მუხლი 31. პარტნიორის გასვლა საზოგადოებიდან (14.03.2008 N5913)

1. პარტნიორის საზოგადოებიდან გასვლის წესი განისაზღვრება საწარმოს წესდებით, ამ კანონის მე-14 მუხლის მე-14 და მე-15 პუნქტებით დადგენილი წესების გათვალისწინებით. 
2. თუ სპს-ის პარტნიორი გამოთქვამს საწარმოდან გასვლის სურვილს, ან  საწარმოს მიმართ იხსნება გადახდისუუნარობის საქმის წარმოება, ან საწარმოში შედის ახალი პარტნიორი, საწარმოს მიმართ ხორციელდება ამ კანონის მე-14 მუხლის მე-14 და მე-15 პუნქტებით გათვალისწინებული საწარმოს რეორგანიზაციის ღონისძიებები.
Comments