მუხლი 09. განაცხადი სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციაზე

1. განაცხადი სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციაზე წარედგინება ”საქპატენტს“ განმცხადებლის ან მისი წარმომადგენლის მიერ.

2. განაცხადი  ივსება დადგენილი წესით, ქართულ ენაზე.

3. უცხოელი განმცხადებელი, რომელსაც არა აქვს მუდმივი საცხოვრებელი ადგილი ან მოქმედი საწარმო საქართველოს ტერიტორიაზე, ”საქპატენტთან“ ურთიერთობას  წარმართავს მხოლოდ ”საქპატენტში“ რეგისტრირებული წარმომადგენლის  პატენტრწმუნებულის მეშვეობით. ამოღებულ იქნეს 28.06.2010. N3159 ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან 1 თვის გასვლისთანავე.))

4. განაცხადი ეხება მხოლოდ ერთ სასაქონლო ნიშანს.

5. განაცხადი შეიცავს:

ა) თხოვნას სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის შესახებ;

ბ) განმცხადებლის სრულ სახელს (სახელწოდებას) და იურიდიულ მისამართს;

გ) სასაქონლო ნიშნის გამოსახულებას;

დ) იმ საქონლის ჩამონათვალს, რომლისთვისაც მოითხოვება სასაქონლო ნიშნის რეგისტრაცია. დასაშვებია საქონლის ჩამონათვალის უცხო ენაზე წარდგენა დანართის სახით, რომლის ქართულ ენაზე თარგმანიც ”საქპატენტს“ წარედგინება განაცხადის შეტანის დღიდან ერთი თვის ვადაში;

ე) წარმომადგენლის ვინაობას და მისამართს, თუ განაცხადი შეტანილია წარმომადგენლის მიერ;

ვ) განმცხადებლის ან წარმომადგენლის ხელმოწერას განაცხადზე.

6. განაცხდის ექსპერტიზისათვის აუცილებელი სხვა მონაცემებისა და საბუთების ნუსხა, მისი წარდგენის ვადები და პირობები განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.

საქართველოს კანონი სასაქონლო ნიშნების შესახებ