მუხლი 02. კანონში გამოყენებული ტერმინების განმარტება

კანონში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:

ა) ”საქპატენტი“ _ საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც ინტელექტუალური საკუთრების დაცვის სფეროში სამართლებრივად უზრუნველყოფს ფიზიკური და იურიდიული პირების უფლებებს;

(ა) ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრი „საქპატენტი“ (შემდგომში – საქპატენტი) – საქართველოს საპატენტო კანონით განსაზღვრული საჯარო სამართლის იურიდიული პირი; (28.06.2010. N3159 ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან 1 თვის გასვლისთანავე.))

ბ) პარიზის კონვენცია _ 1883 წლის 20 მარტს ხელმოწერილი სამრეწველო საკუთრების დაცვის პარიზის კონვენცია (გადასინჯულია სტოკჰოლმში 1967 წლის 14 ივლისს, შესწორებულია 1979 წლის 28 სექტემბერს);

გ) მადრიდის შეთანხმების ოქმი – „1989 წლის 27 ივნისს ხელმოწერილი ნიშნების საერთაშორისო რეგისტრაციის შესახებ მადრიდის შეთანხმების ოქმი; (20.12.2005 N 2380 ძალაშია 2006 წლის 1 მარტიდან)

დ) საერთაშორისო კლასიფიკატორი _ 1957 წლის 15 ივნისს ნიცის შეთანხმებით მიღებული და ხელმოწერილი საქონლისა და მომსახურების საერთაშორისო კლასიფიკატორი (გადასინჯულია სტოკჰოლმში 1967 წლის 14 ივლისს, ჟენევაში 1977 წლის 13 მაისს);

ე) მოწმობა _ ამ კანონის შესაბამისად სასაქონლო ნიშნის მფლობელის სახელზე გაცემული დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს მის განსაკუთრებულ უფლებებს;

ვ) განაცხადი - მოწმობის გასაცემად აუცილებელი საბუთების ერთობლიობა, რომელიც ფორმდება დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად;

ზ) განმცხადებელი - ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც ითხოვს მოწმობას;

თ) პრიორიტეტი - უპირატესობა, რომლითაც სარგებლობს განაცხადი მასზე გვიან შეტანილ განაცხადთან შედარებით;

ი) საკონვენციო პრიორიტეტი - პარიზის კონვენციის მე-4 მუხლის თანახმად დადგენილი პრიორიტეტი;

კ) საგამოფენო პრიორიტეტი - პარიზის კონვენციის მე-11 მუხლის თანახმად დადგენილი პრიორიტეტი;

ლ) პატენტრწმუნებული - სამრეწველო საკუთრების სფეროში სხვისი    სახელით მოქმედი ”საქპატენტში“ რეგისტრირებული პირი; ამოღებულ იქნეს 28.06.2010. N3159 ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან 1 თვის გასვლისთანავე.))

               მ) სააპელაციო პალატა – „საქპატენტთან“ არსებული სამრეწველო საკუთრების ობიექტებზე უფლების მოპოვებასთან დაკავშირებით წარმოქმნილი დავის განმხილველი ორგანო;  (20.12.2005 N 2380 ძალაშია 2006 წლის 1 მარტიდან)

ნ) გაერთიანება - მეწარმეთა ნებისმიერი გაერთიანება, რომელიც შექმნილია საქართველოს ან მისი წარმოშობის ქვეყნის მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

ო) სასაქონლო ნიშნის დაუცველი ნაწილი – სასაქონლო ნიშნის ნაწილი, რომელზედაც არ ვრცელდება მფლობელის განსაკუთრებული უფლებები.  (20.12.2005 N 2380 ძალაშია 2006 წლის 1 მარტიდან)
 

საქართველოს კანონი სასაქონლო ნიშნების შესახებ