მუხლი 16. ექსპერტიზის გადაწყვეტილების გასაჩივრება სააპელაციო პალატაში

1. განმცხადებელს ფორმალური მოთხოვნების ექსპერტიზის გადაწყვეტილება განაცხადის განხილვაზე უარის თქმის შესახებ შეუძლია გაასაჩივროს სააპელაციო პალატაში გადაწყვეტილების მიღებიდან 3 თვის ვადაში.

2. განმცხადებელს არსობრივი ექსპერტიზის გადაწყვეტილება სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ საქონლის მთლიანი ჩამონათვალის ან მისი ნაწილის მიმართ შეუძლია გაასაჩივროს სააპელაციო პალატაში გადაწყვეტილების მიღებიდან 3 თვის ვადაში.

3. ამოღებულია (20.12.2005 N 2380 ძალაშია 2006 წლის 1 მარტიდან)

4. განაცხადის მონაცემების ბიულეტენში გამოქვეყნებიდან 3 თვის ვადაში ნებისმიერ დაინტერესებულ პირს უფლება აქვს სააპელაციო პალატაში გაასაჩივროს სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილება მხოლოდ იმ მოტივით, რომ დარღვეულია ამ კანონის მე-4 ან მე-5 მუხლის მოთხოვნები. ამასთანავე, დაუშვებელია სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების საფუძველზე სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრება სააპელაციო პალატაში იმავე საფუძვლით. (20.12.2005 N 2380 ძალაშია 2006 წლის 1 მარტიდან)

5. სააპელაციო პალატა საჩივარს იხილავს მისი შეტანის დღიდან 3 თვის ვადაში.  (20.12.2005 N 2380 ძალაშია 2006 წლის 1 მარტიდან)

6. სააპელაციო პალატის გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში.

საქართველოს კანონი სასაქონლო ნიშნების შესახებ