მუხლი 41. მადრიდის შეთანხმების ოქმის მიხედვით საერთაშორისო

 რეგისტრაციის საფუძველზე საქართველოზე გავრცელებული სასაქონლო ნიშნის ექსპერტიზა (20.12.2005 N 2380 ძალაშია 2006 წლის 1 მარტიდან)

 1. სასაქონლო ნიშანზე, რომლისთვისაც საქართველოში დაცვის მინიჭება მოითხოვება მისი საერთაშორისო რეგისტრაციის საფუძველზე მადრიდის შეთანხმების ოქმის მიხედვით (შემდეგში – საერთაშორისო სასაქონლო ნიშანი), ტარდება მხოლოდ არსობრივი ექსპერტიზა.

2. ამ კანონის I–V თავებში გამოყენებული ტერმინის „რეგისტრაცია“ ნაცვლად საერთაშორისო სასაქონლო ნიშნებთან მიმართებაში გამოყენებულ იქნეს ტერმინი „დაცვა“.

საქართველოს კანონი სასაქონლო ნიშნების შესახებ