მუხლი 42. გამოქვეყნება და გასაჩივრება

1. სასაქონლო ნიშნის საერთაშორისო რეგისტრაციის მონაცემები ქვეყნდება ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის (ისმო) საერთაშორისო ბიუროს ჟურნალში.

2. საერთაშორისო სასაქონლო ნიშნისათვის საქართველოში დაცვის მინიჭების თაობაზე დადებითი გადაწყვეტილების გამოტანის შემთხვევაში, ბიულეტენში გადაწყვეტილების მიღებიდან ერთი თვის ვადაში დამატებით ქვეყნდება საერთაშორისო რეგისტრაციის თარიღი და ნომერი.  (20.12.2005 N 2380 ძალაშია 2006 წლის 1 მარტიდან)

3. ამ კანონის მე-16 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული გასაჩივრების ვადა აითვლება სასაქონლო ნიშნის საერთაშორისო რეგისტრაციის თარიღისა და ნომრის ბიულეტენში გამოქვეყნების დღიდან.

საქართველოს კანონი სასაქონლო ნიშნების შესახებ