მუხლი 19. რეესტრში ცვლილებების შეტანა

1. ამ კანონის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული რეგისტრაციისათვის სავალდებულო მონაცემების თითოეული ცვლილება შეტანილი იქნება რეესტრში სასაქონლო ნიშნის მფლობელის ან მისი წარმომადგენლის განცხადების საფუძველზე. ამასთანავე, სასაქონლო ნიშნის ცვლილებისას დასაშვებია მხოლოდ ისეთი უმნიშვნელო ცვლილება, რომელიც არ აფართოებს მისი დაცვის ფარგლებს, ხოლო საქონლის ჩამონათვლის ცვლილებისას დასაშვებია მხოლოდ მისი შეზღუდვა ან დაზუსტება. ცვლილება ძალაშია მხოლოდ მისი რეგისტრაციის შემდეგ.  (20.12.2005 N 2380 ძალაშია 2006 წლის 1 მარტიდან)

2. რეესტრში შეტანილი ცვლილებები ქვეყნდება მომდევნო ბიულეტენში.

3. ცვლილებები შეტანილი იქნება მოწმობაშიც.

საქართველოს კანონი სასაქონლო ნიშნების შესახებ