საქართველოს კანონი საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსში (პარლამენტის უწყებანი, №31, 24 ივლისი, 1997, გვ. 1) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. 679 -ე მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

1. გამგზავნი ვალდებულია ზედნადებს დაურთოს ყველა საბუთი, რომლ ებ იც აუცილებელია ტვირთის მიტანამდე საქართველოს საგადასახადო კოდექსით დადგენილი , საქართველოს საბაჟო საზღვარზე საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებული მოქმედებების შესასრულებლად, ან ეს საბუთები გადასცეს გადამზიდველს და მიაწოდოს მას ყველა საჭირო ინფორმაცია. “.

2. 692-ე მუხლის მე-3 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

3. გადაზიდვის თანხა, საქართველოს საგადასახადო კოდექსით დადგენილი , საქართველოს საბაჟო საზღვრის გადაკვეთასთან დაკავშირებული ხარჯები ტვირთის მთლიანად დაკარგვისას უნდა დაბრუნდეს მთლიანად, ხოლო ნაწილობრივ დაკარგვისას – ნაწილობრივ. “.

3. 732-ე მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. შემკვეთმა ექსპედიტორის მოთხოვნით დროულად უნდა მიაწოდოს მას შესაბამისი ცნობები ტვირთის შესახებ, აგრეთვე უნდა მისცეს მითითებები, რომლებიც აუცილებელია გადაზიდვის დოკუმენტების გასაფორმებლად, მიაწოდოს აუცილებელი ცნობები საქართველოს საგადასახადო კოდექსით დადგენილ , საქართველოს საბაჟო საზღვრის გადაკვეთასთან დაკავშირებულ და სხვა მოქმედებათა შესასრულებლად და, აუცილებლობის შემთხვევაში, იმპორტის გადასახადის გადასახდელად. გარდა ამისა, შემკვეთმა ექსპედიტორს უნდა გადასცეს აუცილებელი დოკუმენტები აღნიშნული ცნობების უტყუარობის დასადასტურებლად.“.

მუხლი 2 . ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნები სთანავე .

საქართველოს პრეზიდენტი             . სააკაშვილი

თბილისი,

2012 წლის 27 მარტი.

№5964- I

Comments