მუხლი 11. გარდამავალი დებულებანი

1. საქართველოს მთავრობამ 2015 წლის 1 ივლისამდე მიიღოს სურსათად/ცხოველის საკვებად განკუთვნილი გენმოდიფიცირებული ორგანიზმებისა და მათგან წარმოებული გენმოდიფიცირებული პროდუქტის ეტიკეტირების წესის შესახებ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტი.

2. საქართველოს მთავრობამ 2015 წლის 1 ივლისამდე უზრუნველყოს შესაბამისი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების ამ კანონთან შესაბამისობა.

3. საქართველოს ფინანსთა მინისტრმა 2015 წლის 1 ივლისამდე უზრუნველყოს „სურსათად/ცხოველის საკვებად განკუთვნილი გენმოდიფიცირებული ორგანიზმებისა და მათგან წარმოებული გენმოდიფიცირებული პროდუქტის იმპორტისას საბაჟო კონტროლის განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ“ ბრძანების გამოცემა.

4. ამ კანონის მოქმედება ვრცელდება 2015 წლის 1 ივლისიდან  ბაზარზე განთავსებულ და იმპორტირებულ სურსათად/ცხოველის საკვებად განკუთვნილ გენმოდიფიცირებულ ორგანიზმებსა და გენმოდიფიცირებულ პროდუქტზე.

საქართველოს კანონი სურსათად/ცხოველის საკვებად განკუთვნილი გენეტიკურად მოდიფიცირებული ორგანიზმებისა და მათგან წარმოებული გენმოდიფიცირებული პროდუქტის ეტიკეტირების შესახებ