მუხლი 4. ვადაგადაცილებული საგადასახადო დავალიანების რესტრუქტურიზაციის პირობები

1. განსაკუთრებული შემთხვევის გარდა, ვადაგადაცილებული საგადასახადო დავალიანების გაყინვის ვადა არ აღემატება 24 თვეს, ხოლო ვადაგადაცილებული საგადასახადო დავალიანების გადავადების ვადა განისაზღვრება არა უმეტეს 36 თვისა (გაყინვის პერიოდის დასრულებიდან).
2. რესტრუქტურიზებულ ვადაგადაცილებულ საგადასახადო დავალიანებას გაყინვის პერიოდში პროცენტები და საჯარიმო სანქციები არ ერიცხება.
3. გადავადების პერიოდში რესტრუქტურიზებულ ვადაგადაცილებულ საგადასახადო დავალიანებას გადაუხდელ თანხაზე ყოველთვიურად ერიცხება სარგებელი 0,5 პროცენტის ოდენობით.
4. ვადაგადაცილებული საგადასახადო დავალიანების რესტრუქტურიზაცია შესაძლებელია განხორციელდეს განმეორებით, მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევაში, მათ შორის, იმ დავალიანებასთან ერთად, რომელიც უკვე რესტრუქტურიზებულია (შესაბამის პერიოდამდე დარიცხულ სარგებლის თანხასთან ერთად). (30.12.2008 N 971)
5. განსაკუთრებულ შემთხვევებში ვადაგადაცილებული საგადასახადო დავალიანების რესტრუქტურიზაციის ვადა განისაზღვრება არა უმეტეს 15 წლისა, მათ შორის, დავალიანების გაყინვის პერიოდი – არა უმეტეს 5 წლისა. (30.12.2008 N 971)
6. რესტრუქტურიზებული ვადაგადაცილებული საგადასახადო დავალიანების დაფარვა ხორციელდება საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და სესხით მოსარგებლე საწარმოს შორის დადებული ხელშეკრულებისა და ამავე ხელშეკრულების თანახმად გაფორმებული გრაფიკის შესაბამისად. (30.12.2008 N 971)
Comments