მუხლი 5-5. ინდივიდუალური მეწარმისა და სამეწარმეო ამხანაგობის რეგისტრაციაზე უარის თქმის საფუძვლები (14.03.2008 N5913 ამოქმედდეს 2008 წლის 10 მაისიდან)

1. ინდივიდუალურ მეწარმესა და სამეწარმეო ამხანაგობას რეგისტრაციაზე უარი შეიძლება ეთქვას, თუ:
ა) სარეგისტრაციოდ წარდგენილი განცხადება არ არის შევსებული ამ კანონის მოთხოვნათა დაცვით;
ბ) სარეგისტრაციოდ წარდგენილია ცრუ, არაიდენტიფიცირებადი ან არასრულყოფილი მონაცემები.
2. რეგისტრაციაზე უარის თქმის შემთხვევაში განმცხადებელს უბრუნდება სარეგისტრაციოდ წარდგენილი დოკუმენტაცია.
3. საგადასახადო ორგანოს უარი რეგისტრაციაზე შეიძლება გასაჩივრდეს მარეგისტრირებელი ორგანოს ზემდგომ ორგანოში ან სასამართლოში  საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
Comments