მუხლი 42. პროფესიულ საქმიანობათა რეგულირების სისტემის განსაზღვრა

1. პროფესიული საქმიანობა რეგულირდება ცალკე კანონმდებლობით.
2. 2005 წლის 1 დეკემბრამდე საქართველოს მთავრობამ უზრუნველყოს საქართველოს პარლამენტისთვის
შესაბამისი საკანონმდებლო აქტების პროექტების წარდგენა, რომლებშიც გათვალისწინებული იქნება
პროფესიული საქმიანობის რეგულირება შემდეგი ძირითადი პრინციპების მიხედვით:
ა) პროფესიული საქმიანობების სრული თვითრეგულირება – (ჩვეულებითი რეგულირება) არაარსებითი
საზოგადოებრივი რისკების მქონე პროფესიული საქმიანობისათვის;
ბ) ნაწილობრივი თვითრეგულირება – არსებითი საზოგადოებრივი რისკების მქონე პროფესიული
საქმიანობისათვის;
გ) სახელმწიფო რეგულირება – მაღალი საზოგადოებრივი რისკების მქონე პროფესიული საქმიანობისათვის.