მუხლი 70. სახაზინო საწარმოების რეორგანიზაცია

1. სახელმწიფო ან ადგილობრივმა თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოებმა 1999 წლის 1 სექტემბრამდე (28.05.99. N2042 საკანონმდებლო მაცნე N20(27))საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროსთან ან მის ტერიტორიულ ორგანოებთან ერთად უზრუნველყონ მათ მიერ  შექმნილი სახაზინო საწარმოების შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებად ან სააქციო საზოგადოებად გარდაქმნა (სახელმწიფოს ასპროცენტიანი წილობრივი მონაწილეობით) მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით.
2. რეორგანიზების შედეგად  შექმნილი შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება ან სააქციო საზოგადოება წარმოადგენს სახაზინო საწარმოს უფლებამონაცვლეს.
3. არსებულმა სახაზინო საწარმოებმა რეორგანიზების პერიოდში ახალი ვალდებულებები შეიძლება იკისრონ მხოლოდ დამფუძნებელ სახელმწიფო ორგანოსთან შეთანხმებით. იგივე წესი გამოიყენება უძრავი ნივთების შეძენის, გასხვისების ან დატვირთვის შემთხვევაში. ( 19.02.99. N1805 საკანონმდებლო მაცნე N6(13))
Comments