მუხლი 01. კანონის მიზნები

ამ კანონის მიზნებია:

ა) მომხმარებელთა ინფორმირება სურსათად/ცხოველის საკვებად განკუთვნილი გენეტიკურად მოდიფიცირებული ორგანიზმებისა და მათგან წარმოებული გენმოდიფიცირებული პროდუქტის შესახებ;

ბ) მომხმარებელთა ინტერესების დაცვა, რათა მათ ჰქონდეთ თავისუფალი არჩევანის საშუალება;

გ) სურსათად/ცხოველის საკვებად განკუთვნილი გენეტიკურად მოდიფიცირებული ორგანიზმებისა და მათგან წარმოებული გენმოდიფიცირებული პროდუქტის ეტიკეტირების წესების დადგენა და მათ შესრულებაზე სახელმწიფო კონტროლის განხორციელება;

დ) სურსათად/ცხოველის საკვებად განკუთვნილი გენეტიკურად მოდიფიცირებული ორგანიზმებისა და მათგან წარმოებული გენმოდიფიცირებული პროდუქტის ეტიკეტირების სფეროში ევროკავშირის კანონმდებლობითა და სხვა საერთაშორისო აქტებით დადგენილ სამართლებრივ ნორმებთან საქართველოს კანონმდებლობის  დაახლოებისა და ჰარმონიზაციის ხელშეწყობა.

საქართველოს კანონი სურსათად/ცხოველის საკვებად განკუთვნილი გენეტიკურად მოდიფიცირებული ორგანიზმებისა და მათგან წარმოებული გენმოდიფიცირებული პროდუქტის ეტიკეტირების შესახებ