მუხლი 32. კოლექტიური ნიშნის დებულება

1. განაცხადი კოლექტიურ ნიშანზე უნდა აკმაყოფილებდეს ამ კანონის მე-9 მუხლის მოთხოვნებს. განაცხადს თან უნდა დაერთოს კოლექტიური ნიშნის დებულება.

2. კოლექტიური ნიშნის დებულება უნდა შეიცავდეს:

ა) გაერთიანების სახელწოდებას;

ბ) გაერთიანების წევრთა სახელწოდებასა და იურიდიულ მისამართს;

გ) გაერთიანების მიზანს;

დ) კოლექტიური ნიშნით სარგებლობისა  და მისი გამოყენების კონტროლის  პირობებს;

ე) გაერთიანების წევრთა უფლებამოვალეობებს კოლექტიურ ნიშანზე უფლებების დარღვევასთან დაკავშირებით;

ვ) იმ საქონლის ჩამონათვალსა და ერთიან მახასიათებლებს ან საერთო მაჩვენებლებს, რომლისთვისაც განკუთვნილია კოლექტიური ნიშანი.

3. თუ კოლექტიური ნიშანი შეიცავს გეოგრაფიულ სახელს, დებულება უნდა ითვალისწინებდეს, რომ ნებისმიერ პირს, რომლის საქონელი წარმოიშვა აღნიშნულ გეოგრაფიულ რეგიონში და აკმაყოფილებს დებულებით განსაზღვრულ კოლექტიური ნიშნის გამოყენების პირობებს, უფლება აქვს გახდეს გაერთიანების წევრი და ჰქონდეს ამ ნიშნით სარგებლობის უფლება.

4. ნებისმიერ დაინტერესებულ პირს უფლება აქვს გაეცნოს კოლექტიური ნიშნის დებულებას.

საქართველოს კანონი სასაქონლო ნიშნების შესახებ