მუხლი 5. ვადაგადაცილებული სასესხო დავალიანების რესტრუქტურიზაციის პირობები

1. განსაკუთრებული შემთხვევის გარდა, ვადაგადაცილებული სასესხო დავალიანების გაყინვის ვადა არ აღემატება 24 თვეს, ხოლო ვადაგადაცილებული სასესხო დავალიანების გადავადების ვადა განისაზღვრება არა უმეტეს 36 თვისა (გაყინვის პერიოდის დასრულებიდან).
2. რესტრუქტურიზაციის პერიოდში რესტრუქტურიზებულ ვადაგადაცილებულ სასესხო დავალიანებას გრაფიკით დარჩენილ გადასახდელ თანხაზე ყოველთვიურად ერიცხება სარგებელი 0,5 პროცენტის ოდენობით. (30.12.2008 N 971)
3. რესტრუქტურიზებული ვადაგადაცილებული სასესხო დავალიანების დაფარვა ხორციელდება საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და სესხით მოსარგებლე საწარმოს შორის დადებული ხელშეკრულებისა და ამავე ხელშეკრულების თანახმად გაფორმებული გრაფიკის შესაბამისად. (30.12.2008 N 971)
4. რესტრუქტურიზებული ვადაგადაცილებული სასესხო დავალიანები-დან, პირველ რიგში, იფარება ძირითადი თანხისა და სარგებლის პროცენტის სახით არსებული ნაშთი, ხოლო შემდეგ სესხის ძირითადი თანხისა და სარგებლის პროცენტის გადაუხდელობის შედეგად დარიცხული საურავი.
5. სახელმწიფო ინტერესების გათვალისწინებით, განსაკუთრებულ შემთხვევებში ვადაგადაცილებული სასესხო დავალიანების რესტრუქტურიზაცია შესაძლებელია განხორციელდეს განმეორებით, მაგრამ მხოლოდ ერთხელ.
6. განსაკუთრებულ შემთხვევებში ვადაგადაცილებული სასესხო დავალიანების (მათ შორის, უკვე რესტრუქტურიზებულისა – შესაბამის პერიოდამდე დარიცხულ სარგებლის თანხასთან ერთად) რესტრუქტურიზაციის დამატებითი ვადა განისაზღვრება არა უმეტეს 15 წლისა, მათ შორის, დავალიანების გაყინვის პერიოდი – არა უმეტეს 5 წლისა. (30.12.2008 N 971)
Comments