საქართველოს კანონი „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, № 32, 06.11.2009, მუხ. 191) მე-15 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-7 და მე-8 პუნქტები:
„7. საქართველოს მოქალაქე პროფესიული უნარ-ჩვევებისა და პრაქტიკული გამოცდილების შეძენის მიზნით სამსახურში შეიძლება დაინიშნოს სამსახურის სტაჟიორის თანამდებობაზე. სამსახურის სტაჟიორის უფლებამოსილებებს, მისი შერჩევისა და მის მიერ სამსახურის გავლის პირობებსა და თანამდებობრივ სარგოს განსაზღვრავს საქართველოს ფინანსთა მინისტრი.
8. ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში სამსახურში სტაჟირების ვადაა 6 თვე. სტაჟირების ვადა შეიძლება გაგრძელდეს კიდევ 6 თვით.“.
მუხლი 2 . ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი მ . სააკაშვილი
თბილისი,
2012 წლის 25 მაისი.
№6329- Iს
Comments