საქართველოს კანონი საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის შესახებ

ეს კანონი ადგენს საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის საქმიანობის სამართლებრივ, ეკონომიკურ და სოციალურ საფუძვლებს, პრინციპებს და მის ორგანიზაციულ-სამართლებრივ ფორმას.

მუხლი 1. საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის სტატუსი

1. საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა (შემდგომ − პალატა ) არის წევრობაზე დაფუძნებული საჯარო სამართლის კორპორაცია, რომელიც აერთიანებს საქართველოს, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების კანონმდებლობათა შესაბამისად შექმნილ აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკებისა და რეგიონულ სავაჭრო-სამრეწველო პალატებს და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით რეგისტრირებულ მეწარმე სუბიექტებს და მათ გაერთიანებებს.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მეწარმე სუბიექტები და მათი გაერთიანებები ნებაყოფლობით რეგისტრირდებიან პალატის წევრებად, მათი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით რეგისტრაციის შემდეგ. პალატა წარმოადგენს რეზიდენტი ბიზნესსუბიექტების ინტერესებს ქვეყანაში და ქვეყნის ფარგლების გარეთ სამეწარმეო საქმიანობასთან დაკავშირებულ საკითხებში, მიუხედავად იმისა , არიან თუ არა რეზიდენტი ბიზნესსუბიექტები პალატის წევრები. პალატის, ასევე აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკებისა და რეგიონული სავაჭრო-სამრეწველო პალატების წევრობა ავტომატურად არ წარმოშობს მეწარმე სუბიექტებისა და მათი გაერთიანებებისათვის სავალდებულო საწევრო შენატანის გადახდის ვალდებულებას. მეწარმე სუბიექტებს და მათ გაერთიანებებს უფლება აქვთ , საწევრო შენატანი ნებაყოფლობით გადაიხადონ.

3 . პალატა თავის საქმიანობას ახორციელებს ამ კანონისა და პალატის წესდების საფუძველზე. პალატის მოქმედება ვრცელდება საქართველოს მთელ ტერიტორიაზე.

4 . პალატის საქმიანობაზე არ ვრცელდება „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მოქმედება.

მუხლი 2. პალატის საქმიანობის პრინციპები

1. პალატა ამ კანონითა და პალატის წესდებით გათვალისწინებულ ფუნქციებს ასრულებს საქართველოს კონსტიტუციისა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების შესაბამისად.

2. პალატას აქვს საკუთარი ქონება და სამართლებრივ ურთიერთობებში გამოდის თავისი სახელით.

3. პალატას დასახული მიზნების განსახორციელებლად და დაკისრებული ფუნქციების შესასრულებლად შეიძლება გადაეცეს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონება.

4. საქართველოს ტერიტორიაზე არსებული სავაჭრო-სამრეწველო პალატები და მათი წევრები პასუხისმგებელი არ არიან ერთმანეთის ვალდებულებებზე.

მუხლი 3. პალატის მიზნები და ფუნქციები

1. პალატის მიზანია, ხელი შეუწყოს ქვეყნის ეკონომიკურ ზრდას მეწარმე სუბიექტების საქმიანობის მხარდაჭერით.

2. პალატის ფუნქციებია:

ა) მეწარმე სუბიექტებისათვის საინფორმაციო-საკონსულტაციო მომსახურების გაწევა;

ბ) მეწარმე სუბიექტების პროფესიული განათლების დონისა და კვალიფიკაციის ამაღლების, აგრეთვე სხვა სახის სწავლების, მათ შორის, საზღვარგარეთ, ორგანიზება;

გ) სამეწარმეო საქმიანობასთან დაკავშირებულ საკითხებში, მათ შორის, საზღვარგარეთ, რეზიდენტი ბიზნესსუბიექტების საერთო და ინდივიდუალური ინტერესების წარმოდგენა და დაცვა, მიუხედავად იმისა, არიან თუ არა რეზიდენტი ბიზნესსუბიექტები პალატის წევრები ;

დ) ადგილობრივი საქონლის ექსპორტის ხელშეწყობა;

ე) გამოგონების, სასარგებლო მოდელის, სამრეწველო ნიმუშის, სასაქონლო ნიშნის, საფირმო სახელწოდებისა და მომსახურების დასახელების დაპატენტებასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის მომზადების ხელშეწყობა;

ვ) ადგილობრივი საქონლისა და უცხოური საქონლის გამოფენების მოწყობა , საქმიან წრეთა შეხვედრების ორგანიზება და სხვა ღონისძიებათა გამართვა;

ზ) საქართველოში საინვესტიციო საქმიანობის ხელშემწყობი ღონისძიებების განხორციელება;

) მეწარმე სუბიექტების ხელშეწყობის მიზნით მთარგმნელობითი საქმიანობის განხორციელება;

) უცხო ქვეყნის ორგანიზაციისა და საწარმოს მიერ საქართველოში სამეწარმეო საქმიანობის განხორციელებისას მათთვის საჭირო მომსახურების გაწევა თავისი უფლებამოსილების ფარგლებში;

) პროდუქციის, მომსახურებისა და საქმიანი ინფორმაციის შესახებ საინფორმაციო სისტემებ ისა და ბანკებ ის შექმნა ;

) მეწარმე სუბიექტების ხელშეწყობა ბიზნესგეგმებ ის მომზადებაში;

) მეწარმე სუბიექტების ხელშეწყობა საქართველოს ნორმატიული აქტებით განსაზღვრულ მოთხოვნათა შესრულებაში;

ნ) კერძო სამართლის სუბიექტებს შორის წარმოშობილი ქონებრივი დავის მოგვარების ხელშეწყობა დავის გადაწყვეტის ალტერნატიული საშუალებების შექმნით;

) ამ კანონით, საქართველოს სხვა ნორმატიული აქტებით და პალატის წესდებით განსაზღვრული სხვა ამოცანების შესრულება .

3. პალატა ფიზიკური ან იურიდიული პირის მიერ ნებაყოფლობით წარდგენილი განაცხადის საფუძველზე ახორციელებს:

) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აკრედიტაციის გავლის შემდეგ ადგილობრივი საქონლისა და უცხოური საქონლის რაოდენობრივ და ხარისხობრივ ექსპერტიზას და შეფასებას;

) საქართველოში მოქმედი სავაჭრო, საბაჟო და სანავსადგურო წესების შესახებ ინფორმაციის დამოწმებას;

) საგარეო-ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული გარემოებების დამოწმებას;

დ) საერთო ფორმის არაპრეფერენციული წარმოშობის სერტიფიკატის გაცემას ან/და დამოწმებას;

ე) დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის წევრი ქვეყნების პრეფერენციული წარმოშობის სერტიფიკატის გაცემას ან/და დამოწმებას;

ვ) პრეფერენციული წარმოშობის GSP-სერტიფიკატის გაცემას ან/და დამოწმებას;

ზ) „ევრო-1“ სერტიფიკატის გაცემას ან/და დამოწმებას;

თ) საიდენტიფიკაციო შტრიხკოდის მინიჭებას;

ი) რეგისტრირებული სასაქონლო ნიშნის შესაბამისად დამცავი ნიშნის (ჰოლოგრამის) გაცემას;

კ) საქართველოს ტერიტორიაზე წარმოების დამადასტურებელი პალატის ნიშნის − „წარმოებულია საქართველოში“ − გაცემას;

ლ) ფორსმაჟორული გარემოებების დამოწმებას.

4. ამ კანონით განსაზღვრული საქმიანობა შეიძლება განხორციელდეს ელექტრონული ფორმით. ამ კანონით გათვალისწინებული ფუნქციების შესრულების შედეგად ელექტრონული ფორმით გაცემულ ან/და დამოწმებულ დოკუმენტს აქვს ისეთივე იურიდიული ძალა, როგორიც − მატერიალურ დოკუმენტს.

5 . პალატის მიერ ფიზიკური ან იურიდიული პირისათვის გაწეული მომსახურებისათვის დგინდება საფასური. მომსახურების საფასურის ოდენობა და გადახდის წესი, აგრეთვე მეწარმე სუბიექტისა და მისი გაერთიანებისათვის საწევრო შენატანის დადგენის წესი განისაზღვრება პალატის წესდებით. მომსახურების საფასური და საწევრო შენატანი უნდა იყოს არადისკრიმინაციული და ხარჯებზე ორიენტირებული.

მუხლი 4. პალატის უფლებები

1. პალატას უფლება აქვს:

ა) მონაწილეობა მიიღოს ეკონომიკური და სხვა საკითხების შესახებ კანონპროექტების შემუშავებასა და განხილვაში, განახორციელოს ეკონომიკის სფერო ნორმატიული აქტების პროექტების დამოუკიდებელი ექსპერტიზა და შესაბამის სახელმწიფო ორგანოებს განსახილველად წარუდგინოს წინადადებები;

ბ) ამ კანონითა და პალატის წესდებით გათვალისწინებული ფუნქციების შესრულებისას გაწეული მომსახურებისათვის ხელშეკრულების საფუძველზე დააწესოს საფასური;

გ) ააშენოს, შეიძინოს და საქართველოს კანონმდებლობით ქონების გადაცემისათვის დადგენილი ნებისმიერი ფორმით მიიღოს პალატის საქმიანობისათვის საჭირო მოძრავი და უძრავი ქონება როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ;

დ) დაკისრებული ფუნქციების ეფექტიანად შესრულების მიზნით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დადოს გარიგებები;

ე) წარმოადგინოს ადგილობრივ მეწარმე სუბიექტების ინტერესები საერთაშორისო და უცხო ქვეყნების ორგანიზაციებში, ითანამშრომლოს მათთან და გახდეს მათი წევრი;

ვ) ამ კანონით განსაზღვრული გარკვეული საქმიანობისა და ფუნქციების დელეგირების მიზნით დააფუძნოს კერძო სამართლის სუბიექტები;

ზ) მოახდინოს ამ კანონით მისთვის მინიჭებული გარკვეული ფუნქციების სრული ან ნაწილობრივი დელეგირება აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკებისა და რეგიონული სავაჭრო-სამრეწველო პალატებისათვის, ტერიტორიული გამიჯვნის პრინციპით.

2. პალატას უფლება აქვს, ამ კანონით დადგენილი წესით შექმნას სხვა სახის სავაჭრო-სამრეწველო პალატები (ერთობლივად დაფუძნებული, სპეციალურ- დარგობრივი), რომელთა საქმიანობის და უფლებამოსილების სფეროები განისაზღვრება მათი დაფუძნების აქტებით.

მუხლი 5. პალატის ფინანსები

პალატის ფინანსები შედგება:

ა) საწევრო შენატანებისაგან;

ბ) ფიზიკური და იურიდიული პირების შემოწირულ ბებისაგან;

გ) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლებისაგან.

მუხლი 6. პალატის მართვა

1. პალატის ორგანოები არიან:

ა) საერთო კრება;

ბ) პალატის საბჭო (შემდგომ − საბჭო);

) პალატის პრეზიდენტი (შემდგომ − პრეზიდენტი) .

2. პალატის უმაღლესი ორგანოა საერთო კრება.

3. საერთო კრება მოიწვევა წელიწადში ერთხელ მაინც.

4. საერთო კრება ამ კანონითა და პალატის წესდებით გათვალისწინებული სხვა ფუნქციების შესრულებასთან ერთად თავისი შემადგენლობიდან ირჩევს პრეზიდენტს და ამტკიცებს პალატის წესდებას .

5. პალატის წევრები საერთო კრებაზე წარმოდგენილი არიან დელეგატების სახით, რომელთა არჩევის წესი განისაზღვრება პალატის წესდებით.

6. საერთო კრება უფლებამოსილია, თუ მას ესწრება დელეგატთა ნახევარზე მეტი.

7. პალატის პოლიტიკის განმსაზღვრელი ძირითადი ორგანოა საბჭო. საბჭო ამ კანონისა და პალატის წესდების შესაბამისად განიხილავს და იღებს გადაწყვეტილებას პალატის ძირითად პრიორიტეტებზე, მიზნებზე, სტრატეგიაზე და პალატის წესდებით განსაზღვრულ სხვა საკითხებზე. საბჭომ პალატის წესდებით გათვალისწინებულ შემთხვევებში შეიძლება შეასრულოს საერთო კრების გარკვეული ფუნქციები საერთო კრებებს შორის პერიოდში.

8. საბჭო შედგება სხვადასხვა მეწარმე სუბიექტების გაერთიანების (ასოციაციის) წარმომადგენლებისა და პრეზიდენტისაგან. საბჭოს წევრთა რაოდენობა არ უნდა იყოს 10-ზე ნაკლები. საბჭოს ახალი წევრის მიღების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საბჭო პალატის წესდებით გათვალისწინებული წესით.

9. საბჭო უფლებამოსილია, თუ მას ესწრება საერთო შემადგენლობის ნახევარზე მეტი.

10. საბჭოს ფუნქციები, უფლებამოსილება, საქმიანობისა და გადაწყვეტილების მიღების წესი განისაზღვრება პალატის წესდებით.

11. პალატის უმაღლესი თანამდებობის პირია პრეზიდენტი.

12. პრეზიდენტს ირჩევს საერთო კრება ღია, პირდაპირი კენჭისყრით, 4 წლის ვადით, საერთო კრებაზე დამსწრე დელეგატების ხმათა უმრავლესობით, პალატის წესდებით გათვალისწინებული წესით.

13. პალატას ჰყავს ვიცე-პრეზიდენტები და გენერალური დირექტორი.

14. ვიცე-პრეზიდენტებს, რომელთა რაოდენობა განისაზღვრება პალატის წესდებით, თანამდებობაზე ნიშნავს პრეზიდენტი. ვიცე-პრეზიდენტ თავი საქმიანობას წარმართავ პალატის წესდებით განსაზღვრულ სფეროში. აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების სავაჭრო-სამრეწველო პალატების ხელმძღვანელები იმავდროულად არიან პალატის ვიცე-პრეზიდენტები. პრეზიდენტის არყოფნის შემთხვევაში მის უფლებამოსილებას ახორციელებს ერთ-ერთი ვიცე-პრეზიდენტი.

15 . პალატის მიმდინარე საქმიანობას წარმართავს გენერალური დირექტორი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს პრეზიდენტი. პრეზიდენტს უფლება აქვს, საკუთარ უფლებამოსილებათა ნაწილი გადასცეს გენერალურ დირექტორს.

16. პალატის ორგანოებისა და თანამდებობის პირების არჩევის (დანიშვნის) და უფლებამოსილების საკითხები განისაზღვრება პალატის წესდებით.

17. პალატის საქმიანობის შეწყვეტა (რეორგანიზაცია, ლიკვიდაცია) ხდება პალატის წესდებით გათვალისწინებულ შემთხვევებში, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

მუხლი 7. აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკებისა და რეგიონული სავაჭრო-სამრეწველო პალატები

1. აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების სავაჭრო-სამრეწველო პალატები არიან წევრობაზე დაფუძნებული საჯარო სამართლის კორპორაციები, რომლებ იც აერთიანებენ თავიანთ სამოქმედო ტერიტორიებზე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით რ ეგისტრირებულ მეწარმე სუბიექტებს და მათ გაერთიანებებს.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ტერიტორიული პრინციპის დაცვის უზრუნველსაყოფად აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების სავაჭრო-სამრეწველო პალატები ვალდებული არიან, წელიწადში ერთხელ წარუდგინონ პალატას თავიანთი წევრი მეწარმე სუბიექტების და მათი გაერთიანებების დაზუსტებული სია დასამტკიცებლად. პალატას უფლება აქვს, არ დაამტკიცოს იმ წევრთა სია, რომელთა საქმიანობაც სცდება აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების ტერიტორიულ საზღვრებს.

3. აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების სავაჭრო-სამრეწველო პალატების დაფუძნება შეუძლია პალატას მისთვის არანაკლებ 20 მეწარმე სუბიექტის საინიციატივო ჯგუფის მიმართვის საფუძველზე.

4 . პრეზიდენტს შეუძლია ბრძანებით შექმნას რეგიონული სავაჭრო-სამრეწველო პალატები ქვეყნის რეგიონული მოწყობის გათვალისწინებით.

5 . რეგიონული სავაჭრო-სამრეწველო პალატის შექმნის შესახებ პრეზიდენტის ბრძანებით უნდა განისაზღვროს ამ პალატის მოქმედების ტერიტორიული საზღვრები და უფლებამოსილება .

6 . ერთსა და იმავე ტერიტორიაზე შეიძლება ფუნქციონირებდეს მხოლოდ ერთი რეგიონული სავაჭრო-სამრეწველო პალატა.

7. შესაძლებელია რამდენიმე რეგიონული სავაჭრო-სამრეწველო პალატის გაერთიანება.

8 . აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების სავაჭრო-სამრეწველო პალატები თავიანთ საქმიანობას ახორციელებენ ამ კანონი , პალატის ესდების, შესაბამისად აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების კანონმდებლობათა და თავიანთი წესდებების საფუძველზე, ხოლო რეგიონული სავაჭრო-სამრეწველო პალატა − ამ კანონისა და პალატის წესდების საფუძველზე.

9. საქმიანობის ტერიტორიიდან გამომდინარე, პალატის წევრი მეწარმე სუბიექტები (მათი გაერთიანებები) იმავდროულად არიან შესაბამისი რეგიონული სავაჭრო-სამრეწველო პალატის წევრები.

10 . პალატის წევრი შესაძლებელია იმავდროულად იყოს აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების სავაჭრო-სამრეწველო პალატების წევრი, ნებაყოფლობითი წევრობის საფუძველზე . აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების და რეგიონული სავაჭრო-სამრეწველო პალატების წევრები საწევრო შენატანს (ასეთის არსებობის შემთხვევაში) იხდიან შესაბამის სავაჭრო-სამრეწველო პალატაში.

11. აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების და რეგიონულ სავაჭრო-სამრეწველო პალატებს საწევრო შენატანის დაწესება შეუძლიათ მხოლოდ პალატასთან შეთანხმებით.

12 . პალატას, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების და რეგიონულ სავაჭრო-სამრეწველო პალატებს შორის ურთიერთობა, მათი საქმიანობისა და ფინანსების გამიჯვნა დამატებით რეგულირდება პალატის წესდებით და ამ კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის საფუძველზე გამოცემული აქტებით .

მუხლი 8. პალატის საქმიანობის სახელმწიფო კონტროლი

პალატის საქმიანობის სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს საქართველოს პრემიერ- მინისტრი.

მუხლი 9. გარდამავალი დებულებანი

1. ამ კანონის ამოქმედებამდე არსებულმა სავაჭრო-სამრეწველო პალატებმა მისი ამოქმედებიდან 3 თვის ვადაში უზრუნველყონ ამ კანონის მოთხოვნათა შესაბამისად ჩამოყალიბება და თავიანთი საქმიანობის ამ კანონთან შესაბამისობა.

2. საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტმა ამ კანონის შესაბამისად, მისი ამოქმედებიდან 1 თვის ვადაში უზრუნველყოს პალატის საბჭოს ჩამოყალიბების ორგანიზება.

3 . საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის ქონება, რომელსაც იგი ამ კანონის ამოქმედებამდე ფლობდა, განუყოფელია და არ შეიძლება განაწილდეს აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების და რეგიონულ სავაჭრო-სამრეწველო პალატებს და მათ წევრებს შორის.

4. საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატამ და აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების სავაჭრო-სამრეწველო პალატებმა უზრუნველყონ თავიანთი წესდებების ამ კანონთან შესაბამისობა მისი ამოქმედებიდან 2 თვის ვადაში.

5. ამ მუხლის მე-4 პუნქტის მოთხოვნის შესრულებამდე ძალაში დარჩეს წესდებები ამ კანონის ამოქმედებამდე არსებული რედაქციით.

მუხლი 10. დასკვნითი დებულებანი

1. ამ კანონის ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს საქართველოს 2001 წლის 26 ოქტომბრის კანონი „საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის შესახებ“ (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №33, 10.11.2001, მუხ. 132).

2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

საქართველოს პრეზიდენტი . სააკაშვილი

თბილისი,

2012 წლის 28 ივნისი.

№6569-რს

Comments