1. თუ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის საფუძველზე
შექმნილი ამხანაგობა გადაწყვეტს რეგისტრაციას, ის რეგისტრირდება
სამეწარმეო ამხანაგობის სახით, ამ კანონის 54 მუხლით დადგენილი წესის
შესაბამისად. 2. სამეწარმეო ამხანაგობის მონაწილეთა ხელშეკრულება იდება წერილობით. ხელშეკრულება უნდა შეიცავდეს: ა) მონაწილეთა სახელს, საცხოვრებელი ადგილის მისამართს, პირად ნომერს და ხელმოწერას; თუ მონაწილე იურიდიული პირია – მის საფირმო სახელწოდებას და რეგისტრაციის მონაცემებს, იურიდიულ მისამართს, იმ ორგანოს დასახელებას, რომელმაც რეგისტრაციაში გაატარა იურიდიული პირი, რეგისტრაციის თარიღს და საიდენტიფიკაციო კოდს, მონაცემებს მისი წარმომადგენლების შესახებ; ბ) საქმიანობის ხანგრძლივობას; გ) ყველა იმ საკითხს, რაზედაც შეთანხმდებიან მოაწილენი. |