მუხლი 43. ძალადაკარგული ნორმატიული აქტები

ამ კანონის ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად ჩაითვალოს:
ა) „სამეწარმეო საქმიანობის ლიცენზიისა და ნებართვის გაცემის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს
კანონი;
ბ) „საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების სამთავრობო დაწესებულების სისტემაში ავტონომიური
რესპუბლიკის შესაბამისი სამინისტროებისა და უწყებებისათვის ლიცენზიებისა და ნებართვების გაცემის
უფლებამოსილების გადაცემის წესის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 29 სექტემბრის №472
ბრძანებულება.