მუხლი 5-6. ინდივიდუალური მეწარმისა და სამეწარმეო ამხანაგობის სარეგისტრაციო მონაცემთა ცვლილების რეგისტრაცია (14.03.2008 N5913 ამოქმედდეს 2008 წლის 10 მაისიდან)

1. ინდივიდუალური მეწარმის სარეგისტრაციო მონაცემთა ცვლილების შესახებ განცხადება უნდა შეიცავდეს:
ა) განმცხადებლის სახელს;
ბ) განმცხადებლის საცხოვრებელი ადგილის მისამართს;
გ) განცხადების შევსების თარიღს;
დ) განმცხადებლის ხელმოწერას.
2. სამეწარმეო ამხანაგობის სარეგისტრაციო მონაცემთა ცვლილების შესახებ განცხადება უნდა შეიცავდეს:
ა) თითოეული მონაწილის სახელს; იურიდიული პირის შემთხვევაში – საფირმო სახელწოდებას;
ბ) თითოეული მონაწილის საცხოვრებელი ადგილის მისამართს; იურიდიული პირის შემთხვევაში – იურიდიულ მისამართს;
გ) საქმიანობის ხანგრძლივობას;
დ) განცხადების შევსების თარიღს;
ე) განმცხადებლის ხელმოწერას; იურიდიული პირის შემთხვევაში – მისი წარმომადგენლის ხელმოწერას.
3. სარეგისტრაციო მონაცემთა ცვლილება ძალაშია შესაბამის საგადასახადო ორგანოში მისი რეგისტრაციის მომენტიდან.
Comments