მუხლი 40. ჩანაწერი საერთაშორისო რეგისტრაციის შესახებ

1. თუ საერთაშორისო რეგისტრაცია წარმოებს ”საქპატენტში“ შეტანილი განაცხადის საფუძველზე, საერთაშორისო რეგისტრაციის თარიღი და ნომერი შეტანილი იქნება განაცხადის მონაცემებში.                            

2. თუ საერთაშორისო რეგისტრაცია წარმოებს ”საქპატენტში“ სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის საფუძველზე, საერთაშორისო რეგისტრაციის თარიღი და ნომერი შეტანილი იქნება რეესტრში.

3. თუ საერთაშორისო რეგისტრაცია წარმოებს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, საერთაშორისო რეგისტრაციის თარიღი და ნომერი შეტანილი იქნება რეესტრში სასაქონლო ნიშნის ”საქპატენტში“ რეგისტრაციის შემდეგ.

საქართველოს კანონი სასაქონლო ნიშნების შესახებ