მუხლი 36. კოლექტიური ნიშნის დებულებაში ცვლილებების შეტანა

1. კოლექტიური ნიშნის მფლობელი ვალდებულია შეატყობინოს ”საქპატენტს“ კოლექტიური ნიშნის დებულებაში ნებისმიერი ცვლილების შეტანის თაობაზე.

2. კოლექტიური ნიშნის დებულების ცვლილებისას გათვალისწინებულ უნდა იქნეს ამ კანონის 31-ე და 32-ე მუხლების მოთხოვნები.

საქართველოს კანონი სასაქონლო ნიშნების შესახებ