მუხლი 5-3. საწარმოს რეგისტრაციაზე უარის თქმის საფუძვლები (14.03.2008 N5913 ამოქმედდეს 2008 წლის 10 მაისიდან)

1. საწარმოს რეგისტრაციაზე უარი შეიძლება ეთქვას, თუ:
ა) სარეგისტრაციოდ წარდგენილი დოკუმენტაცია სრულად არ აკმაყოფილებს ამ კანონის მოთხოვნებს;
ბ) სარეგისტრაციოდ წარდგენილია ცრუ, არაიდენტიფიცირებადი ან არასრულყოფილი მონაცემები;
გ) არ არის გადახდილი სარეგისტრაციო მოსაკრებელი.
2. საწარმოს რეგისტრაციაზე უარის თქმის შემთხვევაში განმცხადებელს უბრუნდება სარეგისტრაციოდ წარდგენილი დოკუმენტაცია. 
3. საგადასახადო ორგანოს უარი საწარმოს რეგისტრაციაზე შეიძლება გასაჩივრდეს მარეგისტრირებელი ორგანოს ზემდგომ ორგანოში ან სასამართლოში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
Comments