შესახებ“ დებულების თაობაზე (3.10.2006 N583)


საქართველოში გრანტითა და ჰუმანიტარული დახმარების მიზნით შემოსატანი საქონლისათვის გრანტისა და ჰუმანიტარული დახმარების სტატუსის მინიჭების, მისი აღრიცხვის, გამოყენებისა და მონიტორინგის გაუმჯობესების და ამ სფეროში არსებული ხარვეზების აღმოფხვრის მიზნით; (3.10.2006 N583)
1. დამტკიცდეს დებულება „საქართველოში საიმპორტო საქონლისათვის გრანტისა და ჰუმანიტარული დახმარების სტატუსის მინიჭების, მისი აღრიცხვისა და გამოყენების შესახებ; (3.10.2006 N583)
2. გაუქმდეს:
ა) „გრანტით მიღებული საქონლის საქართველოს საბაჟოზე გატარების წესის, გრანტების აღრიცხვისა და გამოყენების კონტროლის შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 23 ივნისის N 322 ბრძანებულება;
ბ) „საქართველოს ტერიტორიაზე ჰუმანიტარული დახმარების გზით შემოტანილი საქონლის ჰუმანიტარული ხასიათის დადგენის შესახებ” საქართველოს ვაჭრობისა და საგარეო-ეკონომიკური ურთიერთობების სამინისტროს 1998 წლის 22 ოქტომბრის N59 ბრძანება.
ე. შევარდნაძე
დამტკიცებულია
საქართველოს პრეზიდენტის
2001 წლის 13 აგვისტოს
N 326 ბრძანებულებით
დებულება (3.10.2006 N583)
საქართველოში საიმპორტო საქონლისათვის გრანტისა და ჰუმანიტარული დახმარების სტატუსის მინიჭების, მისი აღრიცხვისა და გამოყენების შესახებ
დებულება შემუშავებულია საქართველოში საიმპორტო საქონლისათვის გრანტისა და ჰუმანიტარული დახმარების სტატუსის მინიჭების, მისი აღრიცხვის,
გამოყენებისა და მონიტორინგის მოწესრიგების მიზნით. (3.10.2006 N583)
თავი I.
მუხლი 1. (3.10.2006 N583)
ამ დებულების პირველი თავის მიზნებისათვის გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი განმარტებები:
1. დონორი – ორგანიზაცია, რომელიც ხელშეკრულების ან წერილობითი გადაწყვეტილების საფუძველზე გამოყოფს ჰუმანიტარულ საქონელს მიმღებისათვის უსასყიდლოდ გადასაცემად.
2. ჰუმანიტარული დახმარების პროგრამის განმახორციელებელი ორგანიზაცია – იურიდიული პირი, ფილიალი, წარმომადგენლობა ან უშუალოდ დონორი, რომელიც მიმღებს დადგენილი წესით უნაწილებს ჰუმანიტარულ საქონელს. თუ დონორი უშუალოდ ახორციელებს ჰუმანიტარული დახმარების პროგრამას, მასვე ეკისრება იმ უფლება-მოვალეობათა შესრულება, რომლებსაც განსაზღვრავს ეს დებულება ჰუმანიტარული დახმარების პროგრამის განმახორციელებელი ორგანიზაციისათვის.
3. მიმღები – იურიდიული ან ფიზიკური პირი, სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის (მმართველობის) ორგანო, რომელიც იღებს ჰუმანიტარული დახმარების პროგრამით გათვალისწინებულ ჰუმანიტარულ საქონელს.
4. მონეტიზაცია – ჰუმანიტარული დახმარების სტატუსის მქონე საქონლის რეალიზაცია, გაცვლითი ოპერაციები (ბარტერული ოპერაციები).
5. ჰუმანიტარული დახმარების პროგრამა – ცალკეული ღონისძიება ან ღონისძიებათა ერთობლიობა, რომელიც ითვალისწინებს მიმღებთათვის დახმარების უსასყიდლოდ გაწევას.
6. საქონელი – ყველა საქონელი, საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით განსაზღვრული საქონლის გარდა.
7. ჰუმანიტარული დახმარების განაწილების წინასწარი გეგმა – კონკრეტული საქონლის განაწილების გეგმა, რომელსაც ჰუმანიტარული დახმარების პროგრამის განმახორციელებელი ორგანიზაცია წარუდგენს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს - შემოსავლების სამსახურს (შემდეგში - შემოსავლების სამსახური) ამ საქონლისათვის ჰუმანიტარული დახმარების სტატუსის მისანიჭებლად. (16.11.2010 N 926)
მუხლი 2. (14.06.2010 N 417)
1. ჰუმანიტარული დახმარების პროგრამის განმახორციელებელმა ორგანიზაციამ საიმპორტო საქონლისათვის ჰუმანიტარული დახმარების სტატუსის მისანიჭებლად შემოსავლების სამსახურში მატერიალური ან ელექტრონული ფორმით უნდა წარადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია: (16.11.2010 N 926)
ა) ჰუმანიტარული დახმარების პროგრამის განმახორციელებელი ორგანიზაციის განცხადება საიმპორტო საქონლისათვის ჰუმანიტარული დახმარების სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით; (16.11.2010 N 926)
ბ) ჰუმანიტარული დახმარების პროგრამის განმახორციელებელი ორგანიზაციის წესდების ასლი;
გ) დონორსა და ჰუმანიტარული დახმარების პროგრამის განმახორციელებელ ორგანიზაციას შორის დადებული ხელშეკრულების ან ჰუმანიტარული საქონლის გამოყოფის შესახებ დონორის წერილობითი გადაწყვეტილების ასლი, რომელშიც მითითებული უნდა იყოს: ჰუმანიტარული დახმარების პროგრამის განმახორციელებელი ორგანიზაცია (ან მიმღები), რომელი ჰუმანიტარული დახმარების პროგრამისათვის იგზავნება საქონელი, საქონლის დასახელება, რაოდენობა, ღირებულება და ჰუმანიტარული დახმარების მიზანი;
დ) საქონლის ინვოისის (ან პროფორმა ინვოისის ან ანგარიშფაქტურის) ასლი;
ე) თუ ხელშეკრულება ან წერილობითი გადაწყვეტილება სრულყოფილად არ ასახავს ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ” ქვეპუნქტში ჩამოთვლილ მოთხოვნებს, ჰუმანიტარული დახმარების პროგრამის განმახორციელებელმა ორგანიზაციამ ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ” ქვეპუნქტით მოთხოვნილი ინფორმაცია უნდა აღნიშნოს განცხადებაში. ამასთან, თუ საქონელი ექვემდებარება განაწილებას, წარმოდგენილი უნდა იქნეს ჰუმანიტარული დახმარების განაწილების წინასწარი გეგმაც. (16.11.2010 N 926)
2. უცხო ენაზე შედგენილ ყოველ დოკუმენტს, რომელსაც ჰუმანიტარული დახმარების პროგრამის განმახორციელებელი ორგანიზაცია წარუდგენს შემოსავლების სამსახურს (16.11.2010 N 926), უნდა ერთვოდეს სანოტარო წესით დამოწმებული თარგმანი.
3. შემოსავლების სამსახური (16.11.2010 N 926) საქონელს ჰუმანიტარული დახმარების სტატუსს არ ანიჭებს ამ მუხლით გათვალისწინებული დოკუმენტაციის წარმოდგენის გარეშე.
მუხლი 21 (20.10.2005 N 841)
1. საგანგებო სიტუაციების, ბუნებრივი და ტექნოგენური კატასტროფების თავიდან აცილების, მათი შედეგების შემსუბუქებისა და ლიკვიდაციის მიზნით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელზე საზღვარგარეთიდან უსასყიდლოდ გადმოცემული მატერიალური და ფინანსური საშუალებები ითვლება ჰუმანიტარული დახმარების სტატუსის მქონედ და, შესაბამისად, მათზე არ ვრცელდება ჰუმანიტარული დახმარების სტატუსის მისაღებად ამ დებულების მე-2 მუხლითა და მე-3 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნები. (14.06.2010 N 417)
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საქონელი, რომელიც განკუთვნილია მრავალჯერადი მოხმარებისათვის, რჩება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განკარგულებაში საგანგებო სიტუაციების დროს შემდგომი გამოყენებისათვის.
3. ამ მუხლის საფუძველზე ჰუმანიტარული დახმარების პროგრამის განხორციელების შესახებ ანგარიში წარედგინება შემოსავლების სამსახურს (16.11.2010
N 926) ამ დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ვადების შესაბამისად. ამასთან, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო საზღვარგარეთიდან მატერიალური და ფინანსური საშუალებების უსასყიდლოდ გადმოცემის თაობაზე წერილობით ინფორმაციას წინასწარ აწვდის საქართველოს ფინანსთა სამინისტროს. (14.06.2010 N 417)
მუხლი 3. (16.11.2010 N 926)
1. შემოსავლების სამსახური ამ დებულებით განსაზღვრული სრულყოფილი დოკუმენტაციის მიღებიდან 10 სამუშაო დღეში საქართველოში საიმპორტო საქონელს ანიჭებს ჰუმანიტარული დახმარების სტატუსს ან იღებს დასაბუთებულ გადაწყვეტილებას სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის შესახებ.
2. შემოსავლების სამსახური აღრიცხავს საქართველოში ჰუმანიტარული დახმარების სტატუსით იმპორტირებულ საქონელს. სრულყოფილად აღრიცხვის მიზნით, ჰუმანიტარული დახმარების პროგრამის განმახორციელებელი ორგანიზაცია ვალდებულია, საიმპორტო საქონელზე ჰუმანიტარული დახმარების სტატუსის მინიჭებიდან 30 კალენდარულ დღეში შემოსავლების სამსახურს წარუდგინოს ანგარიში ჰუმანიტარული სტატუსით იმპორტირებული საქონლის განაწილების შესახებ (თუ საქონელი ექვემდებარებოდა განაწილებას). იმ შემთხვევაში, თუ ჰუმანიტარული დახმარების განაწილების ვადა აღემატება 30 კალენდარულ დღეს, ჰუმანიტარული დახმარების პროგრამის განმახორციელებელი ორგანიზაცია ვალდებულია, შემოსავლების სამსახურს ყოველი თვის 10 რიცხვამდე წარუდგინოს მიმდინარე ანგარიში. წარმოდგენილი ანგარიში (თითოეული გვერდი) ხელმოწერილი უნდა იყოს ჰუმანიტარული დახმარების განმახორციელებელი ორგანიზაციის ხელმძღვანელი პირის მიერ.
მუხლი 4. (16.11.2010 N 926)
1. შემოსავლების სამსახური ახდენს ჰუმანიტარული დახმარების სტატუსით იმპორტირებული საქონლის განაწილების მონიტორინგს, რაც მოიცავს ჰუმანიტარული დახმარების პროგრამის განმახორციელებელი ორგანიზაციის მიერ შემოსავლების სამსახურში წარდგენილი ანგარიშის ჰუმანიტარული დახმარების განაწილების წინასწარ გეგმასთან შედარებასა და ანალიზს.
2. იმ შემთხვევაში, თუ რაიმე დამაბრკოლებელი გარემოების გამო ვერ ხერხდება ჰუმანიტარული დახმარების პროგრამის განმახორციელებელი ორგანიზაციის მიერ ჰუმანიტარული დახმარების სტატუსით იმპორტირებული საქონლის განაწილება (განაწილების წინასწარი გეგმის შესაბამისად), ჰუმანიტარული დახმარების განმახორციელებელი ორგანიზაცია ვალდებულია, ანგარიშის წარდგენის ვადაში შემოსავლების სამსახურს წარუდგინოს განმარტება დამაბრკოლებელი გარემოების არსებობის შესახებ და შეუთანხმოს გასანაწილებელი საქონლის შემდგომი განაწილების (გამოყენების) მიმართულებები.
3. შემოსავლების სამსახური განიხილავს ჰუმანიტარული დახმარების განმახორციელებელი ორგანიზაციის მიერ წარდგენილ, ამ მუხლის მე-2 პუნქტში
აღნიშნულ განმარტებას და გასანაწილებელი საქონლის შემდგომი განაწილების (გამოყენების) მიმართულებებს და განმარტების მიღებიდან 10 სამუშაო დღეში შესაბამისი გადაწყვეტილების შესახებ აცნობებს ჰუმანიტარული დახმარების განმახორციელებელ ორგანიზაციას.
4. ამ მუხლის მე-2 პუნქტში აღნიშნული განმარტების ან ანგარიშების დადგენილ ვადებში წარუდგენლობის, ასევე ჰუმანიტარული დახმარების წინასწარი განაწილების გეგმის შეუსაბამოდ განაწილების შემთხვევაში, შემოსავლების სამსახური იღებს გადაწყვეტილებას საქართველოში საიმპორტო საქონლისათვის მინიჭებული ჰუმანიტარული დახმარების სტატუსის გაუქმების თაობაზე.
5. შემოსავლების სამსახური ჰუმანიტარული დახმარების სტატუსს აუქმებს ჰუმანიტარული დახმარების პროგრამის განმახორციელებელი ორგანიზაციის განცხადების საფუძველზეც, რომელშიც მითითებული უნდა იყოს სტატუსის გაუქმების მიზეზები.
6. საქონლისათვის ჰუმანიტარული დახმარების სტატუსის გაუქმების შემთხვევაში, აღნიშნული საქონლის იმპორტი და შემდგომი გადაცემა დაიბეგრება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
7. ამ დებულების 21 მუხლით განსაზღვრული პირობების დარღვევით ჰუმანიტარული საქონლის განაწილებისას უქმდება ჰუმანიტარული დახმარების სტატუსი და საქონელი იბეგრება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
8. საქონელი, რომელსაც მიენიჭება ჰუმანიტარული დახმარების სტატუსი, არ ექვემდებარება მონეტიზაციას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მონეტიზაციის პროგრამა შეთანხმებულია შემოსავლების სამსახურთან და როდესაც აღნიშნული პროგრამა ითვალისწინებს საქონლის მონეტიზაციის შედეგად მიღებული თანხის სახელმწიფო ბიუჯეტში მობილიზებას.
თავი II
მუხლი 5. (14.06.2010 N 417)
1. საიმპორტო საქონლისათვის გრანტის სტატუსის მისანიჭებლად გრანტის მიმღები ვალდებულია შემოსავლების სამსახურში მატერიალური ან ელექტრონული ფორმით წარადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია: (16.11.2010 N 926)
ა) გრანტის მიმღების განცხადება; (16.11.2010 N 926)
ბ) გრანტის გამცემსა და გრანტის მიმღებს შორის გაფორმებული ხელშეკრულების ან გრანტის გამოყოფის შესახებ გრანტის გამცემის წერილობითი გადაწყვეტილების ასლი, რომელიც უნდა აკმაყოფილებდეს „გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნებს;
გ) გრანტის მიმღები ორგანიზაციის წესდების ასლი;
დ) საიმპორტო საქონლის ინვოისის (ან პროფორმა ინვოისის ან ანგარიშფაქტურის) ასლი;
ე) საქართველოს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ან პასპორტის ასლი, თუ გრანტის მიმღები საქართველოს მოქალაქეა.
2. უცხო ენაზე შედგენილ ყოველ დოკუმენტს, რომელსაც გრანტის მიმღები წარუდგენს შემოსავლების სამსახურს (16.11.2010 N 926), უნდა ერთვოდეს სანოტარო წესით დამოწმებული თარგმანი.
3. შემოსავლების სამსახური ამ მუხლით განსაზღვრული სრულყოფილი დოკუმენტაციის მიღებიდან 10 სამუშაო დღეში საქართველოში საიმპორტო საქონელს ანიჭებს გრანტის სტატუსს ან იღებს დასაბუთებულ გადაწყვეტილებას გრანტის სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის შესახებ. (16.11.2010 N 926)
4. გრანტის მიმღების განცხადების საფუძველზე, რომელშიც მითითებული უნდა იყოს გრანტის სტატუსის გაუქმების მიზეზები, შემოსავლების სამსახური იღებს გადაწყვეტილებას საქართველოში საიმპორტო საქონლისათვის მინიჭებული გრანტის სტატუსის გაუქმების თაობაზე. (16.11.2010 N 926)
5. საქონლისათვის გრანტის სტატუსის გაუქმების შემთხვევაში, აღნიშნული საქონლის იმპორტი დაიბეგრება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
Comments